ინფრასტრუქტურა

ენგურჰესის კაშხლის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური თეატრის სპექტაკლი „პარტახი“ გაიმართა

2022 წლის 2 ოქტომბერს, „ენგური ატრაქცია“-ს ორგანიზებით, ენგურჰესის კაშხლის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური თეატრის სპექტაკლი „პარტახი“ (ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით) გაიმართა. ენგურის კაშხალზე სპექტაკლის ორგანიზება კომპანია „ენგური ატრაქცია“- სთვის არის აღნიშნულ ადგილას კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების დამკვიდრებისკენ გადადგმული პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ღონისძიების ფარგლებში “ენგური ატრაქცია”-სა და “ბათუმის ბოტანიკურ ბაღი”-ს, ასევე „ენგური ატრაქცია“-სა და „სანდრო ...

Read More »

უკრაინა ზაპოროჟიეს აეს-ის კვლავ ჩართვას აპირებს

უკრაინის სახელმწიფო ბირთვული კომპანია „ენერჰოატომის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე განიხილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კვლავ ჩართვა. ელექტროსადგურს რუსეთის ჯარები აკონტროლებენ. Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „ენერჰოატომის“ პრეზიდენტმა პეტრო კოტინმა 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ კომპანიამ რამდენიმე დღეში შეიძლება კვლავ აამუშაოს ორი რეაქტორი, რათა უსაფრთხოების სისტემები დაიცვას ზამთრის მოახლოებისა და აცივების პირობებში. მისი თქმით, დაბალ ტემპერატურებზე შიგნით ყველაფერი გაიყინება და უსაფრთხოების მოწყობილობები ...

Read More »

ევროპის უდიდესი ბირთვული რეაქტორი, რომელიც ფინეთში მდებარეობს, სრული დატვირთვით პირველად ამუშავდა

ევროპის უდიდესი ბირთვული რეაქტორი, სახელწოდებით Olkiluoto-3, რომელიც ფინეთში, ბალტიის ზღვაში მდებარე ნახევარკუნძულზეა განლაგებული, სრული დატვირთვით პირველად ამუშავდა, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ 1600 მეგავატის მოცულობის დადგმული სიმძლავრის მქონე ბირთვული რეაქტორი ჯერ კიდევ შემოწმების ფაზაშია – მისი სრული რეგულარული გაშვება მიმდინარე წლის დეკემბრისთვისაა დაგეგმილი. ფინეთში მდებარე ამ ბირთვულმა რეაქტორმა და ელექტროენერგიამ, რომელსაც ის გამოიმუშავებს სკანდინავიური სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული ...

Read More »

„ჩრდილოეთ ნაკადი – 2“ შეცდომა იყო“ – ნიკო ლანგი

„გერმანია რუსულ გაზზე ზედმეტად დამოკიდებული იყო. „ჩრდილოეთ ნაკადი – 2“ შეცდომა იყო და მიხარია, რომ გერმანიამ ეს შეცდომა გამოასწორა“, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკო ლანგიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს განაცხადა. გერმანიის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ არტილერიაში გერმანიამ ლიდერის პოზიცია უნდა დაიკავოს. მისი თქმით, თავდაცვის მხრივ გაწეული დახმარება უკრაინისთვის იმაზე კარგია, ვიდრე გერმანიის რეპუტაცია. „გერმანია ...

Read More »

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას ავრცელებს: გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 4 ოქტომბერს „ქუთაისი 1“-ისა და წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 4 ოქტომბერს 04:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ წყალტუბოსა და მესხეთის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვა შეეხებათ ქალაქ წყალტუბოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ფარცხანაყანები, მაღლაკი, თერნალი, უმბრა, ...

Read More »

ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის გაზსადენი ამოქმედდა

საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის კომერციული ოპერირება დაიწყო. ამის შესახებ Trend-ს დიზაინერ კომპანია ICGB-ში განუცხადეს. „გაზსადენი ექსპლუატაციაში პირველი ოქტომბრის დილის 7 საათზე შევიდა. ბუნებრივი აირის პირველი მოცულობები ტრანსადრიატიკის გაზსადენიდან ინტერკონექტორით გავიდა. გაზსადენს წელიწადში 3 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება შეუძლია. „ჩვენ ვზეიმობთ სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტის კომერციულ დაწყებას, რომლის მნიშვნელობაც სცილდება საბერძნეთისა და ბულგარეთის ეროვნულ საზღვრებს. IGB-ის ექსპლუატაციაში შესვლით, ჩვენ გადავედით რეგიონის ენერგეტიკული სისტემის განვითარების საკვანძო ...

Read More »

დანია აცხადებს, რომ Nord Stream 1-ზე გაზის გაჟონვა შეწყდა

Nord Stream-ის ოპერატორმა Nord Stream AG-მ დანიის ენერგეტიკის სააგენტოს აცნობა, რომ მილსადენიდან გაზის გაჟონვა შეწყდა. ამის შესახებ დანიის ენერგეტიკის სააგენტო Twitter-ზე წერს. “ამჟამად, როგორც ჩანს, მიღწეულია სტაბილური წნევა Nord Stream 1-ის ორ მილსადენზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გაზის გაჟონვა შეჩერებულია”, – ნათქვამია განცხადებაში. ერთი დღით ადრე, დანიის ენერგეტიკის სააგენტომ განაცხადა, რომ გაჟონვა ასევე Nord Stream 2-ზეც შეწყდა.

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რუსეთს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რუსეთს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგურის გენერალური დირექტორის, იგორ მურაშოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. განცხადება სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ გროსიმ გაავრცელა და იმედი გამოთქვა, რომ მურაშოვი ოჯახს “უსაფრთხოდ და დაუყოვნებლივ დაუბრუნდება და შეძლებს ბირთვულ ობიექტზე მნიშვნელოვანი ფუნქციების აღდგენას“. მისივე თქმით, რუსეთის მიერ მურაშოვის დაკავება საფრთხეს უქმნის ობიექტზე ბირთვულ უსაფრთხოებას.

Read More »

CIA-ის გაზსადენებზე შესაძლო შეტევის შესახებ ევროპელები გაფრთხილებული ჰყავდა

აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ჯერ კიდე ზაფხულში გააფრთხილა ევროპელი პარტნიორები “წყალქვეშა გაზსადებენზე” მოსალოდნელი შეტევის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ New York Time-ს ამერიკულ დაზვერვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, CIA-ს შეტყობინება ევროპელების მიმართ არ ყოფილა კონკრეტულ და არ შეიცავდა შესაძლო თავდამსხელი ორგანიზატორს ან დივერსიის დროს. გაზეთის ცნობით, ამერიკელი მზვერავები უკვე შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ ნაკადის ორივე გაზსადენზე მომხდარი შემთხვევა საბოტაჟი იყო, თუმცა ...

Read More »

ჩრდილოატლანტიკური საბჭო: ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების დაზიანების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია დივერსიაზე მიუთითებს

ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში განაცხადეს, რომ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების დაზიანების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია დივერსიაზე მიუთითებს. ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მილსადენების დაზიანება ღრმა შეშფოთებას იწვევს. „ეს გაჟონვები ტრანსპორტირებისთვის რისკებს იწვევს და გარემოს არსებით ზიანს აყენებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს დაზიანების წარმოშობის დასადგენად. ნებისმიერი მიზანმიმართული თავდასხმა მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ერთიან და მტკიცე პასუხს მიიღებს“, – ნათქვამია განცხადებაში. 28 სექტემბერს, ნატოს ...

Read More »