2022 წლის 2 ოქტომბერს, „ენგური ატრაქცია“-ს ორგანიზებით, ენგურჰესის კაშხლის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური თეატრის სპექტაკლი „პარტახი“ (ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით) გაიმართა.
ენგურის კაშხალზე სპექტაკლის ორგანიზება კომპანია „ენგური ატრაქცია“- სთვის არის აღნიშნულ ადგილას კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების დამკვიდრებისკენ გადადგმული პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
ღონისძიების ფარგლებში “ენგური ატრაქცია”-სა და “ბათუმის ბოტანიკურ ბაღი”-ს, ასევე „ენგური ატრაქცია“-სა და „სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალურ თეატრი”-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაციის ხელშესაწყობას.
უახლოეს პერიოდში, მემორანდუმის ფარგლებში ,,ბათუმის ბოტანიკური ბაღი”-ს დახმარებით კაშხლის ტერიტორიაზე მოეწყობა მწვანე სივრცე, ამ დღისთვის კი ენგურჰესის ტერიტორიაზე სიმბოლურად დაირგო, რამდენიმე სახეობის მცენარე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების სპონსორმა კომპანია ,,კავკასიის ავტოიმპორტი”-მა, სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალის თემის N2 საჯარო სკოლას საჩუქრად გადასცა პერსონალური კომპიუტერი და პროექტორი, რომელიც მოსწავლეების თანამედროვე ტიპის სწავლებას შეუწყობს ხელს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა სკოლის მოსწავლეებს გაუგზავნა სიმბოლური საჩუქრები, ხოლო კომპანია ,,მაიკა ჯი”-მ საჩუქრად გადასცა ბრენდირებული, სახელობითი მაისურები.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ენგური ატრაქცია“-ს შექმნის ერთ-ერთი მიზანი ენგურის კაშხლის ტურისტული პოტენციალის განვითარების გზით რეგიონის ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობაა.