ინფრასტრუქტურა

“ვფიქრობდით ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტებზე, თუმცა რეფერენდუმს, რა ფორმითაც დღეს ტარდება ქვეყანაში, თავისი ხარვეზები და რისკები აქვს”

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ჰესის აშენებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება იმ ფორმით, როგორც დღეს ქვეყანაში ტარდება, რისკებს შეიცავს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, რეფერენდუმს აქვს თავისი ხარვეზები, პლუსები და მინუსები, რასაც კარგად გათვლა სჭირდება. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ფართო მსჯელობის საგანია, თუ რატომ არ წავიდნენ რეფერენდუმის მიმართულებით. „რეფერენდუმის საკითხი ჩვენ რაღაც თვალსაზრისით გავლილი გვაქვს, რადგან ვფიქრობდით ზოგადად ხელისუფლებაზე ზემოქმედების ...

Read More »

გოლეთიანი: ვისაც საცობში მოუწია ყოფნა, ქვეყნის განვითარებაში მიიღო მონაწილეობა

რიონის ხეობის ერთერთი მცველის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, თბილისის ქუჩებში პიკეტირების გამო საცობების შექმნისთვის ბოდიშსაც მოიხდის, მაგრამ ფიქრობს, რომ ნახევარი საათით დაყოვნება ამ შემთხვევაში ქვეყნის რეალურ განვითარებაში აგურის დადებას ჰგავს. “ჩვენ გვიკვირს, როცა ერთის მხრივ ადამიანი ამბობს, იმას რომ  აქ სახელმწიფო ინტერესია დათმობილი ამ ხელშეკრულებაში და მეორე მხრივ პრობლემად აღიქვამს იმას, რომ  რაღაცა შეიძლება გადაიკეტოს იმის გამო, რომ კიდევ მეტად  გავაგებინოთ ...

Read More »

კობახიძე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებზე: ამ ყველაფრის უკან არის კომერციული ინტერესები

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია დაფინანსებულია დიდი დანხებით, და ამ ყველაფრის უკან არის კომერციული ინტერესები. “ყველამ დაინახა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს არ აქვს მხარდაჭერა. თბილისის პარალიზება ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი მესიჯი, რომელმაც ვერ მოიპოვა საზოგადოების მხარდაჭერა. ჩვენ ვიცით, რომ ისინი საკმაოდ დიდი ფულით არიან დაფინანსებულები, როდესაც დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯებ აქციაზე ეს იმას ნიშნავს რომ არის ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

“ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის” მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გმირ­თა მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია გა­და­კე­ტეს. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი. ცნო­ბის­თვის, „რი­ო­ნის მცვე­ლე­ბი“ თავ­და­პირ­ვე­ლად „რეს­ბუბ­ლი­კის მო­ედ­ნი­დან“ ფი­ლარ­მო­ნი­ის­კენ და­იძ­რნენ, სა­ი­და­ნაც „გმირ­თა მო­ედ­ნის­კენ“ გა­და­ი­ნაც­ვლეს.

Read More »

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის განცხადება, ნამახვანჰესის შესახებ დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით

“საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ეხმაურება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება ნამახვანჰესის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას. ვინაიდან ფონდი წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს და ჩართული იყო კონტრაქტის მომზადებასა და შეჯერებაში, გვსურთ განვმარტოთ შემდეგი: ისეთი კონტრაქტის მომზადება და გაფორმება, როგორიცაა BOO (მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის) ხელშეკრულების პროექტი არაერთ ეტაპს მოიცავს. არამართებულია დღეს გავრცელებული დოკუმენტების სპეკულატიურად, სათანადო კონტექსტის გარეშე აღქმა. იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ...

Read More »

ლევან ვასაძე ითხოვს, რომ „ნამახვანჰესის“ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს

ოლიტიკური მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. როგორც ლევან ვასაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რეფერნდუმის ჩატარებას აქვს თავისი მკაცრად გაწერილი მეთოდოლოგია და კანონით განსაზღვრულ ვადებში მოხდება ყველა დოკუმენტის შეგროვება. „ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ჩატარდეს საერთო სახალხო რეფერენდუმი – მოსახლეობის აზრით, უნდა აშენდეს თუ არა  „ნამახვანჰესი“ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ამჟამინდელი პირობების თანახმად. რეფერნდუმის ჩატარებას აქვს თავისი ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანი რიონის ხეობაში დაბრუნებას და “ენკასთვის” ხელის შეშლას აანონსებს

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ხვალ, 26 მაისს თბილისიდან რიონის ხეობის მიმართულებით დაიძრებიან და ხელს შეუშლიან კომპანიის მუშაობას. ესაა გეგმა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. “სიტყვა ნათქვამია, პროცესი გამოაშკარავებულია… გადავწყვიტეთ, რომ ხვალ ისევ ამ სცენიდან მივმართოთ ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობას და ამ ბრძოლაში ჩართულ ადამინებს და ხვალიდან ჩვენ დავიძრათ კოლონით აბსოლუტურად თავაწეულმა და დიდი არგუმენტაციით, ...

Read More »

გოლეთიანი: ვაპირებთ, გადავინაცვლოთ ფილარმონიასთან და გადავკეტოთ სავალი გზა

რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან და გიზს სავალ ნაწილს გადაკეტავენ. “ვაპირებთ, გადავინაცვლოთ ფილარმონიასთან და გადავკეტოთ სავალი გზა”, – ეს განცხადება ვარლამ გოლეთიანმა რამდენიმე წუთის წინ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

Read More »

რა სარგებელს მოუტანს “ნამოხვანჰესის” პროექტი რიონის ხეობას – “ენკას” დირექტორი

“ნამოხვანჰესის” აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რის განხორციელებასაც კომპანია “ენკა” რიონის ხეობაში და მთლიანად იმერეთის რეგიონის მასშტაბით გეგმავს. მერაბ ლომინაძის განმარტებით, კომპანია სხვადასხვა მიმართულებით აპირებს პროექტებისა და სფეროების განვითარების ხელშეწყობას. “ნამახვანჰესის პროექტი ხეობას მრავალ სიკეთეს მოუტანს, პირველ ყოვლისა, საგანმანათლებლო პროექტებში ჩავერთვებით. დღეიდანვე ჩვენ განვახორციელებთ სტუდენტების დაფინანსების პროგრამას იმისათვის, რომ სამწლინახევრის, ოთხი წლის მერე, როდესაც ჰესი დაიწყებს ფუნქციონირებას, ...

Read More »

ენკას დირექტორი: მჯერა, რომ ნამახვანჰესი ნამდვილად აშენდება

არსებულ ვითარებას, რომელსაც ჩვენ დღეს თვალს ვადევნებთ, აქვს ერთადერთი გამოსავალი. ეს არის დისკუსია, საუბარი, საგნობრივი დისკუსია შესაბამისი არგუმენტებით და ცხადია, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით. ნამახვანჰესი არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის, მისი ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური სუვერენიტეტისთვის. მე მჯერა, რომ ეს ჰესი ნამდვილად აშენდება აღნიშნული განცხადება რუსთავი 2-ის ეთერში კომპანია ენკას დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ გააკეთა.

Read More »