ინფრასტრუქტურა

საქართველო, როგორც სატრანსპორტო დერეფანი

საქართველო, როგორც სატრანსპორტო დერეფანი

საქართველო ბოლო წლებში აზია-ევროპის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციას საკმაოდ წარმატებით ირგებს. ტრასეკას პროექტი, რომელიც 1993 წლის მაისში ბრიუსელში ევროგაერთიანების, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შეხვედრის შემდეგ იქცა რეალობად, ნავთობისა და ბუნებრივი აირების ტრანსკავკასიური მაგისტრალებით გაგრძელდა; ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელიც საქართველოს სატრანსპორტო ფუნქციას ახალ დატვირთვას აძლევს, ეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტია. იგი მთლიანად ჯდება საქართველოს ორიენტაციული არჩევანის კონტექსტში და, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ ...

Read More »
საქართველო „ელექტრონული აღმრიცხველის“ თანამედროვე სისტემაზე გადადის

საქართველო წყლის ელექტრონული აღმრიცხველის თანამედროვე სისტემაზე გადადის

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ინოვაციური პროექტის – ელექტრონული აღმრიცხველის დანერგვა დაიწყო. პირველი საპილოტე პროგრამა   ქალაქ მარნეულში ხორციელდება, რომლის მიხედვითაც, პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, მოხდება გახარჯული წყლის მიმდინარე ჩვენებების ბილინგის ბაზაში აღრიცხვა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა მარნეულის ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით, თავად აღრიცხა წყლის მაჩვენებელი და აბონენტებს თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. წარმოდგენილი ...

Read More »
მამუკა ბახტაძე: საქართველოს რკინიგზა გეოგრაფიულად ფართო არეალს ემსახურება

მამუკა ბახტაძე: საქართველოს რკინიგზა გეოგრაფიულად ფართო არეალს ემსახურება

გასულ კვირას თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართა, ფორუმზე სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი თემა, საქართველოს, როგორც სატრანზიტო-ლოგისტიკური ცენტრის ფუნქციის და როლის ამაღლება იყო. ამ სისტემაში უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ენიჭება საქართველოს რკინიგზას. რა შესაძლებლობები და პოტენციალი აქვს საქართველოს რკინიგზას ახალ რეალობაში, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე გვესაუბრა. რკინიგზა ქვეყნის ერთ–ერთი მთავარი საკვანძო ინფრასტრუქტურაა, როგორ იყენებს საქართველო ...

Read More »
რიკოთის გზა ფასიანი, ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში იქნება

გიორგი კვირიკაშვილი: რიკოთის გზა ფასიანი, ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში იქნება

ვიცე პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რიკოთზე ახალი გზა იმ შემთხვევაში იქნება ფასიანი, თუ ალტერნატიული, დღეს არსებული გზა დარჩება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ გზასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მისივე თქმით, ჯერჯერობით არის ორი სავარაუდო მოდელი და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. “ერთი მოდელი გახლავთ ის, რომ ჩვენ დონორებისგან მოვიზიდოთ შედარებით იაფი, სუვერენული დაფინანსება და ...

Read More »

ყაზახურმა მხარემ, ბათუმის ტერმინალის მმართველი კომპანიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

ყაზახურმა მხარემ ბათუმის ტერმინალის მართველი კომპანიის (Batumi Terminals Limited) ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საფონდო ბირჟა ავრცელებს. ყაზახურმა KazTransOil company-მა საკუთარი შვილობილი კომპანიის Batumi Terminals Limited–ის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული კომპანია ბათუმის ნავთობტერმინალის 100%-იანი წილის მფლობელია. კომპანიის ბორდმა გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება 14-15 ოქტომბერს მიიღო. Batumi Terminals Limited–ის ლიკვიდატორად კომპანია Anna Grigorieva & Co LLC დასახელდა. ბათუმის ტერმინალი 22,2 ჰექტარზეა განლაგებული. წყარო: trend.az

Read More »
ნოდარ ჯავახიშვილი: რიკოთის გზა შესაძლოა ფასიანი გახდეს

ნოდარ ჯავახიშვილი: რიკოთის გზა შესაძლოა ფასიანი გახდეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი რიკოთის უღელტეხილის საკითხის მოგვარებაა. მისი თქმით, საქართველო უნდა შეეცადოს, რომ ყურადღების ცენტრში მოქცევის გარდა, დააფიქსიროს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. „მოისმინეთ თქვენც, თუ რას ნიშნავს „აბრეშუმის გზის“ მონაწილე ნებისმიერი ქვეყნისთვის დღევანდელი შეხვედრა. ვფიქრობ, ეს ძალიან აქტიური საკითხია, განსაკუთრებით დღეს და უფრო მეტი იქნება ხვალ. საქართველო უნდა შეეცადოს, გარდა იმისა, რომ ...

Read More »
ჩინეთიდან თურქეთამდე საქართველოს გავლით პირველი მატარებელი თვის ბოლოს მივა

ჩინეთიდან თურქეთამდე საქართველოს გავლით პირველი მატარებელი თვის ბოლოს მივა

„საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჩინეთიდან თურქეთამდე პირველი მატარებელი საქართველოს გავლით მიმდინარე თვის ბოლოს მივა. ამის შესახებ ბახტაძემ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე პანელის „ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი ცდილობს, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დაასრულოს პროექტი, თუმცა, არის გარკვეული შეფერხებები, რომელიც გამოწვეულია გეოგრაფიული ბარიერებით. მისივე შეფასებით, აღნიშნული დერეფანი არის კარგი ტარიფების, დროისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ბახტაძის განცხადებით, ...

Read More »
საქართველოსა და თურქეთს შორის კიდევ ერთი საბაჟო პუნქტი გაიხსნება

საქართველოსა და თურქეთს შორის კიდევ ერთი საბაჟო პუნქტი გაიხსნება

“აბრეშუმის გზის” ფორუმის ფარგლებში გამოითქვა რამდენიმე ძალიან საინტერესო წინადადება, რომ სხვადასხვა ქვეყანამ საქართველოს გავლით გაცვალოს ტვირთები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა რუსთაველის თეატრში განუცხადა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება. “თქვენ იცით, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა გახლდათ ერთიანი გზა, ერთიანი სარტყელი, რომლის ფარგლებშიც დღეს ერთ-ერთი პირველი ღონისძიება იმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა ფორუმი, ...

Read More »
სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იწყება

სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოში ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი,  254 მილიონიანი, საგზაო პროექტის სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის განხორციელებას იწყებს სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 2) მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „სინოჰიდროსთან“ ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა დღემდე განხორციელებული საგზაო პროექტებიდან ყველაზე მაღალი ღირებულებისაა და მისი ბიუჯეტი 254 მილიონ ლარს შეადგენს. ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს ...

Read More »
თბილისს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აეროპორტი ექნება

თბილისს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აეროპორტი ექნება

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია იწყება. პროექტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს TAV-ის პრეზიდენტ სანი შენერთან და ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო. წარმატებული მოლაპარაკებები, რომლის შედეგად შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იქნება, – ასე შეაფასა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ინვესტორთან ხელშეკრულების განახლება და ეკონომიკის ყოფილ და მოქმედ ...

Read More »