ინფრასტრუქტურა

უკრაინა ენერგო ბაზრის განსავითარებლად ამერიკასთან მოლაპარაკებებს იწყებს

უკრაინამ აშშ-დან, ენერგოსისტემის აღსადგენად აღჭურვილობის პირველი ტვირთი მიიღო

ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღასადგენად, აშშ-დან უკრაინაში ტექნიკის პირველი ტვირთი ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა Twitter-ზედაწერა. „ამ დილით კიევსა და ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის გაზრდილი თავდასხმების ფონზე, მადლობელი ვართ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის. ენერგეტიკისთვის სასწრაფო დახმარების ტექნიკის პირველი ამერიკული ტვირთი უკვე ჩამოვიდა – უკრაინა გაიმარჯვებს”, – ნათქვამია წერილში.

Read More »

ლევან დავითაშვილი – ენერგოდამაკავშირებელი კაბელი, რომელიც შავი ზღვის ქვეშ გაივლის, არის 21-ე საუკუნის სტრატეგიული პროექტი, ეს შეცვლის საქართველოს როლს რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე

ეს პროექტი შეცვლის საქართველოს როლს რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე, ენერგეტიკის სექტორს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტზე ხელმოწერის შეფასებისას განაცხადა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის ევროკავშირთან ინტეგრაციის პოლიტიკის თანმიმდევრული გაგრძელება, რაც მისი თქმით, საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, ...

Read More »

ვიქტორ ორბანი – ვაპირებთ, ელექტროენერგიის ყველაზე გრძელი კაბელი ავაგოთ, ეს არის ინოვაცია

ჩვენ ვაპირებთ, ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ, ეს არის ინოვაცია, მე რომ ვიყო 30 წლით ახალგაზრდა, ვიტყოდი, რომ ეს არის ნამდვილი როკენროლი, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კლაუს იოჰანისმა კოტროჩენის სასახლეში განაცხადა, სადაც აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობები გააფორმებენ დოკუმენტს, რომელიც ეფუძნება ამ ქვეყნების ინტერესებს და უკავშირდება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. როგორც ვიქტორ ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: აზიის ენერგორესურსები საქართველოს გავლით ევროპას მიეწოდება

ირაკლი ღარიბაშვილი – ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის

ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციის და მედეგობის საჭიროება, ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით, ნავთობის ტრანზიტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით, 34 მილიონ 418,9 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს 7,4%-ით მეტია გასული წლის იანვარ-ნოემბრის ტრანზიტის მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ტრანსპორტირების 78,8% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით განხორციელდა. საანგარიშო პერიოდში BTC-ით 27 მილიონ 121 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. ეს 12,5%-ით მეტია 2021 წლის 11 თვესთან შედარებით. ამ პერიოდში BTC-ით ...

Read More »

უკრაინის რამდენიმე რეგიონი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

რუსი ოკუპანტების დღევანდელი იერიშის შედეგად, უკრაინის რამდენიმე რეგიონი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. „ხარკოვი გათიშულია“, – დაწერა ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა. მიკოლაევსა და მიკოლაევის რაიონში ელექტროენერგიის ავარიული გამორთვა მოქმედებს. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა დაწერა, “საჰაერო თავდაცვა მუშაობას აგრძელებს”. პოლტავის რეგიონის ქალაქ კრემენჩუგში ელექტროენერგიის არარსებობის გამო, არ მუშაობს ქალაქის გათბობის სისტემა. როგორც ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, დღევანდელი იერიშის შედეგად, ქვეყნის ...

Read More »

კანადამ „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის” გაზსადენზე სანქციები აღადგინა

კანადამ გაიწვია ნებართვა, რომლის თანახმადაც, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სიაში არ ხვდებოდა. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჟოლისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ჯონათან უილკინსონის განცხადებით, გარემოებები შეიცვალა და სანქციებისგან გათავისუფლება მიზნებს აღარ უპასუხებს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ გადაწყვეტილება უკრაინასთან, გერმანიასთან და ევროპის სხვა ქვეყნებთან მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე მიიღეს. სამშაბათს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ეს ...

Read More »

აფეთქების შედეგად, რუსეთში ციმბირის ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

ირკუტსკის ოლქში, ანგარსკის ნავთობქიმიური კომპანიის (ANHK) ტერიტორიაზე ხანძარს ორი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი დაშავებულია. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, იგორ კობზევმა თქვა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი 2500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩააქრეს. წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში აფეთქების მიზეზი ქარხნის სისტემების გაზით დაბინძურება გახდა. თუმცა, მაშველები აფეთქების შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთიანი გეოფიზიკური სამსახურის ბაიკალის ფილიალის სპეციალისტებმა მიწისძვრა ...

Read More »

სამხრეთის გაზის დერეფანი, ევროპის გაზმომარაგების ყველაზე სანდო მარშრუტი ხდება – თურქული კვლევითი ცენტრი

ევროპაში მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, კასპიის ზღვა, ნავთობისა და გაზის უზარმაზარი მარაგით, ევროკავშირისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის იმედის წყაროდ იქცა. Trend-ის ცნობით,ამის შესახებ ნათქვამია, თურქეთის ანალიტიკური ცენტრის ANKASAM-ის (ანკარას კრიზისული სიტუაციებისა და პოლიტიკის კვლევების ცენტრი) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. სტატიის ავტორის თქმით, რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო, Nord Stream-2 გაზსადენის მშენებლობის შეჩერების გამო, კასპიის პროექტები საკვანძო, გადამწყვეტი ხდება. ამ ფონზე, როოგრც სტატიაშია აღნიშნული, სამხრეთ ...

Read More »

ილჰამ ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტში დამატებით $100 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება და მისი გამტარუნარიანობა არსებული მილიონი ტონიდან ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ თურქმენბაშში, თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრისას განაცხადა.

Read More »