ინფრასტრუქტურა

“ნამახვანჰესის” კონტრაქტის შესაფასებლად მთავრობა $70800-ად საერთაშორისო კომპანიას დაიქირავებს

 „ნამახვანჰესის“ ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივი ასპექტების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას საერთაშორისო იურიდიული კომპანია შეაფასებს. ენერგეტიკის სფეროში მდიდარი გამოცდილების მქონე საერთაშორისო იურიდიული კომპანიის დასაქირავებლად 70800 აშშ დოლარია გათვალისწინებული. მომსახურების შესყიდვა გამარტივებული გზით მოხდება. შეფასება ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2021 წლის პირველ სექტემბრამდე მოხდება. „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების პროექტი, რომელიც უცხოური ინვესტიციებით (800 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია) ხორციელდება, ერთ-ერთი ...

Read More »

ერაყში, ელექტროსადგურზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ერაყში, ელექტროსადგურზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, – ინფორმაციას Reuters-ი Nasheer News-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ერაყის ელექტროენერგიის სამინისტრომ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ქალაქ სამარაში მდებარე „სალაჰ ალ-დინის“ ელექტროსადგური „კატიუშას“ ტიპის რაკეტებით დაბომბეს, რამაც გენერატორის ბლოკები სერიოზულად დააზიანა.

Read More »

“ხუდონჰესით ინვესტორი დაინტერესებული აღარ არის”

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ხუდონჰესთან დაკავშირებით ინდურ კომპანია “ტრანს ელექტრიკასთან“ შეთანხმება 2011 წელს დაიდო, თუმცა 10 წელია პროექტი ვერ განხორციელდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიასთან მიმდინარეობს შეთანხმება ხელშეკრულების მოშლაზე. “10 წელი გავიდა უკვე და ეს პროექტი ვერ განხორციელდა. აქ არის მიზეზების ნაკრები, მათ შორის პროექტის სირთულე. აქედან გამომდინარე ჩვენ 1 წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო კონსულტანტის დახმარებით მოველაპარაკოთ, ...

Read More »

შუახევი ჰესმა ქართველი ინჟინრების ახალი თობა გაზარდა – შოთა მელიქიძე, ინჟინერი

შოთა მელიქიძე პროფესიით მექანიკოსია. შუახევი ჰესზე 2015 წლიდან მუშაობს. მშენებლობის ეტაპზე მის საქმიანობას ტურბინების აწყობა წარმოადგენდა, დღეს მისი პასუხისმგებლობა მათი გამართულად ფუნქციონირებაა. შოთას სამუშაო დღე შუახევი ჰესის კემპზე იწყება. დილის საუზმეზე ინჟინრები ერთმანეთს ხვდებიან და შედგომ ერთად ინაცვლებენ ელექტროსადგურში სადაც დღის დაგეგმვა იწყება. ,,ელექტროსადგურში მისვლისთანავე, პირველი რასაც ვაკეთებ დაწყებული პირველი სართულიდან ბოლომდე დეტალურად ვამოწმებ გასული ღამის შემდგომ, რომ ყველაფერი რიგზეა. ...

Read More »

ნათია თურნავა: „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მედიაციის პროცესი ცივილიზებულად მიმდინარეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით, „ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მიმდინარე მედიაციის პროცესი ცივილიზებულად მიდის. „მედიაციის პროცესით დადასტურდა, რომ პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროპული ენერგეტიკული ქარტიის მედიატორის მოწვევის თაობაზე მართლაც სწორი გადაწყვეტილება იყო. პირველი ნაბიჯები დეესკალაციისთვის გადაიდგა, ჩვენც შევამცირეთ პოლიციის კონტინგენტი და რკინის ჯებირები ხეობაში“, – აცხადებს თურნავა. მისივე თქმით, ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დროს, სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი გზა

“იუსტიციის სამინისტროს შერჩეული კომპანია ნამახვანჰესის ხელშეკრულებას შეისწავლის”

იუსტიციის სამინისტროს შერჩეული კომპანია ნამახვანჰესის ხელშეკრულებას შეისწავლის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „იუსტიციის მინისტრს, ბატონ რატი ბრეგაძეს დავავალე და შესაბამისი კომპანიაც იქნა შერჩეული, რომელიც შეისწავლის ხელშეკრულების შესაბამისობას საერთაშორისო პრაქტიკასთან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ტრიბუნიდან მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება. „მიწის რეგისტრაციის პროცესი გრძელდება, ამ პროცესს ჩვენ დავაჩქარებთ და ...

Read More »

“ნამახვანჰესის” პროქტი განხორციელდება უკეთესი ფორმით

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით ახლა მედიაციის პროცესია და ეს პროექტი აუცილებელია განხორციელდეს, მაგრამ ეს იქნება უკეთესი ფორმით. “ნამახვანჰესი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვისა და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ახლა, რომ მედიაციის პროცესში ვიმყოფებით. მედიაციის პროცესს ევროკავშირის ენერგეტიკული ქარტიის წარმომადგენელი უძღვება და გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, აქედან გამომდინარე, ყველა ის ხარვეზი, თუკი რამე არსებობდა გარემოს ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: „ნამახვანჰესის“ პროექტი მე მემკვიდრეობით დამხვდა, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ პირობები უნდა გადაიხედოს

ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მე ღიად დავაფიქსირე, არ დამიმალავს, რომ ეს პროექტი მემკვიდრეობით დამხვდა და რა თქმა უნდა, მიუღებელია ის პირობები, თუნდაც 100 წელი და სხვა პირობები, რომლებიც იქ წერია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საუბარი ჰქონდა ინვესტორთან, დამფუძნებელთან და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. „ჩემი მოწვევით ...

Read More »

თურნავა: „რიონის ხეობის მცველებთან“ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას

მე მაინც ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში „რიონის ხეობის მცველებთან“ ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, კომპრომისი მოიძებნება, – ნამახვანჰესის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა გულწრფელი, პატრიოტი ადამიანია, რომლებიც აპროტესტებენ ისე, როგორც მიაჩნიათ სახელმწიფოსთვის სწორად. „მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გადმოსახედიდან პატრიოტიზმი სხვა რამესაც გულისხმობს, რომ ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანის სიტყვებით, „ენკას“ მანქანებს გადაადგილების უფლებას კვლავ არ მისცემენ

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები გეგმავენ, კვლავ არ მისცენ ჰესის მშენებელი კომპანიის მანქანებს ხეობის მიმართულებით გადაადგილების უფლება. „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, დღეს დილითაც სცადა მძიმე ტექნიკამ მოძრაობა სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, თუმცა აქტივისტებმა სატვირთო ავტომანქანებს ამის საშუალება არ მისცეს. იმისათვის, რომ დაიწყოს მედიაციის პროცესი, ჩვენი პირობები უნდა დაკმაყოფილდეს. პირობებს შორის კი ერთ-ერთია, შეჩერდეს მუშა პროცესი ხეობაში. ამიტომ ბუნებრივია, ვერ მივცემთ ...

Read More »