ინფრასტრუქტურა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ჩერნობილს საჰაერო-სადესანტო ძალები აკონტროლებენ

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რაიონს სრულად აკონტროლებენ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფები. ამის შესახებ, როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, დღეს, 25 თებერვალს, მოსკოვში განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა. მისი მტკიცებით, „რუსი მედესანტეების და ატომური ელექტროსადგურის დაცვის უკრაინული ბატალიონის სამხედროების ერთობლივი მოქმედება არის იმის გარანტია, რომ ნაციონალისტური ფორმირებები, ან სხვა ტერორისტული ორგანიზაციები ვერ შეძლებენ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამოყენებას ბირთვული პროვოკაციის ...

Read More »

რუსი სამხედროების მიერ ჩერნობილის სადგურის აღების შემდეგ იქ რადიაციის დონე გაიზარდა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში, რომელიც 24 თებერვალს საღამოს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს, რადიაციის დონის მატება შეინიშნება. ამის შესახებ vlasti.net იუწყება. ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების ინსპექცია ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, რადიაქტიური კონტროლის ავტომატიზებული სისტემა გამა-გამოსხივების სიმძლავრის მნიშვნელოვან ზრდას აფიქსირებს. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის ზონაში რუსი სამხედროები 24 თებერვალს შევიდნენ. მათ სადგურის პერსონალი მძევლად აიყვანეს.  

Read More »

რუსეთის სამხედროებმა ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს

რუ­სე­თის სამ­ხედ­რო­ებ­მა ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი და­ი­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ „უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­და“ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის მრჩე­ველ­ზე მი­ხა­ილ პო­დო­ლი­აკ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. “მძი­მე ბრძო­ლის შე­დე­გად, ჩვე­ნი კონ­ტრო­ლი ჩერ­ნო­ბი­ლის ობი­ექ­ტზე და­კარ­გუ­ლია. ყო­ფი­ლი ატო­მუ­რი სად­გუ­რის მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ბირ­თვუ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის შე­სა­ნა­ხი ობი­ექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა უც­ნო­ბია“ , – გა­ნა­ცხა­და პო­დო­ლი­აკ­მა.

Read More »

ლუკ კოფი: ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის მილსადენი მარილიანი წყლით უნდა გაივსოს

“ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, ლუკ კოფი პუტინის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება და წერს, რომ რუსეთს უმძიმესი ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესდეს. “პუტინი კიდევ ერთ ევროპულ ქვეყანას ანადგურებს. ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის მილსადენი მარილიანი წყლით უნდა გაივსოს. რუსეთს უმძიმესი ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესდეს”, – წერს ლუკ კოფი.

Read More »

აშშ-ის პრეზიდენტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის მწარმოებლებს სანქციებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სანქციებს უწესებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის მწარმოებლებს. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „დღეს დავავალე ჩემს ადმინისტრაციას, დააწესოს სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სა და მის კორპორატიულ პირებზე. ეს ნაბიჯები კიდევ ერთი ნაწილია ჩვენი პირვანდელი სანქციების ტრანშისა, უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ“, – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში. ვაშინგტონის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ გაკეთებული განცხადება, ...

Read More »

ვიტალი ბალა: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით გერმანიის გადაწყვეტილება კარგი სიგნალი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით გერმანიის გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კარგი სიგნალი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რათა დავიწყოთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში უკრაინელმა პოლიტოლოგმა, ვიტალი ბალამ განაცხადა. „ჩემი აზრით, პირველ რიგში უკრაინამ უნდა აჩვენოს ყველას, რომ მზად არის, დაიცვას საკუთარი თავი. მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ასპექტი: დიპლომატიური ურთიერთობები და ...

Read More »

ეკონომიკის ახალი მინისტრის დანიშვნას „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა გააქტიურება მოჰყვა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ „ნამოხვანჰესთან“ დაკავშირებით პასუხებს ითხოვს. მოძრაობის წევრებმა ეკონომიკის ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილს საჯაროდ მიმართეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ დრომდე კითხვებზე პასუხები არ აქვთ, ხელისუფლება კი დროის გაყვანას და პროცესისადმი საზოგადოების ინტერესის შემცირებას ცდილობს. თავის მხრივ მინისტრი მზადაა ფართო დისკუსიისათვის, თუმცა მხოლოდ პროფესიულ წრეებთან ერთად, რადგან ხეობელები ბოლო პერიოდში მხოლოდ ულტიმატუმის ენით საუბრობენ და არ იყენებენ დიალოგისთვის გახსნილ გზებს. მოძრაობა „რიონის ...

Read More »

დონეცკში სეპარატისტებმა ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს

უკრაინულ მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ასახულია, რომ ოკუპირებულ დონეცკში სეპარატისტებმა ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. ცნობისთვის, გუშინ ვლადიმირ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე. წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი” ცნო.

Read More »

კულება „ჩრდილოეთ ნაკადის“ შეჩერებას ეხმაურება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შეჩერების გადაწყვეტილებას „ტვიტერზე“ ეხმაურება. ის გერმანიის ნაბიჯს მორალურად და პოლიტიკურად სწორს უწოდებს. „მივესალმები გერმანიის ნაბიჯს Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ. ეს არის მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი არსებულ ვითარებაში. ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს რთულ გადაწყვეტილებებს რთულ დროს. გერმანიის ეს ნაბიჯი სწორედ ამას ადასტურებს“, – წერს კულება.

Read More »

დონბასის აღიარების საპასუხოდ გერმანიამ Nord Stream 2-ის სერტიფიკაცია შეაჩერა

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ უკვე მისცა შესაბამისი განკარგულება მთავრობას – შეჩერდეს რუსული გაზსადენის Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი. ოლაფ შოლცის თქმით, მას შემდეგ რაც რუსეთმა დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო, აუცილებელია მთელი პროცესის გადააზრება და ამ ვითარებაში გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი ვერ გაგრძელდება. ამასთანავე შოლცის თქმით, გერმანიამ ევროკავშირში პარტნიორებთან ერთად განიხილა სანქციების პაკეტები და მის შესახებ დღის ბოლომდე ერთობლივ ...

Read More »