ინფრასტრუქტურა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ

„ნამახვანჰესის“ შესახებ მედიაციის პირველ შეხვედრის შედეგი ცნობილია – ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელის დირკ ბუშლეს განცხადებით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება 3 პირობის შესრულებაზე შეთანხმდნენ. „​დღევანდელ შეხვედრაზე სამ ძირითად საკითხზე მოხდა შეთანხმება. 1) – ვაწარმოებთ რისკების შესწავლას, თუ გამოვლინდება რისკები, შევეცდებით ისინი აღმოვფხვრათ. 2) – როგორ არის შესაძლებელი რიონის ხეობაში სიტუაციის განმუხტვა – შევთანხმდით ბარიერების მოხსნაზე და ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

ენერგეტიკოსები ნამოხვანჰესზე პრემიერის უპრეცენდენტო გადაწვეტილებას აფასებენ – „დროულია, მაგრამ ადვილი არ იქნება“

ნამოხვანჰესზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მოგვიანებით ენერგეტიკოსებიც გამოეხმაურნენ. მათთვის მთავრობის მეთაურის პოზიცია მისაღებია, მაგრამ რამდენად მოხერხდება ყველა მხარისთვის მისაღები პირობების შეთანხმება, ძველი სათქმელია. ჰესი რომ უნდა აშენდეს, ეს უდავოა, მაგრამ ხელშეკრულების პირობების შეცვლა მარტივი არ იქნება. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით და პრინციპულად აღნიშნა, რომ ნამოხვანჰესის პრობლემა მემკვიდრეობით დახვდა. მას კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობა არ მოსწონს და ამ ფორმით პროექტის განხორციელება აღარ გაგრძელდება. „ნამოხვანის პრობლემა, ...

Read More »

ენკა: სამუშაოები არ შეჩერებულა, არ ვაპირებთ ნამოხვანჰესის პროექტის გაჩერებას და ქვეყნიდან გასვლას

ნამოხვანჰესის ინვესტორი კომპანია ენკა აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს კომპანიამ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, არ აპირებენ პროექტის გაჩერებას და ქვეყნიდან გასვლას. „სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია ენკამ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის „ნამახვანჰესის” გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას. ასევე, ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი: მზად ვართ ნებისმიერი გარემოსდაცვითი საკითხი კვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით განვიხილოთ

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი „ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს. მთავრობის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკების შედეგად მიღებული იქნება ჰიდროელექტროსადგურის ისეთი პროექტი, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს. „არსებობს ყველა შესაბამისი კვლევა, რომელიც ამ პროექტის უსაფრთხოებას უსვამს ხაზს. ასევე არსებობს ყველა შესაბამისი კვლევა იმისთვის, რომ გარემოზე ზემოქმედების რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. მზად ვართ ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი: მიმდინარეობს მოლაპარაკებები „ენკასთან” მიწის გასხვისების ვადის შემცირებაზე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესი” უნდა აშენდეს, ოღონდ ისე, რომ გამოირიცხოს ყველა კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, კომპანია „ენკასთან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხელშეკრულებაში მიწის გასხვისების ვადის შემცირებასთან დაკავშირებითაც, რაზეც პოზიტიური მოლოდინი არსებობს. „ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. მთავრობა დაინტერესებულია, რომ პროცესი გადავიდეს დიალოგის ფორმატში. საკითხები უნდა განიხილებოდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ვთვლით, რომ ...

Read More »

რიონის ხეობის მცველები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს ხვდებიან

რიონის ხეობის მცველები ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრაზე ისინი იმ პირობებს დაასახელებენ, რისი შესრულების გარეშეც მედიაციის პროცესში არ ჩაერთვებიან. შეხვედრას ესწრებიან სამინისტროების წარმომადგენლებიც. მოხდება პროექტში ჩართული მხარეების პოზიციათა დაფიქსირება და გამოიკვეთება ის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში დიალოგის გზით მოლაპარაკების მაგიდასთან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

Read More »

“12 ივნისიდან იწყება მედიაციის პროცესი „ნამახვანჰესზე“”

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 12 ივნისიდან იწყება მედიაციის პროცესი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით. „ხვალიდან იწყება უშუალოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან სხვადასხვა მხარის შეხვედრის პროცესი“, – განაცხადა ნათია თურნავამ 11 ივნისს, ბათუმის ტერმინალის გახსნისას. მინისტრის თანახმად, მედიაციაში ყველა მხარე იქნება ჩართული. „სამინისტრო იქნება ჩართული, ექსპერტები იქნებიან ჩართულები. ველოდებით, რომ „რიონის ხეობის მცველები“ იქნებიან ჩართულები“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. „ეს არის სრულიად ნორმალური პროცესი. იმიტომ, ...

Read More »

SOCAR–მა ყულევიდან მეთანოლის ექსპორტი განაახლა

ოთხთვიანი შესვენების შემდეგ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR), მაისის ბოლოს ყულევის პორტიდან მეთანოლის ახალი პარტია გაგზავნა. მიწოდების პაუზა გამოწვეული იყო Socar Methano-ის ქარხანაში (ბაქო) განხორციელებული სარემონტო სამუშაოებით, რომელიც 2020 წლის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე მიმდინარეობდა. 29 მაისს ხომალდი Caminero 3,5 ათასი ტონა მეთანოლის სპირტით დაიტვირთა, რომლის დანიშნულების ადგილიც “იალოვას” პორტია (თურქეთი). იანვარში SOCAR–მა ყულევიდან ორი ტანკერი მეთანოლი გაგზავნა, რომელთა საერთო მოცულობამ 11 ...

Read More »

„ენკა” ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი

ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია „ენკა” აცხადებს, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ კომპანიის მფლობელები, შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს. კომპანია ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი. „კომპანია მუდმივ კომუნიკაციაშია ყველა პარტნიორთან, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან და ყოველთვის გამოთქვამს მზაობას კონსტრუქციულ დიალოგზე, პროექტის სრულყოფის მიზნით. სწორედ ამიტომ, კომპანიის მფლობელები ყურადღებით აკვირდებიან ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. ისინი იმყოფებდონენ საქართველოშიც და შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს. კომპანია ადასტურებს, რომ ...

Read More »

“ინვერსტორთან ვმუშაობთ 99 წლით მიწის გადაცემის საკითხზე”

„ეს იმას ნიშნავს, რომ ნამახვანჰესი აშენდება მხოლოდ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით”, – ეს კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელშეკრულების იმ ნაწილზე, რომელიც მიწების გადაცემას ეხება. „ჩვენ ასევე ვმუშაობთ ინვერსტორთან იმისთვის, რომ სხვა პირობებზეც ვიმუშაოთ და გავაუმჯობესოთ. ეს პირველ რიგში ეხება ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც მიწით იჯარით ...

Read More »