ინფრასტრუქტურა

გერმანული მედიის ცნობით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე მეოთხე დაზიანება აღმოაჩინეს

გერმანული მედიის ცნობით, რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე მეოთხე დაზიანება აღმოაჩინეს. ახალი დაზიანების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია შვედეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა გაავრცელა. მათივე ცნობით, ორი დაზიანების ადგილი უშუალოდ შვედეთის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მდებარეობს. კიდევ ორი კი დანიის ეკონომიკურ ზონაში. შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანების ადგილთან წყლის ზედაპირზე წარმოქმნილი ბუნებრივი აირის ბუშტების დიამეტრი 200 მეტრია. რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორ განშტოებაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის ...

Read More »

შუახევი ჰესის მფლობელი კომპანია ქვეყნის უმსხვილეს ინვესტორთა ათეულშია

შუახევი ჰესის მფლობელი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“, “საქსტატის“ 2022 წლის II კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორების ათეულშია. მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში (იანვარი – ივლისი)  შუახევი ჰესმა 332 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 75%-ით აჭარბებს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთანავე, კომპანიამ წელს პირველად განახორციელა ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში. მისმა მთლიანმა მოცულობამ (მაისის, ივნისისა და ივლისის თვეებში) 115 მლნ კვტ/სთ შეადგინა. კომპანია ,,აჭარისწყალი ...

Read More »
თურქეთში გაზსადენი ააფეთქეს

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით მიკოლაევი დაბომბეს, დაზიანდა გაზსადენი

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით მიკოლაევი დაბომბეს. ამის შესახებ მიკოლაევის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა Telegram-ში დაწერა. მისი ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად, დაზიანდა ქალაქის სხვადასხვა უბანი, საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები. კიმის თქმით, იერიში განხორციელდა ს-300 ტიპის რაკეტებით. „დაზიანდა მრავალსართულიანი შენობები, გაზსადენი, წყალმომარაგების სისტემა, კინოთეატრისა და თეატრის ეზო, ადმინისტრაციული შენობები. ასევე, 01:21 საათზე, სარაკეტო თავდასხმის შედეგად საწყობში ხანძარი გაჩნდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ ...

Read More »

ლიეტუვამ პირველი ელემენტების პარკის მშენებლობა დაასრულა

ლიეტუვაში ენერგიის შემნახველი პირველი ელემენტების პარკის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული პარკი ქვეყნის ენერგოსისტემას მასში დაფიქსირებული ხარვეზის შემთვევაში უწყვეტად მოამარაგებს ელ-ენერგიით. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. „მშენებლობა დასრულებულია, ახლა ვაპირებთ მის გატესტვას“, – წერია ინფორმაციაში. ენერგიის შემნახველი ელემენტების პარკი საშუალებას მისცემს ქვეყანას ენერგომოხმარების უწყვეტობა უზრუნველყოს, ავარიული სიტუაციების შემთხვევაში. როგორც უწყება აღნიშნავს, ისინი ფაქტობრივად წამიერად ირთვებიან, მაშინ, როცა ახლანდელ სისტემებს ამისთვის ...

Read More »

რუსების მიერ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის მორიგი დაბომბვის შედეგად, ერთ-ერთი ენერგობლოკის საკომუნიკაციო მოწყობილობა დაზიანდა

“ტერორისტების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მორიგი დაბომბვის შედეგად, დაზიანდა მე-6 ენერგობლოკის საკომუნიკაციო მოწყობილობა, ატომური ელექტროსადგურის გამანაწილებელ მოწყობილობასთან ერთად“, – წერს უკრაინული მედია უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ოპერატორზე – „ენერგოატომის“ განცხადებაზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეწყვეტის შემდეგ, საწვავის გაგრილების ტუმბოების მუშაობის უზრუნველსაყოფად, საგანგებოდ ჩაირთო უსაფრთხოების სისტემების ორი დიზელის გენერატორი. „რუსები აგრძელებენ ბირთვული ტერორისტული აქტების ჩადენას უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე. მათ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების ყოფნაც კი ...

Read More »

ჩრდილოეთ გერმანიაში თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა იწყება

თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მშენებლობა ჩრდილოეთ გერმანიაში, ქალაქ ლუბმინთან, ამ კვირაში უნდა დაიწყოს. ამის შესახებ სამშენებლო კომპანია Deutsche ReGas GmbH & Co-მ განაცხადა. „სამშაბათს, 20 სექტემბერს, დაიწყება პირველი სრულად კერძო დაფინანსებული FSRU1 Deutsche Ostsee თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მშენებლობა, რომელიც დაპროექტებულია Deutsche ReGas–ის მიერ Lubmin–დან“, – ნათქვამია პრესრელიზში. სამშენებლო სამუშაოები მიზნად ისახავს, ლუბმინის ინდუსტრიული პორტის მოდერნიზებას განსაკუთრებით დიდი გემებისთვის და მის ...

Read More »

„ჩრდილოეთ ნაკადი-2“ აღარასოდეს ამოქმედდება – გერმანელი მაღალჩინოსანი

გერმანიის ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის პრემიერ–მინისტრმა შტეფან ვაილმა განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არასოდეს ამოქმედდება. „ნდობა იმდენად ფუნდამენტურად არის დაკარგული, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა აღარასდროს გააკეთებს გათვლას რუსულ ენერგომატარებლებზე“, – განაცხადა ვაილმა სააგენტო DPA–სთან ინტერვიუში. მისივე თქმით, გერმანია–რუსეთის პარტნიორობა ენერგეტიკის სფეროში უკვე შეუძლებელია.

Read More »

რუსეთმა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიული ზონა დაბობმბა

უკრაინულმა სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომმა“ რუსეთი სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაში დაადანაშაულა. აღნიშნული შესახებ კომპანიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „დღეს, 2022 წლის 19 სექტემბერს, 00:20 საათზე, რუსეთის არმიამ რაკეტები ესროლა სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის ინდუსტრიულ ზონას. ძლიერი აფეთქება სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებიდან სულ რაღაც 300 მეტრში მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში. „ენერგოატომში“ აღნიშნავენ, რომ დარტყმის ტალღამ ატომური ელექტროსადგურის შენობები დააზიანა, ჩაიმტვრა 100-ზე მეტი ფანჯარა. ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

თურქეთი, რუსეთ-პაკისტანის გაზსადენის მშენებლობაში ჩერთვება

ისლამაბადი და ანკარა შეთანხმდნენ, რომ რუსეთიდან პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მიმართულებით, გაზსადენის მშენებლობის საკითხზე ითანამშრომლებენ. კერძოდ, თურქეთი, რუსეთ-პაკისტანის გაზსადენის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას. შეთანხმება პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის, სამარყანდში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრისას შედგა. მედიის ცნობით, ლიდერებმა „შეთანხმებას ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისა და ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის გაზის მიწოდებაზეც მიაღწიეს“.

Read More »

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური კვლავ უკრაინის ენერგოსისტემასთან არის მიერთებული

ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგური კვლავ იღებს ელექტროენერგიას პირდაპირ უკრაინის ელექტრო ქსელიდან. ამის შესახებ შაბათს, 17 სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა. სააგენტოს თქმით, ინჟინერებმა ოთხი ძირითადი ელექტროგადამცემი ხაზიდან ერთ-ერთი შეაკეთეს, რომელიც ატომურ ელექტროსადგურს კიევის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიასთან აკავშირებს. დარჩენილი სამი ძირითადი ხაზი კი ისევ დაზიანებულია. “ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი ცივ გამორთვაშია, მაგრამ მათ მაინც სჭირდებათ ...

Read More »