ინფრასტრუქტურა

“”ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის ჩაშვება კიდევ 6 თვე არ მოხდება

გერმანიის ელჩმა უკრაინაში, ანკა ფელდგიუსენმა განაცხადა, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” ჩაშვება მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში არ იგეგმება. „თუ კარგად დააკვირდებით, საუბარია მხოლოდ ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებზე. ეს არც ისე ადვილია, როგორც ჩვენ გვგონია, რადგან გაზის საბადო რუსეთშია და არა უკრაინაში, გადამცემი პუნქტი კი თქვენს აღმოსავლეთ საზღვარზე… წინადადება საინტერესოა. მით უფრო იმის გამო, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2” მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში ...

Read More »

თელავის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მიმდებარედ, მდინარე ლოპოტას ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. ისინი ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, შპს „ართანა-ლოპოტას“ წარმომადგნელებმა ხეობაში ერთი ტრაქტორი და დამხმარე ნაგებობების ასაგებად რკინის კონსტრუქციები მიიტანეს, რაც მათი განცხადებით, ჰესის მშენებლობის დაწყებას ნიშნავს. კომპანიის პროექტის მენეჯერი აცხადებს, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან გააჩნია მშენებლობის ნებართვა და მშენებლობას იწყებს. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ კომპანია „ართანა-ლოპოტა“ თვითნებურად, ...

Read More »

ჩინეთში ბირთვული რეაქტორი შენდება

ჩინური მედიის ინფორმაციით, ქვეყანა ძლიერ ბირთვულ რეაქტორს ავითარებს, რომელსაც პლანეტათაშორისი მისიებისთვის გამოიყენებენ. კოსმოსის შესასწავლად ბირთვულ რეაქტორებს რამდენიმე ქვეყანა უკვე ფლობს, მათ შორის, შეერთებული შტატები და რუსეთი. ჩინური მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყანა 1-მგვტ კლასის პროექტს ტესტავს. ბირთვული რეაქტორის ტექნიკური პროექტი უკვე დასრულებულია. მანამდე NASA-მ გამოაცხადა კონკურსი 10 კილოვატიანი კლასის რეაქტორის შესაქმნელად, ჩინური რეაქტორი მასზე 100-ჯერ უფრო ძლიერი იქნება. წყარო: report.ge

Read More »

ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა

„ენგური ატრაქცია“-ს მიერ დაიწყო პროექტის „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი – მსოფლიო დონის ატრაქცია“ ეტაპობრივი განხორციელება. პროექტის პირველ ეტაპზე დაგეგმილი ქართული ინჟინრული აზრის გამორჩეულ ნაგებობაზე, ენგურჰესის კაშხალზე – პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა. ტურისტულ მარშრუტზე, რომელსაც პროფესიონალი გიდი გაუძღვება, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მოინახულონ თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები, რომლებიც აქამდე დამთვალიერებლისთვის მიუწვდომელი იყო. ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათს შეადგენს, რა დროსაც, სტუმრებს ...

Read More »

აფხაზეთის წლიური მოხმარება უკვე იმხელაა, რომ მხოლოდ ორი მესამედით შეგვიძლია მოვამარაგოთ, მესამედი კი უნდა შეავსოს რუსეთიდან იმპორტით

ენგურჰესის ტექნიკური დირექტორი გია ხუბუა “ენერგოპლატფორმასთან” წყლის მარაგებთან დაკავშირებულ არასახარბიელო მდგომარეობაზე საუბრობს. “ენგურჰესის (ჯვარის) წყალსაცავი თავის დროზე ზამთარში ქვეყნის ელ.ენერგიით მომარაგებისთვის შეიქმნა, მაგრამ წელს საშემოდგომო მარაგად იქცა და, შესაძლოა, ასეც გაგრძელდეს უახლოეს წლებში. წყლის ინტენსიური ხარჯვის გამო წყალსაცავში დონე უკვე ჩამოცდა იმ ნიშნულს, რომლის ქვემოთ მხოლოდ ავარიული მარაგია. ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, სხვანაირად ქართული მხარე ვერ მიიღებდა კუთვნილ წილს. რა ...

Read More »

რუსული Sberbank თურქეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისთვის 800 მლნ დოლარის კრედიტს გასცემს

რუსეთის უმსხვილესი კრედიტორი, Sberbank თურქეთის მერსინის პროვინციაში მდებარე აკუიუში პირველი ატომური ელექტროსადგურის (NPP) მშენებლობისთვის 800 მლნ დოლარის კრედიტს გასცემს. ბანკის განცხადებას სააგენტო Anadolu ავრცელებს. Sberbank-ის განცხადედბაში ნათქვამია, რომ შვიდწლიანი სესხი საპროექტო კომპანია Akkuyu Nuclear JSC-ს გადაეცემა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ატომური ენერგიის კორპორაცია Rosatom-ის შვილობილი კომპანიაა. „800 მლნ დოლარის ღირებულების ახალი საკრედიტო ხაზი, რომელიც წელს გავხსენით, Sberbank-ს საშუალებას აძლევს, წამყვანი პოზიცია ...

Read More »

კონგრესმენები მაკქოლი და კაპტური “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობაზე საუბრობენ

წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკქოლი და კონგრესის უკრაინის ჯგუფის თანათავმჯდომარე მერსი კაპტური რუსული მილსადენის “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. ისინი გერმანიის ტერიტორიაზე სამუშაოდ პროექტის განმახორციელებლის მიერ ახალი კომპანიის შექმნას და გერმანიის მარეგულირებლის მიერ მილსადენის სერტიფიცირების პროცესის შეჩერებას ეხმაურებიან. კონგრესმენები მაკქოლი და კაპტური “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების თაობაზე საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების ავტორებიც კი ...

Read More »

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანიდან 174 მილიონი ბარელი ნავთობი ტრანსპორტირდა

მიმდინარე წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორმა Botas International Limited (BIL) ჯეიჰანის ტერმინალიდან 174,220 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გაგზავნა. მოცემული პერიოდისთვის ჯეიჰანის პორტიდან 4901 ტანკერი, მთლიანობაში 3 მილიარდ 745,2 მილიონი ბარელი ნავთობით არის გადაზიდული. SOCAR–მა ადრე განაცხადა, რომ ის ცდილობს გაზარდოს ნავთობის მიწოდება მთავარი საექსპორტო მილსადენით, რუსეთიდან და თურქმენეთიდან მომწოდებლების მოზიდვით. შეგახსენებთ, რომ BTC Co–ს აქციონერები არიან:  bp (30.10%); AzBTC (25.00%); MOL (8.90%); Equinor ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანში ნავთობსადენი აფეთქდა

ირანის სამხრეთ ნაწილში ნავთობსადენი აფეთქდა, – ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურა გახდა. „შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – განაცხადა ნავთობით მდიდარი ხუზისტანის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ბიძგები იგრძნობოდა.

Read More »
ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის ტრანზიტი 46%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 28,433,000,000 კუბური მეტრიბუნებრივი აირი გადატვირთეს, რაც  20,4%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, ქვეყნის მაგისტრალური გაზსადენებით სატუმბი გაზის საერთო მოცულობაში, 50,5% მოდის ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენზე (სამხრეთ კავკასიის გაზსადენი). საანგარიშო პერიოდში აღნიშნული მილსადენით 14 365 000 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნა ტრანსპორტირებული, რაც 45,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Read More »