ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ზაპორიჟიეს ტერიტორიის დაბომბვა. ამის შესახებ მან Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა. „რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში და უკრაინის მხარეს გადასცეს ყველა ატომური ელექტროსადგური უკრაინაში”, – წერს ესტონელი დიპლომატი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 6 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა გაანხორციელეს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურსა და ამავე ოლქის ქალაქ ენერჰოდარზე.
Read More »