ინფრასტრუქტურა

„ნამახვანჰესის“ მიმდებარედ დამატებითი ბარიერები მოიხსნება და სამართალდამცველების რაოდენობა შემცირდება

საქართველოს მთავრობა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს. ასევე, „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან ...

Read More »

“23 მაისს ვიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში”

“რიონის ხეობის მცველების” თქმით, “ნამახვანჰესის” გარშემო მთავრობის მიერ 24 აპრილს გავრცელებული განცხადება მიუთითებს, რომ ის არ აკმაყოფილებს აქტივისტთა მოთხოვნებს. მათი თქმით, დღეს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები სხვადასხვა ქალაქში აქციებს გეგმავენ, 23 მაისს კი თბილისში გადაინაცვლებენ. “დღეს, 16:00 საათისთვის იგეგმება სხვადასხვა ქალაქში აქციები. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს და თბილისში აქციის გადატანას, ვაანონსებთ უკვე თარიღს… მოვემზადებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. აქაც[რიონის ხეობაშიც] გაგრძელდება ...

Read More »

“ნამახვანი ჰესის“ პროექტის ფარგლებში კომპანია, ქონების გადასახადის სახით, დაახლოებით, 120 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის

“ნამახვანი ჰესის“ პროექტის ფარგლებში კომპანია, მხოლოდ ქონების გადასახადის სახით, ოპერირების განმავლობაში დაახლოებით 120 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის” – ამის შესახებ ინფორმაციას ვებ-პლატფორმა “ენერგომომავალი” ავრცელებს. ელშეკრულების თანახმად, ინვესტორი გათავისუფლებულია ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, რომლებიც გამოიყენება გზების მშენებლობისათვის. გზა წარმოადგენს საერთო სარგებლობის სიკეთეს, რომელიც მშენებლობის დასრულებისთანავე უსასყიდლოდ დაუბრუნდება სახელმწიფოს. ყველა სხვა შემთხვევაში ინვესტორი იხდის კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.

Read More »

“ის კვლევები, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ „ნამახვანჰესის” პროექტი იმ ფორმით, როგორც იგეგმებოდა”

ის კვლევები, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ „ნამახვანჰესის” პროექტი იმ ფორმით, როგორც იგეგმებოდა,- ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. როგორც ლომინაძე განმარტავს, „ნამახვანჰესის” საკითხზე, სრული მზადყოფნაა კომპეტენტურ გუნდთან და ექსპერტების ჩართულობით, მომზადებული დასკვნები გადაიხედოს. „იმედი მაქვს, რომ ის ხალხი ვინც ვსაუბრობთ ერთ ენაზე, ერთი დღის წესრიგით, რომელიც, არის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, გამოვნახავთ საერთო ენას. ...

Read More »

“„ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შექმნა ხელისუფლების დამოუკიდებელი ინიციატივაა”

„ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შექმნა ხელისუფლების დამოუკიდებელი ინიციატივაა, – ამის შესახებ „მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. გოლეთიანის განცხადებით, მისთვის გაურკვეველია და არ აქვს ინფორმაცია დეტალებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნებიან საბჭოს წევრები, რომელი ექსპერტები ჩაერთვებიან და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ კონკრეტულ ადამიანებთან კომუნიკაცია აქციის მონაწილეების გარეშე დაამყარა. „ეს არის დამოუკიდებელი ინიციატივა ხელისუფლებისგან და ჩვენ გამჭირვალობის პრობლემას ვხედავთ, რადგან თვითონ ...

Read More »

ზვიად შალამბერიძე: დანარჩენი ბარიერების მოხსნაც იგეგმება სიტუაციის შესაბამისად

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სოფელ გუმათის გზაზე დარჩენილი ბარიერების მოხსნა “სიტუაციის შესაბამისად” იგეგმება. რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებისა, რომლებიც მეორე კვირაა, ადგილზე არიან შეკრებილნი. “ბარიერების აღება მოხდა, ნაწილის. იცით, რომ გუშინ საპოლიციო ძალების განახევრება მოხდა. დანარჩენი ბარიერების მოხსნაც იგეგმება თავისთავად, სიტუაციის შესაბამისად. ეს არის პირველი, პატარა ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით.დიალოგს და ...

Read More »

“ნახევრად კედლის აღება არაფერს ცვლის, ჩვენ ვითხოვთ გადაადგილების უფლებას”

გუმათჰესთან პოლიციამ რკინის კედელი გზის სავალი ნაწილიდან აიღო, თუმცა გზაზე ჯებირები მაინც რჩება, გადაადგილება კვლავ შეზღუდულია. მოძრაობა – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი  ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ნახევრად აღებული რკინის კონსტრუქციები არაფერს ნიშნავს. „ნახევრად კედლის აღება ბუნებრივია არ ცვლის არაფერს ჩვენთვის. ჩვენ ვითხოვთ გადაადგილების უფლებას და ნამახვანში, ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილას დაბრუნებას. ვიდრე გადაადგილების უფლება არ მოგვეცემა ნახევრად აღებული კედელი ჩვენთვის ...

Read More »

“„ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორისთვის მიწის 99 წლით გადაცემა თავის დროზე იყო სატენდერო პირობა”

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა, რომელზეც პროექტის მოწინააღმდეგეები საუბრობენ, არის ინვესტორისთვის მიწის გადაცემა, რაზეც განმარტებები არაერთხელ გაკეთდა და კიდევ გაკეთდება. როგორც ნათია თურნავამ ექსპერტთა ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოში პრაქტიკულად, ყველა ელექტროსადგური, გარდა „ენგურჰესისა“ არის კერძო, სადაც ინვესტორი ფლობს კანონიერად მიწას და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. „ასევე კიდევ ერთხელ განვმარტავ სარგებლობის კონტრაქტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ...

Read More »

“მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის გასხვისება კერძო პირზე, თუნდაც ის ქართველი იყოს”

იწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც  დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში. „ხაზგასმით მინდა, ვთქვა, ...

Read More »

სოფელ გუმათში რკინის კედლის ერთი ნაწილი აიღეს

სოფელ გუმათში რკინის კედლის ერღი ნაწილი აიღეს. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები და მოძრაობა კვლავ შეზღუდულია. ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით ისევ რჩება რკინის ჯებირები. საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, მათი სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი სწორედ ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. რაც შეეხება კიდევ ორ მოთხოვნას, ეს არის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება და პროტესტის ნამოხვანში გაგრძელება. აქციის ორგანიზატორები ექსპერთა საბჭოს შექმნის ინიციატივასაც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ვიდრე მათ ...

Read More »