„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ ზარათიდან სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი საავტომობილო გზა ლოდებით გადაკეტეს და ადგილზე ავტომობილებს აღარ ატარებენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, პოლიციამ ადგილზე კონტროლი გაამკაცრა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გარეშე მოქალაქეებს აღარ ატარებს. როგორც ადგილზე ამბობენ, სწორედ ეს გახდა პროტესტის მიზეზი და აქტივისტები მოსახლეობისა და სამართალდამცველების მანქანებს აღარ ატარებენ. ადგილზე იმყოფებოდა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი. მისი თქმით, ხელისუფლება და საპოლიციო ძალები ადგილზე სიტუაციას ხელოვნურად ძაბავენ. ...
Read More »