ინფრასტრუქტურა

„საქნახშირი“ – მაღაროს სამი დღით გაჩერების გადაწყვეტილებას მივიღებთ, კომისიის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება სამუშაოები

„საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, მიხაილ სოცკის განცხადებით, ტყიბულის მაღაროში მომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად კომისია მუშაობს. მიხაილ სოცკის თქმით, მაღარო ამ ეტაპზე მუშაობას სამი დღით შეაჩერებს და კომისიის მუშაობის შედეგებს დაელოდებიან. „ეს საშინელი მოვლენაა. ვცდილობთ, გავერკვეთ ამ ვითარებაში. გუშინდელიდან მუშაობს კომისია, რომელიც ადგენს ავარიის მიზეზებს. 20 წუთში გაიმართება საკონსულტაციო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა. ჯერჯერობით, მივიღებთ მაღაროს 3-დღიანი გაჩერების გადაწყვეტილებას. შემდეგ უკვე კომისიის ...

Read More »

გერმანიის რეგულატორი Nord Stream 2-ის ამუშავებას მინიმუმ 6 თვე გამორიცხავს

გერმანიის ფედერაციული ქსელური სააგენტოს ხელმძღვანელმა იოხენ ხომანმა გაზპრომის მილსადენის, Nord Stream 2-ის სერტიფიცირების საკითხზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ Frankfurter Allgemeine Zeitung ავრცელებს. ხომანის თქმით, გაზსადენის სერტიფიცირება როგორც მინიმუმ წლის პირველ ნახევარში გამორიცხულია. გაზსადენის სერტიფიცირებისთვის აუცილებელ წინაპირობას გერმანიაში შვილობილი იურიდიული პირის დაფუძნება წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, ხომანის თქმით, ახალი კომპანიის შესახებ მონაცემები შეტანილია გერმანიის რეესტრში, თუმცა გერმანული მხარე მომდევნო ნაბიჯებს ელის. რუსული გაზსადენის ...

Read More »

Shell-ის „ნაშირბადის დამჭერი“ ობიექტი ემისიების ახალი წყარო გახდა

ერთ-ერთი ობიექტი იმ მცირე სიიდან, რომელიც ემისიების შესამცირებლად „ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის“ (CCS) ტექნოლოგიას იყენებს, აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტ სათბურის აირებს გამოყოფს, ვიდრე რეალურად იჭერს. კანადაში მდებარე Quest-ის ქარხანა, რომელიც ნავთობის გიგანტ Shell-ს ეკუთვნის, CCS-ის ტექნოლოგიის წარმატებულ პროექტად ითვლებოდა. Global Witness-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თუ 2015 წლიდან ქარხანამ ატმოსფეროში 5 მილიონი ტონის მოცულობის ნახშირორჟანგის ემისიის გაშვება შეაჩერა, სამაგიეროდ, ...

Read More »
ნავთობის დაბალი ფასები TAP-ის პროექტის განხორციელებაზე არ იმოქმედებს

ევროპა TAP-ით გაზის მიღებას ჩქარობს

ევროპის კავშირის ენერგეტიკის კომისარი კადრი სიმსონი გეგმავს სთხოვოს აზერბაიჯანს ექსტრემალურ სიტუაციებში ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ, რადგან ჩქარობს საგანგებო გეგმის შემუშავებას იმ შემთხვევისათვის, თუ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საფრთხის ქვეშ დააყენებს ენერგომომრაგებას. იგი მომავალ პარასკევს ჩავა ბაქოში და გამართავს მოლაპარკებებს შესაბამის პირებთან. ბუნებრივი აირის მიწოდება უნდა განხორციელდეს ტრანს-ადრიატიკული მილსადენით (TAP), რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით განახორციელებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ...

Read More »

ვიქტორია ნულანდი – პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გაჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გაჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო და მკაფიო მოლაპარაკებებს ჩვენს გერმანელ მოკავშირეებთან. მინდა, დღეს გითხრათ გითხრათ – თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ წინ არ წაიწევს“, – განაცხადა ნულანდმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, აშშ და მათი მოკავშირეების პოზიცია ერთიანია – გასცენ სწრაფი და მტკიცე ...

Read More »

გაზსადენის სერტიფიცირების მიზნით Nord Stream 2 AG-მა გერმანული შვილობილი კომპანია დააარსა

Nord Stream 2 გაზსადენის ოპერატორმა Nord Stream 2 AG-მ გერმანული შვილობილი კომპანია Gas for Europe GmbH დააარსა. აღნიშნულის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ. „ახალი კომპანია გახდება გერმანიის ტერიტორიულ წყლებში მდებარე Nord Stream 2 გაზსადენის 54 კილომეტრიანი მონაკვეთის მფლობელი და ოპერატორი, როგორც სატრანსპორტო სისტემის დამოუკიდებელი ოპერატორი ქალაქ ლუბმინში. აღნიშნული სრულ შესაბამისობაშია გერმანიის ენერგეტიკის აქტთან (Energiewirtschaftsgesetz (EnWG)),” ნათქვამია განცხადებაში. კომპანიამ გაიხსენა, რომ გასული ...

Read More »

“სამი ხეობის კაშხალმა” 2021 წელს 103,6 მილიარდ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა

China Three Gorges იუწყება, რომ მისმა 22,5 გიგავატი სიმძლავრის “სამი ხეობის კაშხალმა” 2021 წელს 103,649 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რითაც კვლავ გადალახა 100 მილიარდ კვტ/სთ-იანი ზღვარი. მიღებული სუფთა ელექტროენერგიის აღნიშნული მოცულობა ექვივალენტია 31,758 მილიონი ტონა ნახშირის მომხმარების შემცირებისა, ასევე, 86,858 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის, 19,400 ტონა გოგირდის დიოქსიდის და 20,200 ტონა აზოტის ოქსიდების ემისიების შემცირებისა. მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგური, მდებარეობს ჩინეთში, მდინარე იანძიზე, ქალაქ სანდოუპინის სიახლოვეს ...

Read More »

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ამოქმედება შესაძლოა რუსეთის უკრაინაში გადადგმულმა ნაბიჯებმა გადაწყვიტოს

განცხადებები იმის შესახებ, რომ დასავლეთი რუსეთს მაღალ ფასს გადაახდევინებს უკრაინაში ხელმეორე შეჭრის შემთხვევაში, ბოლო პერიოდში ამერიკის ადმინისტრაციის და კონგრესის მხრიდან ხშირად ისმის. მსგავსი განცხადებები კეთდება ნატოს მოკავშირეებისგანაც. ერთ-ერთი თემა, რომელზეც ნატოს ორი გავლენიან მოკავშრე – შეერთებული შტატები და გერმანია – ერთმანეთს საჯაროდ ეწინააღმდეგებიან, რუსული “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ია. მილსადენთან დაკავშირებით, ამერიკის სენატშიც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი მილსადენზე მკაცრი სანქციების ...

Read More »

თალიბანი თურქმენული გაზის მიწოდებით ყოველწლიურად 500 მილიონ დოლარს მიიღებს

ბუნებრივი აირის მილსადენის TAPI (Turkmenistan–Afghanistan–Pakistan–India) აშენების პროექტში დარჩენილი იყო შვიდი შეთანხმების გაფორმება. სულ პროექტი ითვალისწინებდა 16 შეთანხმების დადებას, აქედან 9 – გააფორმა ავღანეთის წინა ხელისუფლებამ. დარჩენილ შეთანხმებებს უახლოეს დროში გააფორმებს „თალიბანი“;  ის პროექტის რეალიზაციისთვის მიიღებს საერთაშორისო საფინანსო დახმარებას. ამის შესახებ იტყობინება ავღანური ტელეარხი Tolo News, რადიკალური თალიბანის მიერ შექმნილი დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით, რომელმაც ავღანეთში ძალაუფლება დაიპყრო (აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში). პროექტში ...

Read More »

უკრაინა, ევროკავშირთან ერთად, Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინა, ევროკავშირთან ერთად, Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკომ განაცხადა. “გადაწყდა, რომ უკრაინა მოწვეული იქნება Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესზე, როდესაც აღნიშნული საკითხი ევროკომისიამდე მიაღწევს. ეს არის ოფიციალური პოზიცია, რომელიც დღეს მოვისმინეთ, რისთვისაც დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს”, – განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ ამჟამად გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი, რომელიც 2021 წლის ...

Read More »