ინფრასტრუქტურა

ირანი ბირთვული კვლევებისთვის ახალი რეაქტორის აშენებას გეგმავს

ირანი ბირთვული კვლევებისთვის ახალი რეაქტორის აგებას გეგმავს, რომლის მშენებლობაც უახლოეს კვირებში დაიწყება. „ეს მთლიანად საშინაო მოხმარების პროექტია, რომელიც ირანში ბირთვული ენერგიის კვლევას, შეფასებას და წარმოებას დაეხმარება“, – განაცხადა ირანის ატომური ენერგეტიკის სააგენტო ხელმძღვანელმა და ირანის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამად ესლამიმ. ესლამის განცხადებით, ბირთვული კვლევის ახალი ობიექტების მშენებლობას ირანის სამხრეთში გეგმავენ. თეირანში აცხადებენ, რომ ურანის 60 პროცენტიან ნიშნულამდე გამდიდრებას უკვე მიაღწიეს. ბირთვული იარაღის წარმოებისთვის ...

Read More »
ტანაპ

TANAP-ის სიმძლავრე შესაძლოა გაორმაგდეს

TANAP-ის გაზსადენის სიმძლავრე, რომლითაც აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება ხორციელდება საქართველოსა და თურქეთის გავლით, შესაძლოა გაორმაგდეს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიხ დონმეზმა TRT Haber–თან ინტერვიუში განაცხადა. ურთიერთგაგების მემორანდუმის კომენტირებისას, რომელიც აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა გააფორმეს ევროპაში მეტი აზერბაიჯანული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, მინისტრმა თქვა: „TANAP-ის სიმძლავრე შესაძლოა გაორმაგდეს. ყოველწლიური მოცულობა 16 მილიარდიდან 31–32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება“. მისივე თქმით, ამისათვის ინვესტიციები იქნება საჭირო, ...

Read More »

უკრაინა რუსეთს ზაპორიჟიეს ატომური სადგურის ციხესიმაგრედ გამოყენებაში ადანაშაულებს

უკრაინის ქალაქ ენერგოდარის მერმა, დმიტრო ორლოვმა რუსი ჯარისკაცები ზაპაროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ციხესიმაგრედ გამოყენებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ CNN-ი წერს. „ოკუპანტებმა დაიწყეს მძიმე იარაღის გამოყენება ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, საცხოვრებელ ადგილებში. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ბოლო კვირაა. ოკუპანტები მდინარის მოპირდაპირე სანაპიროზე, ქალაქ ნიკოპოლს ბომბავენ. მათ კარგად იციან, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ უპასუხებენ ამ თავდასხმებს, რადგან ამან შეიძლება ატომური ელექტროსადგური დააზიანოს. ამიტომ, ოკუპანტები ზაპაროჟიეს ატომურ ...

Read More »
Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

ავსტრიამ „გაზპრომს“ ქვეყანაში ყველაზე დიდი გაზსაცავის მართვის უფლება ჩამოართვა

ავსტრიის უმსხვილესმა ოპერატორმა RAG Austria AG-მა რუსულ „გაზპრომს“, ქვეყანაში ყველაზე მსხვილი გაზსაცავის მართვის უფლება საბოლოოდ ჩამოართვა. ავსტრიის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ბუნებრივი გაზის დეფიციტის გამო მიიღო. ავსტრიის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში გაზის დეფიციტის დროს, ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა გაზსაცავების მართვა ადგილობრივ ოპერატორებს გადასცეს. ამასთან, „გაზპრომის“ მიერ ობიექტის მართვისას, გაზსაცავი ცარიელი იყო. ავსტრიის უმსხვილესი ოპერატორის მართვაში გადასვლის შემდეგ, გაზსაცავის შევსება 1-ელი აგვისტოდან დაიწყება. 11 ივლისიდან ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი – თურქული „სილივრის“ გაზსაცავი ევროპაში უმსხვილესი გახდება

თურქული „სილივრის“ გაზსაცავი ევროპაში უმსხვილესი გახდება. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა. დღესდღეობით, „სილივრის“ საცავში 3.2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის აკუმულირება არის შესაძლებელი, თუმცა მინისტრის თქმით, მალე ეს მოცულობა 4.6 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, ასევე დღე-ღამეში 28 მილიონი კუბური მეტრიდან 75 მილიონამდე გაიზრდება მიწოდების შესაძლებლობა, რის შედეგადაც „სილივრი“ ევროპაში ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი საცავი გახდება. ...

Read More »

ოკუპირებულ დონეცკში სანავთობო ბაზა იწვის

რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში სანავთობო ბაზა იწვის. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ხანძრის ამსახველი კადრები. სანავთობო ბაზას ცეცხლი უკიდია დონეცკის ბუდენოვსკის რაიონში. რუსული მედიის ცნობით, ხანძარი ბაზაზე უკრაინული მხარის სარაკეტო იერიშების შედეგად გაჩნდა. უკრაინის ხელისუფლებას აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Read More »

უკრაინა: უგლეგორსკის თბოსადგურზე შეტევისას რუსეთს მძიმე დანაკარგები აქვს

რუსული საოკუპაციო ჯარები დონეცკის რეგიონში უგლეგორსკის თბოელექტროსადგურზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ, ბრძოლა გრძელდება. ასევე სასტიკი ბრძოლებია ტროტა – სემიგორიეს დასახლებების მიმართულებით, რომელიც თბოსადგურის მახლობლად მდებარეობს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ რეზიუმეში. “ბახმუტის მიმართულებით მტერმა დაბომბა ჩვენი ჯარები ბერესტოვოეს, ბელოგოროვსკის, ნოვაია კამენკას, პოკროვსკის, ბახმუტის, ვესელაია დოლინას, ზაიცევის, მაისკის და ნიუ-იორკთან ახლოს, გარდა ამისა, რუსეთმა საჰაერო დარტყმა მიაყენა ბახმუტს. მნიშვნელოვანი ...

Read More »

რუსები უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის შტურმს აგრძელებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის მიხედვით, რუსული ძალები აგრძელებენ უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის მიმართულებით შეტევას და ტერიტორიის შტურმით აღებას ცდილობს. “ბახმუტის მიმართულებით, ჩვენს ჯარებს ცეცხლი გაუხსნეს ბერესტოვეს, ბახმუტის, კონსტანტინოვკას, ბელოგოროვკას, პოკროვსკოეს, კოდემას, ვესელაია დოლინას, ნიუ-იორკის, იაკოვლევკას, ვასიუკივკას, კლიშჩეევკას დასახლებებისა და უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე“, – აცხადებენ გენშტაბში. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსები უგლეგორსკის თბოელექტროსადგურს უტევდნენ, გუშინაც გავრცელდა, თუმცა, გენშტაბის ცნობით, მაშინ ოკუპანტებს ...

Read More »

მაღალმა სიცხეებმა ბელგიის დოელის ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე შეუქმნა და ოთხიდან ორი რეაქტორის მუშაობა შეაჩერეს

ბელგიური პრესის ცნობით, მაღალი სიცხეებმა დოელის ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე შეუქმნა და ოთხი ბირთვული რეაქტორიდან ორის მუშაობის შეჩერება გამოიწვია. სამშაბათს დოელის ატომური ელექტროსადურის ოთხიდან ორ ბირთვულ რეაქტორში გამაგრილებელი წყლის ტემპერატურა კრიტიკულ ზღვარს (32 გრადუსი ცელსიუსით) მიუახლოვდა. ტემპერატურის შემდგომი მატების და შესაბამისად, რისკების თავიდან აცილების მიზნით ორივე რეაქტორის მუშაობა შეაჩერეს, – წერს ბელგიური პორტალი standaard. Electrabel-ის წარმომადგენელ ნელე შერლინკის თქმით, ატომური ელექტროსადგურების ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

რუსული Rosatom-ი ეგვიპტის პირველი ატომური რეაქტორების მშენებლობას იწყებს

რუსეთის სახელმწიფო კომპანია Rosatom-მა ეგვიპტის პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანა აბალანსებს კავშირებს კრემლთან და დასავლელ მოკავშირეებთან, რომლებმაც მოსკოვს სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის გამო. Rosatom-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამუშაოები დაიწყო ოთხი 1200 მეგავატიანი სიმძლავრის ელექტროსადგურებიდან პირველზე, რომლებიც აშენდება ელ დაბააში, კაიროს ჩრდილო-დასავლეთით. კომპანია მსოფლიოში ატომური საწვავის და რეაქტორების უდიდესი მიმწოდებელია. განცხადების თანახმად, Rosatom-ი ატომურ საწვავს მიაწვდის ოთხივე რეაქტორს. რუსეთს ...

Read More »