მაღალმა სიცხეებმა ბელგიის დოელის ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე შეუქმნა და ოთხიდან ორი რეაქტორის მუშაობა შეაჩერეს

ბელგიური პრესის ცნობით, მაღალი სიცხეებმა დოელის ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე შეუქმნა და ოთხი ბირთვული რეაქტორიდან ორის მუშაობის შეჩერება გამოიწვია.

სამშაბათს დოელის ატომური ელექტროსადურის ოთხიდან ორ ბირთვულ რეაქტორში გამაგრილებელი წყლის ტემპერატურა კრიტიკულ ზღვარს (32 გრადუსი ცელსიუსით) მიუახლოვდა. ტემპერატურის შემდგომი მატების და შესაბამისად, რისკების თავიდან აცილების მიზნით ორივე რეაქტორის მუშაობა შეაჩერეს, – წერს ბელგიური პორტალი standaard.

Electrabel-ის წარმომადგენელ ნელე შერლინკის თქმით, ატომური ელექტროსადგურების გარემოსდაცვითი სტანდარტები გამაგრილებელი წყლის ტემპერატურის 32 გრადუსამდე გაზრდის შემთხვევაში ზომების მიღებას ითვალისწინებს და სწორედ სიმძლავრის 445 მეგავატიდან 205 მეგავატამდე შემცირების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

ძალიან ცხელი ამინდის გამო გამაგრილებელი წყლის ტემპერატურის კრიტიკულ დონემდე ზრდა იშვიათი მოვლენაა ბელგიის ატომური ელექტროსადგურებისთვის. უკანასკნელად ასეთი შემთხვევები 2003 და 2006 წლებში იყო. მაშინ ტიანჯის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის წარმოება გვალვითა და ცხელი ამინდით გამოწვეული წყლის გაგრილების პრობლემების გამო შეამცირეს.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply