ენერგოეფექტურობა

დღეს „თბილისი Smart City – 2015” კენცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს „თბილისი Smart City – 2015” კენცეფციის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მერი დავით ნარმანია, დაესწრო კონფერენციას სახელწოდებით „თბილისი Smart City – 2015”. ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“, პროექტის „თბილისის ტექნოლოგიური ქსელის“ ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მოღვაწე 15-მდე კომპანიამ მიიღო. კონფერენეციაზე Smart City კონცეფციის ფარგლებში ქალაქის სატრანსპორტო სისტემის, ენერგოეფეტურობის, ქალაქის მობილურობის, ღია მმართველობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ღონისძიება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ...

Read More »
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა უნაკერო მილების წარმოებას იწყებს

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა უნაკერო მილების წარმოებას იწყებს

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, დაიწყო, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, უნაკერო მილების წარმოება საკუთარი ბრენდით. წარმოების პროცესის დაწყებას დაესწრნენ ხელისუფლების, ქვემო ქართლისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წევრები, ბიზნესმენები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მილსაგლინავი საამქროს ამუშავების პროექტი არის რუსთავის მეტალურგიული ქარხნის განვითარების სტრატეგიის შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტი. მიმდინარე სასამართლო დავების პირობებში ვერ ხერხდებოდა აღნიშნული პროექტის განხორციელება და დიდი ხნის მანძილზე იყო გაჩერებული. ...

Read More »
ენერგოეფექტურობის

რა უნდა გაკეთდეს ენერგოეფექტურობის ასამაღლებლად

ენერგეტიკული რესურსების მოხმარების დაზოგვაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ენერგოეფექტურობის განვითარებას ენიჭება. სამწუხაროდ საქართველოში ენერგოეფექტურობის დონე საკმაოდ განუვითარებელია, თუმცა ამ მიმართულებით ნელნელა იდგმება ნაბიჯები. ენერგოეფექტურობის განვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ზოგადად განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. დასავლურ გამოცდილებასთან დაკავშირებით, energynews-თან ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი გიორგი აბულაშვილი საუბრობს. „ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით ჩვენი ისტორია უნიკალური არ არის. ენერგოეფექტურობა, როგორც დარგი მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის დროს წარმოიშვა. ენერგეტიკის პოლიტიკოსებმა ...

Read More »
ენერგოეფექტურობის დასახვეწად ნაკლებად ეფექტური ელექტროტექნიკის იმპორტის უნდა შეიზღუდოს

ენერგოეფექტურობის დასახვეწად ნაკლებად ეფექტური ტექნიკის იმპორტი უნდა შეიზღუდოს

ენერგეტიკული რესურსების დაზოგვაში ენერგოეფექტურობა, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, სამწუხაროდ დღეს ენერგოეფექტურობის მიმართულებით რაიმე კონკრეტული სტრატეგია შემუშავებული არ არის, თუმცა ქვეყნის შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით ენერგოეფექტურობის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაზრდილია. „მინდა გითხრათ, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ხელშექყობით დაიწყო მუშაობა საქართველოს ეროვნული ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელიც სამომავლოდ გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო დოკუმენტი აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტის ...

Read More »
რას გულისხმობს ენერგოეფექტურობისა და მავნე აირების ემისიის შესახებ მერების შეთანხმება

რას გულისხმობს ენერგოეფექტურობისა და მავნე აირების ემისიის შესახებ მერების შეთანხმება

საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრს  მერების შეთანხმების მხარდამჭერის ოფიციალური სტატუსი აქვს. სტატუსის მიღების პროცესში ორგანიზაციამ გააფორმა ხელშეკრულება ევროკომისიასთან, იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრი მერების შეთანხმების ხელშემწყობი ორგანიზაცია იქნებოდა. „მერების შეთანხმება არის ევროპული ინიციატივა, რასაც იდეოლოგიური საფუძველი კლიმატის ცვლილებებმა დაუდო. ამ დრომდე მეცნიერები ორჭოფობდნენ თუმცა დღესდღეობით უკვე თითქმის ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ კლიმატური კატაკლიზმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზი ადამიანური ფაქტორია. გამომდინარე იქიდან, რომ ტექნიკური ...

Read More »
თბილისის მერიაში ენერგოეფექტურობის გამოფენა გაიხსნა

თბილისის მერიაში ენერგოეფექტურობის გამოფენა გაიხსნა

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ და ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველოს დირექტორმა გიორგი აბულაშვილმა განახლებადი და ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების გამოფენა გახსნეს. გამოფენა თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე გაიხსნა და მასში ოცამდე ადგილობრივი კომპანია მონაწილეობს. ენერგოეფექტური პროდუქციის მწარმოებელ და იმპორტიორ კომპანიებს სხვადასხვა  სახის ენერგოდამზოგავი ტექნიკა, მასალა და მოწყობილობა აქვთ წარმოდგენილი. მოქალაქეებს ენერგოეფექტური მოწყობილობების დათვალიერება და გამოფენილი მასალის, ტექნიკის უპირატესობების შესახებ კონსულტაციის მიღება ...

Read More »
„მდგრადი ენერგეტიკის დღის“ ღონისძიებები ზუგდიდში გაიმართა

„მდგრადი ენერგეტიკის დღის“ ღონისძიებები ზუგდიდში გაიმართა

ევროკავშირის ინიციატივის – „მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის“ ფარგლებში ქ. ზუგდიდში გაიმართა „მდგრადი ენერგეტიკის დღის“ ღონისძიებები. „მდგრადი ენერგეტიკის კვირეული“ ევროკავშირის ინიციატივაა, რომლის მიზანია ინფორმაციის, იდეების და გამოცდილების გაზიარება უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგეტიკის შესახებ. „მერების შეთანხმების“ ოფიციალური მხარდამჭერის – „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ მიერ მოეწყო შეხვედრა ზუგდიდის მერიაში, რომელსაც ესწრებოდნენ მერიის სხვადასხვა სამსახურების, აგრეთვე „მერების შეთანხმების“ რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის ...

Read More »
კონფერენცია ენერგოეფექტურობაზე

კონფერენცია ენერგოეფექტურობაზე

თბილისის მერიის ორგანიზებით, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ კონფერენცია „მდგრადი ენერგეტიკის დღეები 2015“ გაიხსნა. კონფერენცია თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გახსნა. ლექვინაძის განცხადებით, კონფერენცია ევროკავშირის „მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა. „თბილისი „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი ქალაქია და ეს მიმართულება, რომელიც ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას და სათბური აირების ემისიის შემცირებას უზრუნველყოფს, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მიმართულება საბოლოო ჯამში ცხოვრებისათვის უკეთესი გარემოს შექმნას ემსახურება და თბილისი ...

Read More »
რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა და როგორია პერსპექტივები

რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა და როგორია პერსპექტივები

ენერგოეფექტურობა ნაკლები ენერგიის გამოყენებით იმავე მომსახურებისა და პირობების მიღებას ნიშნავს. 1970 წლის შემდეგ ენერგოეფექტურობაში განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული სარგებელი სულ უფრო მზარდია. მაშინ, როცა ბოლო ათწლეულების მანძილზე ადამიანების მოთხოვნა გადაადგილებაზე, გათბობაზე, განათებასა და სხვა ენერგეტიკულ მომსახურებაზე საგრძნობლად გაიზარდა, ენერგეტიკასთან დაკავშირებული მოთხოვნის ზრდის 74% ახალ ეფექტურ მოწყობილობა-დანადგარებზე მოდის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო ნაკლებით უფრო მეტს ვაკეთებთ, რაც კარგი ახალი ამბავია. ენერგოეფექტურობა ...

Read More »
დოდო აბაშიძის ქუჩაზე LED სანათები დამონტაჟდა

დოდო აბაშიძის ქუჩაზე LED სანათები დამონტაჟდა

„სინათლის ქალაქმა“  დოდო აბაშიძის ქუჩაზე LED სანათები დაამონტაჟა.  კომპანია Golnoor Lighting Group-ის მიერ წარმოებული 12 სანათი დოდო აბაშიძის ქუჩაზე პილოტ პროექტის ფარგლებში, საცდელი ვადით დამონტაჟდა.  სანათების მონტაჟს „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელები და კომპანია GLG-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. „სინათლის ქალაქის“ დირექტორის ვასილ ხორავას თქმით, კომპანია GLG-ი ირანული კომპანია გახლავთ, რომელმაც სურვილი გამოთქვა ჩართულიყო საპილოტე პროექტის განხორციელებაში. „Golnoor Lighting Group-ი რეგიონში განათების ინდუსტრიაში  ერთ-ერთ ...

Read More »