ენერგოეფექტურობა

ხვალიდან ქუთაისის აეროპორტი მგზავრებს TESLA-ს და CHANGAN-ის ტაქსებით მოემსახურება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 მაისიდან მგზავრებს TESLA-ს და CHANGAN-ის ფირმის უახლესი, 2019 წლის, კომპანია „აიქარის“ ეკომეგობრული ტაქსები მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას, თავად აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ეკომეგობრული ტრანსპორტით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან, როგორც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ასევე საქართველოს სხვადასხვა მიმართულებებით შეეძლებათ.

Read More »

2040 წლისთვის Honda მხოლოდ „ეკომობილებს“ გაყიდის

იაპონური საავტომობილო კომპანია Honda გეგმავს 2040 წლისთვის გაყიდვაში ყავდეს მხოლოდ ელექტრომობილები და წყალბადის ელემენტებზე მომუშავე ავტმობილები. ამის შესახებ Nikkei წერს. გაზეთის ცნობით, ამ მიზნის მისაღწევად და ამ ტიპის ახალი მოდელების შესაქმნელად კომპანია მომდევნო 6 წელიწადში გეგმავს დახარჯოს 5 ტრილიონი იენი (46,3 მლრდ აშშ დოლარი). ამასთან, ის უკვე განიხილავს ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას. შეგახსენებთ, რომ იაპონიის ხელისუფლებამ გასული წლის ბოლოს მხარი ...

Read More »

ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები იზრდება

ევროპაში ელექტრომობილების მზარდი პოპულარობა ისევ ძალაში რჩება. ევროპის ავტომობილთა მწარმოებელთა ასოციაციის მიხედვით, სრულად ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გაყივდვებმა პირველ კვარტალში ავტომობილების მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 15% შეადგინა. პროცენტული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია. 2020 წელს ევროპამ გადააჭარბა ჩინეთს, როგორც ელექტრომობილების უდიდეს ბაზარს. გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში უზარმაზარი სუბსიდირების და ასევე Volkswagen-ის და Stellantis-ის ახალი შეთავაზებების ფონზე, რეგიონი, სავარაუდოდ, ...

Read More »

მეცნიერებმა შექმნეს ახალი ტიპის ბატარეა, რომელიც ლითიუმ-იონურ ბატარეებზე ათჯერ სწრაფად იმუხტება

მრავალჯერადი დამუხტვის ლითიუმ-იონური ბატარეებს თითქმის ყველგან ნახავთ, რადგან ენერგიით ამარაგებენ ყველაფერს, სმარტფონებითა და ლეპტოპებით დაწყებული, უსადენო ყურსასმენებითა და ელექტრომობილებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ლითიუმ-იონურმა ბატარეებმა რადიკალურად შეცვალა ჩვენი ურთიერთობა პორტატულ ტექნოლოგიებთან, ისინი სრულყოფილებისგან საკმაოდ შორსაა. ლითიუმ-იონური ბატარეების წარმადობა დროთა განმავლობაში მცირდება და ზოგჯერ, ბატარეის უჯრედებში არსებულმა ხარვეზებმა შეიძლება ხანძარიც გააჩინოს; აფეთქების საშიშროების გამო, კომპანიები ზოგჯერ პროდუქტებს უკან იწვევენ. ალბათ სმარტფონის, ...

Read More »

Chevrolet ელექტროძრავიან პიკაპს გამოუშვებს

კონცერნ GM-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბრენდის ისტორიაში პირველად Chevrolet-ი ელექტროძრავიან პიკაპს გამოუშვებს. ეს იქნება მოდელი Silverado, რომელიც ახალი მოდულის მქონე Ultium პლატფორმაზე აიწყობა. ამავე პლატფორმაზე იწყობა ჰამერი დეტროიტში Factory Zero-ს ქარხანაში. General Motors-მა პირველ თიზერში პიკაპის სილუეტი არ აჩვენა. კომპანიის ხელმძღვანელის მარკ როსის განცხადებით, კომპანია ელექტროპიკაპებთან მიმართებით მსოფლიოს დამოკიდებულებას შეცვლის და ელექტრომობილების წარმოებაში ახალ სიტყვას იტყვის.

Read More »
ნამახვანჰესის კასკადის ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს და არსებულ კითხვებს უპასუხეს

უზრუნველყოფს თუ არა “ნამახვანჰესი” ქვეყნისთვის უკეთეს ენერგო ტარიფს?

„ნამახვანჰესის“ საშუალო შეწონილი ტარიფი ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაახლოებით იგივეა, რაც ბოლო წლების იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასი. ჰესის ოპერირების პირველი 10 წლის განმავლობაში საშუალო შეწონილი ტარიფი – 5.3 აშშ ცენტი იქნება. „ნამახვანჰესის“ უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს ე.წ. დღიური რეგულირების სადგურს და შეუძლია დააკმაყოფილოს პიკური მოხმარება დილის და საღამოს საათებში. სწორედ დღის ამ პერიოდში (პიკური მოხმარების დროს) ...

Read More »

ცნობილი ავტოკომპანიები, რომლებიც მომავალში მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებას გეგმავენ

2030 წლისთვის ავტომობილების კომპანია Volvo-ს სურს მხოლოდ ელექტრომობილები აწარმოოს. მათი გეგმით, ხსენებული დროისთვის, ბენზინზე და დიზელზე მომუშავე მანქანები სრულად უნდა გაქრნენ საწარმოო ხაზიდან. Volvo არ არის ერთადერთი საავტომობილო კომპანია, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში განაცხადა ელექტრომანქანებზე კონცენტრირების სურვილის შესახებ. თებერვლის დასაწყისში გერმანიის კომპანია Porsche–მ მსგავსი გეგმების შესახებ გააზიარა ინფორმაცია. თუმცა, Porsche–ს გეგმები შედარებით ნაკლებად ამბიციურია: 2030 წლისთვის მწარმოებელი გეგმავს, რომ ელექტრომობილების ...

Read More »
Tesla უპილოტო ავტობუსების გამოშვებას გეგმავს

Tesla-ს ელექტრომობილების აქციების ფასს ზრდის

Tesla-ს პირველი კვარტალის მოსალოდნელზე უკეთესი მიწოდების მონაცემები, ნახევარგამტარების ნაკლებობის ფონზე, რომელიც ავტო ინდუსტრიას პრობლემებს უქმნის, კიდევ უფრო გამორჩეული ხდება.  Tesla-ს აქციების ფასი, ნიუ-იორკში 7%-ით გაიზარდა, რითაც კომპანიამ მისი წლიური დანაკარგები შეავსო. ასევე გაიზარდა ელექტრომობილებთან დაკავშირებული სხვა კომპანიების აქციების ღირებულებაც, მაგალითად როგორიცაა Nio, XPeng-ი და Li Auto, ასევე hargePoint Holdings-ი და Beam Global-ი. ასევე კარგად იმოქმედა, გასულ კვირას გავრცელებულმა ამბავმა, რომ ინფრასტრუქტურის ...

Read More »

გერმანიაში მფრინავი ელექტროტაქსის მოდელი შექმნეს

გერმანულმა კომპანია Lilium მფრინავი ტაქსის eVTOL-ის 7-ადგილიანი მოდელი წარადგინა. ამ მოდელის წარმოებაში ჩაშვება 2024 წლიდან იგეგმება. ამის შესახებ techcult წერს. მფრინავი ელექტროტაქსის მოდელზე კომპანიამ მუშაობა 2018 წელს დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი EASA-ს სერტიფიკატი მიიღო. eVTOL-ის სიჩქარე საათში 280 კილომეტრი იქნება. მფრინავი ელექტროტაქსი 3 000 მეტრის სიმაღლეზე გადაადგილდება.

Read More »

ნათია თურნავამ აშშ-ის ელჩთან საქართველოს ენერგოუსაფრთხოების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ელექტროენერგეტიკის ბაზრის განვითარებასა და ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ასევე ხაზი გაესვა საკუთარი ენერგორესურსების განვითარების აუცილებლობას, რათა ქვეყანა მზარდი დეფიციტის შემცირებას გაუმკლავდეს. „საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება. ამ ნაწილში ჩვენ ...

Read More »