ალტერნატიული ენერგია

დანიური სტარტაპი გამდნარ მარილში ენერგიის შესანახად ტექნოლოგიას ავითარებს

სტარტაპმა, რომელიც გამდნარ მარილში ენერგიის შესანახად ტექნოლოგიას ავითარებს, დაფინანსების რაუნდში $12 მილიონი შეაგროვა. Hyme-ი თანხის ნაწილს საპილოტე ქარხნის განვითარებაში დახარჯავს. სტარტაპი ცდილობს ახალი გზები მოიძიოს ქარისა და მზისგან გამოუყენებელი ელექტროენერგიის შესანახად. დანიური კომპანია უკვე განიხილავს დაფინანსების კიდევ ერთ რაუნდს, რომელიც გლობალური გამოყენების დანერგვისკენ იქნება მიმართული. დანია ელექტროენერგიის დაახლოებით 40%-ს ქარის ენერგიისგან იღებს, მაგრამ ხშირად სრულად ვერ იყენებს ღამით გამომუშავებულ ენერგიას, ...

Read More »

ბელგიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მზის პანელი, რომელიც წყალბადს გამოიმუშავებს

KUL-ის ბიოინჟინერიის ფაკულტეტის ქიმიის პროფესორის, იოჰან მარტენსის გუნდი ათი წელია მუშაობს სპეციალური მზის პანელის შემუშავებაზე. მისი პრინციპია წყალბადის წარმოება ჰაერში არსებული წყლის ორთქლიდან. პროფესორის გათვლებით, ოცი პანელით შეძლებს წლის ნებისმიერ დროს, ერთი ოჯახის ელექტროენერგიითა და გათბობით უზრუნველყოფას . წყალბადის წარმოების კლასიკური “რეცეპტი” მოითხოვს წყალსა და ელექტროენერგიას. ბოლო წლების ერთ-ერთ გამოწვევას წყალბადის განახლებადი წყაროებიდან წარმოება  წარმოადგენდა. სწორედ ამაში მდგომარეობს მოცემული გამოგონების დიდი ...

Read More »
გერდა

“საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია” ენერგეტიკის სექტორში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე შეხვედრებს მართავს

“საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია” ენერგეტიკის სექტორში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე შეხვედრებს მართავს“,- ამის შესახებ “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, 2 დეკემბერს, “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია”- GREDA-მ შეხვედრა გამართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა GREDA-ს წევრებს ქვეყნის ჰიდრომეტეოროლოგიის არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები წარუდგინა. როგორც GREDA-ში განმარტავენ, ამჟამად ...

Read More »

გზისპირა მზის პანელები – ევროპის ახალი ენერგეტიკული მიმართულება

გერმანიას, ბელგიასა და ნიდერლანდებს, სამივეს ერთად, 800 ათას კილომეტრზე მეტი სატრანსპორტო მაგისტრალი აქვთ, რომელიც შესაძლებელია ნაწილობრივ  ენერგეტიკული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაც გამოდგეს. ნიდერლანდებში ამ მაგისტრალის გასწვრივ ჩამწკრივებული ხმაურისგან დამცავი ბარიერები მხოლოდ ხმაურის შემცირებას არ ემსახურება. მათზე მზის პანელებიცაა დამონტაჟებული. ეს პანელები 60-ზე მეტ ახლომდებარე სახლს მწვანე ენერგიით ამარაგებს. განახლებადი ენერგიის ამ საპილოტე სქემამ სტიმული მისცა ევროპულ პროექტს, რომელსაც „მბრუნავი მზე“  ჰქვია. ეს ...

Read More »

მთვარე – მომავლის ენერგორესურსი

დღეისათვის ენერგეტიკის საფუძველს ნახშირწყლების წვა წარმოადგენს. დგება დრო როცა მათ შემცვლელი უნდა მოენახოს. ერთ-ერთ შემცვლელად თერმობირთვული რეაქცია “დეიტერიუმი-ჰელიუმი-3” მოიაზრება. ის ენერგიის უფრო დიდ გამოსავალს იძლევა ვიდრე თანამედროვე ატომური დანადგარები და რაც მთავარია რადიაციის გარეშე. მაგრამ დედამიწაზე ჰელიუმი-3-ის იზოტოპი მხოლოდ რამოდენიმე კილოგრამია. სამაგიეროდ მთვარეზე ის საკმარისზე მეტია გროვდებოდა რა მთვარის ზედაპირულ ფენში, მზის ქარბუქების შედეგად, მრავალი მილიონი წლის განმავლობაში.ნასა-ს მონაცემებით მთვარის ...

Read More »

ახლო აღმოსავლეთი წყალბადის ენერგიაში $44 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

S&P Global Platts Analytics–ის  უახლესი მონაცემების მიხედვით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დაგეგმილი წყალბადის პროექტების სავარაუდო ღირებულება $44 მილიარდს გაუტოლდება, აქედან დაახლოებით $35 მილიარდის ღირებულების პროექტები უკვე 2030 წლიდან ამოქმედდება. ანგარიშის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთი შესაძლოა, გლობალური „წყალბადის ენერგიის კერად“ იქცეს. კვლევის მიხედვით, მეთანის ორთქლის გარდაქმნა (SMR) ნახშირბადის „დაჭერით“ გაცილებით იაფია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ვიდრე ავსტრალიასა და ნიდერლანდებში. თუმცა აღსანიშნავია, რომ SMR  მომავლის ...

Read More »

სამხრეთკორეულმა „ხელოვნურმა მზემ“ ახალი რეკორდი დაამყარა

სამხრეთკორეულმა თერმობირთვული სინთეზის რეაქტორმა KSTAR-მა, რომელსაც „ხელოვნურ მზეს“ უწოდებენ, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 100,000,000°C-ზე მეტ ტემპერატურაზე გავარვარებული პლაზმის შენარჩუნება 30 წამის განმავლობაში შეძლო. შედეგად, სამხრეთ კორეის ბირთვული ენერგიის ინსტიტუტში შექმნილმა რეაქტორმა საკუთარი რეკორდი 10 წამით გააუმჯობესა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა New Atlas-ი ავრცელებს. ცნობისთვის, თერმობირთვული სინთეზის რეაქტორში ისეთივე რეაქცია მიმდინარეობს, როგორიც ჩვენს მზესა და კოსმოსში არსებულ სხვა ვარსკვლავებში ენერგიის პრაქტიკულად ...

Read More »
განახლებადი ენერგიის წყაროები საქართველოში

ქვეყნის ისტორიაში პირველად, თურქეთში ელექტროენერგიის მიღების მეორე უდიდესი წყარო ქარის სადგურები გახდა

თურქეთში, ელექტროენერგიის გამომუშავების მეორე უდიდესი წყარო ქარის ენერგია გახდა. როგორც Anadolu წერს, 28 ნოემბრის მონაცემებით, ქარის სადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილმა 22.6% შეადგინა. დღიური მონაცემით, მიღებული ელექტროენერგიის ჯამურმა მოცულობამ 791,794 მეგავატ-საათი შეადგინა, საიდანაც 178, 964 მეგავატ-საათი ქარის ელექტროსადგურებზე მოდიოდა. კონკრეტულად 28 ნოემბრის მონაცემებით, ელეტროენერგიის მიღების უმთავრესი წყარო ჰიდროენერგეტიკა იყო, მას მოსდევდა ქარის ენერგიის გამოყენება, მესამე ადგილზეა ბუნებრივი აირის ელექტროსადგურები 22%-ით, მეოთხეზე კი ...

Read More »
საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

მზის ენერგია – ყველაზე იაფი წყარო გახდება

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს World Energy Outlook 2020-ის თანახმად მსოფლიოს საუკეთესო მზის ენერგიის სქემები უკვე გვთავაზობენ „ყველაზე იაფ ელექტროენერგიას ისტორიაში“ ტექნოლოგიურად უფრო იაფად, ვიდრე ნახშირი და გაზი უმეტეს დიდ ქვეყნებში. სააგენტოს წინასწარი პროგნოზით, 2040 წლისთვის იქნება განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი ზრდა მსოფლიოს ბაზარზე. მზის ენერგია 20-50%-ით იაფი გახდება, ვიდრე ადრე ანალიტიკოსები ფიქრობდნენ. IEA ასევე ამბობს, რომ განახლებადი ენერგიის უფრო სწრაფი ზრდისა და ...

Read More »
ალტერნატიული ენერგიის უარყოფითი მხარეები

თურქეთმა განახლებადი ენერგიის 2023 წლისათვის დასახულ მიზნებს 2021 წლის ბოლოს მიაღწია

თურქეთის ენერგეტიკისა და  ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის განცხადებით, თურქეთის ენერგეტიკულმა სიმძლავრემ განახლებად ენერგიაში ოქტომბრის ბოლოსათვის 53000 მეგავატს მიაღწია. მინისტრის განცხადებით, 2019–2020 წლებში განახლებადი ენერგიის წყაროების წილმა ელექტროენერგიის წარმოებაში 42%–ს გადააჭარბა, შესაბამისად, 2023 წლისათვის დასახული მიზანი უკვე მიღწეულია. ანტალიაში გამართულ თურქეთის მე–11 ენერგეტიკულ სამიტზე ქვეყნის ენერგეტიკული ინდუსტრიის ლიდერები იყვნენ შეკრებილნი. ღონისძიება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ენერგეტიკის ბაზრის მარეგულირებელი ...

Read More »