ამერიკის შეერთებული შტატები რუმინეთს 3 მილიარდ დოლარზე მეტს გამოუყოფს ორი ახალი ბირთვული რეაქტორის ასაშენებლად. რეაქტორის მშენებლობა მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება. ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა ჩუკამ განაცხადა. დაფინანსებას უზრუნველყოფს ვაშინგტონის ექსპორტ-იმპორტის ბანკი (EXIM), რომელიც რუმინეთს საშუალებას მისცემს დაფაროს ორი რეაქტორის ასაშენებლად საჭირო თანხის დაახლოებით მესამედი. „დანარჩენი თანხები დაფინანსების სხვა წყაროებიდან შემოვა“, – აცხადებს რუმინეთის პრემიერი. „ჩერნავოდა“ – რუმინეთში ერთადერთი ატომური ელექტროსადგურია ...
Read More »