Author Archives: energy

კახა კალაძე - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობები

კალაძე – თბილისის გარე განათების პროექტი არა ბიუჯეტიდან, არამედ დაზოგილი ელექტროენერგიის საფასურის ხარჯზე დაფინანსდება

თბილისის მერის განცხადებით, თბილისის გარე განათების პროექტი არა ბიუჯეტიდან, არამედ ამ პროექტის განხორციელების შედეგად დაზოგილი ელექტროენერგიის საფასურის ხარჯზე დაფინანსდება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს გარე განათების განახლების პროექტის განხორციელების მიზნით, ბიუჯეტიდან 90 მილიონი ლარია გამოყოფილი. „კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ მოგვიწია განმარტებების გაკეთება, ...

Read More »

„სეისმურ მონაცემებს მხოლოდ გოდოლაძე და ჩრდილოეთ კორეა მალავს“ – „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას მიმართავს და მოუწოდებს გადამჭრელი ზომები მიიღოს საქართველოში სეისმური ინფორმაციის ხელმისწავდომობაზე, აიღოს პასუხისმგებლობა სეისმური მონაცემების ღიაობაზე, საშუალება მისცეს ყველა მეცნიერს და დაინტერესებულ პირს ამ მონაცემების თავისუფალ წვდომაზე, ვინაიდან მიწისძვრის სრული კატალოგები (მცირე მაგნიტუდის მიწისძვრის ჩათვლით) ყველა ქვეყანაში ღიაა, გარდა ისეთი მმართველობის მქონე ქვეყნებში, როგორიც ჩრდილოეთ კორეა და რუსეთია, ინფორმაციის გაუმჭვირვალობა და ხელმისწავდომობაზე ...

Read More »

ლუკაშენკო აზერბაიჯანს ნავთობით მომარაგებისთვის მადლობას უხდის

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს, დასავლეთის სახელმწიფოების წინააღმდეგობის მიუხედავად, ნავთობით მომარაგებისთვის. სააგენტოს BelTA-ს ცნობით, ლუკაშენკომ აღნიშნულის შესახებ ორშაბათს, ბელორუსში აზერბაიჯანის ელჩთან ლატიფ განდილოვთან შეხვედრისას განაცხადა. ”მადლობა ბელორუსის ნავთობპროდუქტებით მომარაგებისთვის. თქვენ არაჩვეულებრივები ხართ, დასავლეთის სახელმწიფოების ზეწოლის მუხედავად, შეასრულეთ თქვენი სიტყვა. აღნიშნული თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ძვირი ჯდება ” – აღნიშნა ლუკაშენკომ. “აზერბაიჯანს შეუძლია ბელორუსის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ჩვენ მზად ...

Read More »

ტრამპმა თეთრი სახლი გააკრიტიკა OPEC–თან და Nord Stream 2–თან მიმართებაში გატარებელი პოლიტიკის გამო

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი მკაცრად გააკრიტიკა “OPEC–სა და რუსეთთან მოლაპარაკებების გამო” და “Nord Stream 2″–ის მშენებლობის დაშვებისთვის. ”ისინი (ბაიდენის ადმინისტრაცია – რედ.)  მოლაპარაკებებს აწარმოებენ OPEC–თან და რუსეთთან, მაშინ, როდესაც ჩვენ იმდენი ნავთობი გვაქვს, რომ არც კი ვიცით სად წავიღოთ,” – განაცხადა ტრამპმა არიზონაში გამოსვლისას. მან ასევე აღნიშნა, რომ მის დროს შეერთებული შტატები გახდა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი. აშშ ოფიციალურად ...

Read More »

ჩრდილოვანი მაინინგი – აფხაზეთში კრიპტოვალუტის გამომუშავების აკრძალვა ქაღალდზე დარჩა

აკრძალვის მიუხედავად, ოკუპირებულ აფხაზეთში ბიტკოინის მაინინგის პროცესმა ძალები უფრო მეტად მოიკრიბა, რასაც რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის ზრდა ადასტურებს. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკით, მიმდინარე წლის ივნისში „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 635 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აქედან აფხაზეთმა 206 მლნ კვტ/სთ მოიხმარა, რითაც თბილისის მიერ დენის მოხმარების მონაცემს 20 მლნ კვტ/სთ-ით გადააჭრაბა. ენერგეტიკოსი გია არაბიძე მიზეზად აფხაზეთში მაინინგის გააქტიურებას მიიჩნევს და ...

Read More »

Tesla-ს კვარტალურმა შემოსავალმა 1 მილიარდს პირველად გადააჭარბა

Tesla-მ მეორე კვარტალში უკეთესი მოგება დააფიქსირა, ვიდრე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ. ელექტრომანქანების გაყიდვებმა $1 მილიარდ წმინდა შემოსავალს მიაღწია, რაც 18 წლის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. მთლიანი შემოსავალი ელექტრომობილების გაყიდვიდან – 10,21 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. გასული წლის პანდემიური დახურვებიდან ავტომობილების გაყიდვების აღდგენის შემდეგ, კომპანიის მოგება გასამმაგდა და აქციაზე $1,45-მდე მიაღწია. ამან გადააჭარბა ანალიტიკოსთა შეფასების საშუალო 97 ცენტს. Tesla-მ ზედიზედ მერვე მომგებიანი კვარტალი აღნიშნა. ...

Read More »

ზვიად შალამბერიძე: მიჩნდება განცდა, რომ ხელოვნურად ხდება მედიაციის პროცესის ხელის შეშლა

22 ივლისს ევროპის ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ნამახვანჰესის მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე მედიაციის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. 2020 წლის 12 ივნისს დაიწყო მედიაციის პროცესი და გაიმართა პირველი შეხვედრა. პირველი სესიის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სხვადასხვა პირობების შესრულებაზე, იმისათვის რომ მედიაციის პროცესი გადავიდეს შემდეგ ეტაპზე და მოხდეს მნიშვნელოვანი დარგობრივი საკითხების განხილვა. მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან მოხდა გუმათში რკინის ჯებირის აღება ...

Read More »

ერაყის ნავთობის გაყიდვების ძირითადი ბაზარი ჩინეთია

2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ერაყმა მიიღო 33 მილიარდი დოლარი, ამასთან ჩინეთი აღმოჩნდა გაყიდვების ძირითადი ბაზარი. ქურთისტანის სააგენტო Rudaw-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებული მონაცემები კვირას გამოაქვეყნა ერაყის სახელმწიფო ორგანიზაციამ ნავთობის მარკეტინგთან დაკავშირებით (SOMO). SOMO-ის გენერალური მენეჯერის მოადგილე ალი ნიზარ ფაკის განცხადებით, “ერაყის მსუბუქი, საშუალო და მძიმე ნედლი ნავთობის გაყიდვებმა სამხრეთ ბასრას ტერმინალიდან, ასევე კირკუკის ჩრდილოეთ ტერმინალიდან, ...

Read More »
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ზამთრის სეზონისთვის ემზადება

ივნისში ელექტროენერგიის ექსპორტმა 2020 წლის მთლიან მაჩვენებელს 27%-ით გაუსწრო

ელექტროენერგიის გამომუშავება ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად 32.3%-ით 1.323 მლრ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც ივნისის ექსპორტმა 195 მლნ კვტ/სთ, მთელი 2020 წლის მაჩვენებელს 27%-ით გაუსწრო. გასული წლის იბნისის მსგავსად, წელსაც თბოსადგურებს თითქმის არ უმუშავიათ. ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება 6.6 მლნ კვტ/სთ-დან 7.7 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა, ჰიდროსადგურების კი 993 მლნ კვტ/სთ-დან 1.314 მლრდ კვტ სთ-მდე. ყველაზე მეტად – 75%-ით, 374 ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა 2021 წლის ექვსი თვის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა 2021 წლის ექვსი თვის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის მიერ 2021 წლის პირველი იანვრიდან პირველი ივლისის მდგომარეობით განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას და მიზნად ისახავს სენბის არსებული პროგრესის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას დაინტერსებული პირებისთვის. ანგარიშის სანახავად ეწვიეთ სენბის ვებ გვერდს: https://genex.ge/files/ShowFiles?id=8e505390-34fc-4def-bd30-a0cacec19aac

Read More »