Author Archives: energy

გზა, რომელიც ელექტრომობილებს ტენის უკვე ტესტირების რეჟიმშია

გზა, რომელიც ელექტრომობილებს ტენის, უკვე ტესტირების რეჟიმშია

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ უკვე 18 თვეა ტესტირების რეჟიმშია გზა, რომელსაც ელექტრომობილების მოძრაობის დროს მათთვის ენერგიის მიწოდება და აკუმილატორების დატენვის უზრუნველყოფა შეეძლება. ელექტროენერგიის გადამცემი კაბელები გზის საფარის ქვეშ არის მოქცეული და ელექტრომაგნიტურ ველებს ქმნის.ელექტრომობილი გზის საფარზე მოძრაობის დროს სპეციალურად შექმნილი ხვეული კაბელების მეშვეობით ეხება გზის საფარს, რაც უზრუნველყოფს ელექტრომობილის აკუმილატორების დამუხტვას. ბრიტანეთის ხელისუფლებამ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 500 მილიონი ფუნტ სტერლინგი გამოყო, ...

Read More »
engurhesis-ენგურჰესის

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ენგურჰესი ქვეყნის ის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინიტროსა და შპს “ენგურჰესის” ხელშეწყობითა და თანადგომით განხორციელდება. ამასთან დაკავშირებით, ქალაქ ჯვარში, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისთვის ...

Read More »
ახალი აბრეშუმის გზის ქართული გამოწვევები - ნაწილი 1

ახალი აბრეშუმის გზის ქართული გამოწვევები – ნაწილი 1

ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ 2011 წელს ინიცირებული პროექტის „ახალი აბრეშუმის გზა – ეკონომიკური სარტყელი“ სახმელეთო მონაკვეთის საქართველოზე გავლა ქვეყანას სერიოზულ გეოეკონომიკურ სარგებელს „უქადის“. თუმცა, ამ ეტაპზე ეს პროექტი გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას, რაც მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ჩატარებამდეა განსახილველი. ამასთან, ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების ანალიზი, თავისი უწყებათაშორისი ბუნებიდან გამომდინარე, ეროვნული უშიშროების საბჭოს (ეუს) ეგიდით უნდა წარიმართოს. საკმარისია ...

Read More »
ბაქოდან თურქეთში სარკინიგზო მაგისტრალით ჩასვლას ერთი დღე დასჭირდება

ბაქოდან თურქეთში სარკინიგზო მაგისტრალით ჩასვლას ერთი დღე დასჭირდება

სარკინიგზო მაგისტრალზე ბაქო-თბილისი-ყარსი მგზავრების გადაყვანის მიზნით, აზერბაიჯანმა თურქეთს კიდევ 30 ვაგონის შეკვეთა მისცა. ამის შესახებ სააგენტო “ტრენდს” აზერბაიჯანის რკინიგზის პრეს-სამსახურის უფროსმა ნადირ აზმამედოვმა განუცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ამ საკითხზე უკვე დასრულებულია და ვაგონები შეკვეთილია. ”ვაგონები იქნება კომფროტული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და ისინი აზერბაიჯანში მომავალი წლის დასაწყისში ჩამოვა. მგზავრებს ყარსამდე ჩასვლა ერთ დღეში შეეძლებათ”, – განაცხადა აზმამედოვმა. რაც შეეხება ღირებულებას, აზმამედოვის ...

Read More »
ნურსულთან ნაზარბაევი: ნავთობის ფასი 30-40 დოლარამდე შემცირდება

ნურსულთან ნაზარბაევი: ნავთობის ფასი 30-40 დოლარამდე შემცირდება

ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჯებზე ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა. ბოლო თვის მონაცემებით 1 ბარელი ნავთობის ფასი 52,4 დოლარიდან 40,8 დოლარამდე ჩამოვიდა, რაც თითქმის 25%-იანი კლებაა. ნავთობის ფასის კლება ძირითადად განპირობებულია ირანის წინააღმდეგ დაკისრებული ეკონომიკური სანქციების მოხსნით და მისი საერთაშორისო ბირჟაზე დაბრუნების პერსპექტივით. ნავთობის ფასების ირგვლივ საკმაოდ ბევრი პროგნოზი კეთდება სხვადასხვა საერტაშორისო ორგანიზაციებისა და ანალიტიკოსების მხრიდან. გასულ კვირას ასეთი პროგნოზი წარმოადგინა მსოფლიო ...

Read More »
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი სემეკის წევრობისთვის იბრძოლებს

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი სემეკის წევრობისთვის იბრძოლებს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, მარიამ ვალიშვილის სემეკ-ის წევრობა სურს. როგორც ვალიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან განცხადებების მიღების პროცესი დაახლოებით ორი თვეა, დაიწყო. ვალიშვილის თქმით, საჭიროდ ჩათვალა, რომ ამ შესაძლებლობით ესარგებლა, განცხადება შეიტანა და კონკურსში მონაწლეობის თაობაზე საკუთარი სურვილი დააფიქსირა. “ენერგეტიკაში, რეფორმის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის ის, რომ ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ეტაპზე ვიმყოფებით. ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს და, შესაბამისად, გვაქვს გარკვეული ...

Read More »
კლიმატის ცვლილების კონვენციის ახალი ხელშეკრულების სამუშაო დოკუმენტზე მსჯელობა გაიმართა

კლიმატის ცვლილების კონვენციის ხელშეკრულების სამუშაო დოკუმენტზე მსჯელობა გაიმართა

კლიმატის ცვლილების კონვენციის ახალი ხელშეკრულებისთვის, საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (INDC) სამუშაო დოკუმენტზე იმსჯელეს. კონფერენციის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ მიმართეს. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვაში მონაწილეობა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. დოკუმენტის საბოლოო ვერსია კი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება. ეროვნულ დონეზე ...

Read More »
ბათუმში თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს აშენება იგეგმება

ბათუმში თანამედროვე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს აშენება იგეგმება

„ახალი თაობის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საწარმო ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გაშენდება, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. ქარხანა აღჭურვილი იქნება უახლესი ევროსტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით და ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე თანამედროვე საწარმო იქნება. მის მშენებლობაში კი 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება. „ახალი თაობის“ ინფორმაციით, პროექტი კომპანია „მულტიპლექსთან“ ასოცირდება. ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, საქართველოში მოპოვებულია საშუალოდ 27.7 მლნ ტონა ნავთობი. ...

Read More »
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ

21 აგვისტოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება. “ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი – ეს ურთულესი კომპლექსი 2012 წლამდე მსოფლიოს უდიდეს კაშხლად ითვლებოდა, ამჟამად ის ყველაზე დიდი ჰესია სამხრეთ კავკასიაში. მნიშვნელოვანია, რომ კარგად იყოს გააზრებული ინდუსტრიული და საინჟინრო მემკვიდრეობის მნიშვნელობა. ეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნითაც კეთდება. იუნესკოს 39-ე ...

Read More »
ნავთობის ბაზარზე ირანის დაბრუნებით რუსეთი 34 მილიარდ დოლარს დაკარგავს

ნავთობის ბაზარზე ირანის დაბრუნებით რუსეთი 34 მილიარდ დოლარს დაკარგავს

ირანისათვის საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების მოხსნის შემთხვევაში, ნავთობის იმპორტიორებს ზარალის დათვლა მოუწევთ. სამაგიეროდ მოგებულები დარჩებიან ექსპორტიორები. უკვე 2016 წლისათვის ნავთობის ფასი 10%-ით შემცირდება ნათქვამია მსოფლიო ბანკის პროგნოზში. ნავთობის ბაზარზე ირანის დაბრუნება აშშ-ს ეკონომიკას დამატებით 74 მილიარდ დოლარს მოუტანს. როგორც მსოფლიო ბანკის ექსპერტები აცხადებენ 37 მილიარდი დოლარით გაიზრდება ევროკავშირის შემოსავალი. მოხსენების ავტორთა გამოთვლებით 34 მილიარდ დოლარს დაკარგავს რუსეთი. რუსეთთაან შედარებით ნაკლები, თუმცა ...

Read More »