ირანისათვის საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების მოხსნის შემთხვევაში, ნავთობის იმპორტიორებს ზარალის დათვლა მოუწევთ. სამაგიეროდ მოგებულები დარჩებიან ექსპორტიორები.
უკვე 2016 წლისათვის ნავთობის ფასი 10%-ით შემცირდება ნათქვამია მსოფლიო ბანკის პროგნოზში. ნავთობის ბაზარზე ირანის დაბრუნება აშშ-ს ეკონომიკას დამატებით 74 მილიარდ დოლარს მოუტანს. როგორც მსოფლიო ბანკის ექსპერტები აცხადებენ 37 მილიარდი დოლარით გაიზრდება ევროკავშირის შემოსავალი.
მოხსენების ავტორთა გამოთვლებით 34 მილიარდ დოლარს დაკარგავს რუსეთი. რუსეთთაან შედარებით ნაკლები, თუმცა მნიშვნელოვანი დანაკარგები ექნებათ OPEC-ის წევრ სხვა იმპორტიორესაც. საერთო ჯამში ეს თანხა 22 მილიარდ დოლარს მიაღწევს აცხადებენ მსოფლიო ბანკში. ამავდროულად მსოფლიო ბანკი რუსეთსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდას პოგნოზირებს.თუმცა როგორც მოხსენებაშია ნათქვამი მისი მოცულობა გაცილებით ნაკლები იქნება ვიდრე ირანისა და ისეთი სახელმწიფოების სავაჭრო ბრუნვა როგორებიც ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი,ინდოეთი და თურქეთი არიან.
მსოფლიო ბანკის მონაცეებით 2000 წელს რუსეთზე ირანული იმპორტის 11% მოდიოდა. 2014 წლისათვის ეს მონაცემი 2%-მდე შემცირდა.
ibusiness.ge