Author Archives: energy

ბახვი 3 ჰესი პიკური სიმძლავრით ამუშავდა

ბახვი 3 ჰესი პიკური სიმძლავრით ამუშავდა

2016 წლის 17 თებერვალს წყლის მოდინებაზე მომუშავე ბახვი 3 ჰესი პიკურ სიმძლავრეზე გავიდა და ხელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების ფონზე ამჟამადაც სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტრონერგია სრული მოცულობით მიეწოდება საქართველოში არსებულ მყიდველს ადგილობრივი მოხმარების მიზნებისთვის, ხოლო ზაფხულის თვეებში იგეგმება ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში ახალციხე-ბორჩხას 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით. 10 მგვტ დადგმული სიმძლავრის ბახვი 3 ჰესი სილქ როუდ ჯგუფისა და ...

Read More »
თბილისში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მორიგი შეხვედრა გაიმართა

თბილისში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეხვედრა გაიმართა

2016 წლის 19 თებერვალს, თბილისში შედგა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეხუთე შეხვედრა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს მონაწილეობით. სამმხრივი ფორმატი წარმოადგენს რეგიონული თანამშრომლობის წარმატებულ მექანიზმს, რომელიც 2012 წლიდან რეგულარულად იმართება, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, ასევე სხვადასხვა დონეებზე. შეხვედრისას მინისტრები მიესალმნენ სამ ქვეყანას ...

Read More »
„ირანული გაზის ხარისხი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ფასიც უფრო მეტია“

„ირანული გაზის ხარისხი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ფასიც უფრო მეტია“

ირანთან უვიზო რეჟიმის აღდგენამ თბილისსა და თეირანს შორის ურთიერთობა ერთბაშად დაათბო და გამოაცოცხლა. განსაკუთრებით ნაყოფიერი ირანის ენერგეტიკის მინისტრ ჰამიდ ჩიჩიანის და კახი კალაძის შეხვედრა აღმოჩნდა. ამ შეხვედრის შემდეგ გახმაურდა, რომ თეირანი და თბილისი საქართველოსთვის 200 მილიონი კუბური მეტრი ირანული გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. პირველი კონტრაქტი შვიდ თვეზე გაფორმდება, თუმცა, საქართველომ სომხეთისგან მისი ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტზე ლიცენზია უნდა მიიღოს. ...

Read More »
ირანული მედია - ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს

ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს

ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს. სტატიას ამ სათაურით ირანული გამოცემა “თეირან თაიმსი” აქვეყნებს. როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, ამის შესახებ ირანის ენერგეტიკის მინისტრმა ჰამიდ ჩიჩიანმა ქართველ კოლეგა კახი კალაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. “შეთანხმებას მივაღწიეთ სამ ძირითად სფეროში: პირველი: ირანი საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს. ირანულ კომპანიებს კაშხალებისა და ელექტროსადგურების მშენებლობის საქმეში საკმარისი გამოცდილება აქვთ, საქართველოს კი, ელექტროენერგიის სფეროში დიდი პოტენციალი გააჩნია. მეორე: ...

Read More »
ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს

ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს

როგორც რუსულ კომპანია „ჩერნომორენერგოში“ განაცხადეს, წყლის დონის მომატებამდე, ოკუპირებულ რეგიონს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს. კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მოხმარების დაწესებული მარაოსებური შეზღუდვა 16 თებერვლიდან გაუქმდა. „ამან საშუალება მოგვცა, მარტის თვეში ელექტრომომარაგების სრული გათიშვა თავიდან ავიცილოთ და ასევე, სრული მოცულობით უზრუნველვყოთ აფხაზეთი ელექტროენერგიით“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკული კოლაფსი ენგურჰესში წყლის კრიტიკულ დონემდე შემცირებამ გამოიწვია. ამის გამო, ოკუპირებულ ...

Read More »
ნავთობის ფასი 6%-ით გაიზარდა

ნავთობის ფასი 6%-ით გაიზარდა

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა გაერთიანების და რუსეთის შეთანხმების შემდეგ იანვრის დონეზე შეინარჩუნონ ნავთობის წარმოების მაჩვენებელი, ირანი გამოდის ინიციატივით ნავთობის ფასი სტაბილიზაციისკენ წაიყვანოს. ირანის ნავთობის მინისტრისა და მისი ვენესუელელი, ყატარელი და ერაყელი კოლეგების შეხვედრაზე მთავარი განხილვის თემა სწორედ ნავთობზე ფასების დასტაბილურება გხლდათ. ამ განწყობამ თავისთავად იმოქმედა გუშინ შავი ოქროს ფასზე და მისი გაძვირება გამოიწვია. კერძოდ ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება ერთბაშად 6%-ით გაიზარდა ...

Read More »
აფხაზეთის ელექტრომომარაგების მოწესრიგება გამრიცხველიანებით და ენგურჰესის ეფექტიანად მართვით არის შესაძლებელი

აფხაზეთის ელექტრომომარაგების მოწესრიგება გამრიცხველიანებით და ენგურჰესის ეფექტიანად მართვით არის შესაძლებელი

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“, ეხმაურება ბოლო დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე ენერგომომარაგების პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებს. „აფბას“ ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა საქართველოს მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება. „ოკუპირებული ტერიტორიის ელექტრომომარაგება ძალიან ქაოტურად ხორციელდება. აფხაზურ მხარეს ენგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის დიდი ნაწილი უფასოდ მიაქვს. რა თქმა უნდა, ენგურჰესის ექსპლოატაციას საკმაო ხარჯები სჭირდება და შესაბამისად ჰესის ოპერირებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა ...

Read More »
ირანი საქართველოში სავარაუდოდ, 200 მილიონი კუბომეტრი გაზის ექსპორტს მოახდენს

ირანი საქართველოში სავარაუდოდ, 200 მილიონი კუბომეტრი გაზის ექსპორტს მოახდენს

თეირანი და თბილისი საქართველოსთვის 200 მილიონი კუბომეტრი ირანული გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ ირანის გაზის ექსპორტის ეროვნული კომპანიის დირექტორმა ალირეზა კამელიმ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს საჯარო და კერძო სექტორი დაინტერესეულია ირანული გაზის შეძენით. „მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, რის შემდეგაც საქართველოში გაზის ექსპორტი განხორციელდება“, – განუცხადა კამელიმ ჟურნალისტებს ირანის ნავთობის მინისტრ ბიან ზანგენესა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა ...

Read More »
კახა კალაძე: აფხაზეთის ელექტრომამარაგების სერიოზული პრობლემები არსებობს

კახა კალაძე: აფხაზეთის ელექტრომამარაგების სერიოზული პრობლემები არსებობს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ინფორმაციით, აფხაზეთის ელექტრომამარაგებასთან  დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს. მინისტრის ინფორმაციით, ელექტრომომარაგებასთან კუთხით, რამდენიმე კვირაა აფხაზეთის ტერიტორიაზე  შეზღუდვები მოქმედებს, თუმცა  მხოლოდ მოხმარების შემცირებამ დეფიციტის საკითხი ვერ მოხსნა და შესაბამისად სერიოზული  საფრთხე  შეექმნა  ჩვენი თანამოქალაქეების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ამ ტერიტორიაზე. “აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არვრცელდება, მაგრამ საქართველო, საერთაშორისო სამართალი და საერაშორისო თანამეგობრობაჩვენი ქვეყნის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს განვიხილავთ, როგორც ერთიანისახელმწიფოს შემადგენელ ნაწილს ...

Read More »
რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

რუსეთი და საუდის არაბეთი, მსოფლიოში ნედლი ნავთობის ორი უდიდესი მომპოვებელი, შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება, თუკი სხვებიც მიჰყვებიან ამ მაგალითს. საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა ალი ალ-ნაიმიმ 16 თებერვალს კატარის დედაქალაქ დოჰაში რუსეთის ენერგეტიკის მინისტრთან, ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ადეკვატური“ იქნება ნავთობის პროდუქციის გაყინვა იანვრის დონეზე. ნაიმის თქმით, კატარი და ვენესუელაც დათანხმდნენ, მონაწილეობა მიიღონ პროდუქციის გაყინვაში, და იმედი ...

Read More »