საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ინფორმაციით, აფხაზეთის ელექტრომამარაგებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს.
მინისტრის ინფორმაციით, ელექტრომომარაგებასთან კუთხით, რამდენიმე კვირაა აფხაზეთის ტერიტორიაზე შეზღუდვები მოქმედებს, თუმცა მხოლოდ მოხმარების შემცირებამ დეფიციტის საკითხი ვერ მოხსნა და შესაბამისად სერიოზული საფრთხე შეექმნა ჩვენი თანამოქალაქეების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ამ ტერიტორიაზე.
“აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არვრცელდება, მაგრამ საქართველო, საერთაშორისო სამართალი და საერაშორისო თანამეგობრობაჩვენი ქვეყნის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს განვიხილავთ, როგორც ერთიანისახელმწიფოს შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ერთნაირად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე. ეს არის ჩვენი კეთილი ნებადა მყარი პოზიცია.
როგორც თქვენთვის ცნობილია საქართველოში ელექტროენერგიის მზარდი მოხმარებაა, მათშორის აფხაზეთის ტერიტორიაზეც. შესაბამისად, წელს განსაკუთრებით მწვავედ დადგააფხაზეთის ელექტრო მომარაგების საკითხი, რადგან შემოსული წყლის რესურსის მცირერაოდენობამ, ვერ უზრუნველყო “ენგურჰესისა” და “ვარდნილი ჰესების” მიერ საკმარისირაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება.
რამდენიმე კვირაა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებს შეზღუდვები, თუმცა მხოლოდმოხმარების შემცირებამ დეფიციტის საკითხი ვერ მოხსნა და შესაბამისად სერიოზული საფრთხე შეექმნა ჩვენი თანამოქალაქეების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ამ ტერიტორიაზე.
შექმნილი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის დამძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მოკლევადიან და ოპერატიოულ გზად მიჩნეულიქნა რუსეთის ფედერაციიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა, რითაც შექმნილივითარება გარკვეუწილად დარეგულირდა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პრობლემის კომპლექსურად გადაწყვეტის საკითხი გაცილებით რთულია და გრძელვადიან პერსპექტივაში საფუძვლიან მუშაობას საჭიროებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
წყარო: gurianews.com