Author Archives: energy

კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული კომპენსაცია "თელასის" ქვითრებში აღარ აისახება

კომუნალური კომპენსაცია ქვითრებში აღარ აისახება

მარტის თვიდან კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია კომპანია “თელასის” ქვითრებში აღარ აისახება. როგორც “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მარტის თვიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, “კომუნალური სუბსიდირების” პროგრამით გათვალისწინებული შეღავათების დარიცხვის წესი შეიცვალა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, “კომუნალური სუბსიდირების” პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ პირებს კომუნალური შეღავათით გათვალისწინებული ფულადი კომპენსაცია დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე. აქამდე აღნიშნული კომპენსაცია პროგრამის ბენეფიციარებს ერიცხებოდათ ...

Read More »
"რუსთავის აზოტი" მუშაობის გაგრძელებისთვის გაზის გაიაფებას ითხოვს

“რუსთავის აზოტი” მუშაობის გაგრძელებისთვის გაზის გაიაფებას ითხოვს

კომპანიას მუშაობა უკვე 1 თვეა შეჩერებული აქვს. მენეჯმენტი აცხადებს, რომ თუ “სოკარისგან” ბუნებრივ გაზზე უფრო დაბალ ტარიფს არ მიიღებენ, საწარმო მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებს. რა ფასად აწვდის “სოკარი” გაზს საქართველოში გაზის ერთ-ერთ უმსხვილეს მომხმარებელს  არ კონკრეტდება. მენეჯმენტი ამბობს, რომ ეს კონფიდენციალურია, თუმცა ის გაცილებით მაღალია საერთაშორისო ბაზარზე დღეს არსებულ ფასთან შედარებით. “თუ არ აღგვიდგება გაზის მოწოდება, მხოლოდ განახლებული კონკურენტუნარიანი ფასით, მაშინ საწარმო ვეღარ გააგრძელებს ...

Read More »
სსე-მ მოლდოველ კოლეგებთან შეხვედრა გამართა

სსე-მ მოლდოველ კოლეგებთან შეხვედრა გამართა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისში მოლდოვეთის ელექტროენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოო გაერთიანების „მოლდელექტრიკა“ მაღალი რანგის წარმომადგენლების და სსე-ის ხელმძღვანელობის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე სსე-ის მენეჯმენტმა მოლდოველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა. მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ მათ კომპანიაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნო და განვითარების ათწლიან გეგმაზე, ქვეყანაში ელექტროენერგიის ზრდის დინამიკაზე და გენერაციის ახალ წყაროებზე ისაუბრა. „მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანია განვითარების ...

Read More »
თებერვალში ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა

თებერვალში ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა

ქვეყნის ნავთობის მინისტრის ბიჯანა ზანგანეს განცხადებით, ნავთობის ექსპორტი გაიზარდა 400 ათასი ბარელით დღე-ღამეში. ამაში შედის გაზის კონდენსატის წარმოებაც. შედეგად, ბირთვული შეთანხმების ხელმოწერის მომენტიდან (2015 წლის 14 ივლისი) ირანიდან ნავთობის ერთობლივი ექსპორტი გაიზარდა 1,75 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში. 2016 წლის 1 მარტისთვის ირანის ნავთობის ყოველდღიურმა წარმოებამ კი, შეადგინა 3,2 მლნ ბარელი. წინა მაჩვენებელი 2,8 მლნ ბარელი იყო. ზანგანე პირობას იძლევა ნავთობის წარმოების კიდევ 500 ათასი ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში ბაქოში გამართულ ენერგეტიკის მინისტრების მეორე სხდომაზე, პროექტის მონაწილე ქვეყნებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ბაქოში, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტის დეკლარაციას მოეწერა ხელი

„სამხრეთის გაზის დერეფნის“ საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში ბაქოში გამართულ ენერგეტიკის მინისტრების მეორე სხდომაზე, პროექტის მონაწილე ქვეყნებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. საქართველოს მხრიდან დეკლარაციას ხელი ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მოაწერა. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტის მონაწილეები, მისი დაფინანსების მიზნით, მხარს უჭერენ ეროვნულ და ევროპულ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გააქტიურებას, აგრეთვე ენერგორესურსების მწარმოებელ, მომხმარებელ და სატრანზიტო ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება-განვითარებას ...

Read More »
"ევროპას სურს შეინარჩუნოს უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი"

“ევროპას სურს შეინარჩუნოს უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი”

ევროკომისია აღიქვამს უკრაინას, როგორც საიმედო პარტნიორს და სურს, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შენარჩუნება, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შევჩოვიჩმა განაცხადა. ” – რასაკვირველია, ჩვენ გვჯერა, რომ გაზის მიწოდების მარშრუტი უკრაინის გავლით უნდა იყოს შენარჩუნებული”,- განაცხადა შევჩოვიჩმა. “მიუხედავად გეოპოლიტიკური დაძაბულობისა ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე, უკრაინამ ბოლო ორი წლის განმავლობაში აჩვენა, რომ ის არის სანდო სატრანზიტო ქვეყანა და ჩვენ გვინდა, რომ ...

Read More »
ოთხ კომპანიას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმები შეუწყდა

ოთხ კომპანიას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმები შეუწყდა

მთავრობამ ოთხ კომპანიას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმები შეუწყვიტა. განკარგულებების თანახმად, შეწყვეტილია საქართველოს მთავრობასა და შპს Royal Haskoning DHV-ს, შპს “ჯორჯიან ჰაიდროფაუერს”, შპს “თრიალეთი 2013”-სა და შპს “ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტს”-ს შორის გაფორმებული მემორანდუმები. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნა, მემორანდუმები კომპანიების მხრიდან დარღვეული პირობების გამო შეწყდა. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, აღნიშნულ კომპანიებთან მოლაპარაკებები გრძელდება. ,,ოთხივე კომპანიამ დაარღვია ის მნიშვნელოვანი პირობები, ...

Read More »
„ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ აქტიური სამშენებლო ფაზა 2017 წელს დაიწყება

„ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ აქტიური სამშენებლო ფაზა 2017 წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ პროექტთან დაკავშირებით საქართველოს თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. „ცხენისწყლის ჰესების კასკადი“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის. იგი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ცხენისწყალზე აშენდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ეწვივნენ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლები, დირექტორი -ენერგეტიკის მიმართულებით ირაკლი მენაბდის ხელმძღვანელობით. ფონდის წარმომადგენლებმა გამგებელთან და გამგეობის სამსახურის უფროსებთან ...

Read More »
Socar-ის პრეზიდენტი - Socar საქართველოს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის

Socar-ის პრეზიდენტი – Socar საქართველოს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის

Socar საქართველოს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის. როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, ამის შესახებ Socar-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა. მისი ცნობით, დაგეგმილია გაზის მოცულობის გაზრდა 500 მილიონი კუბური მეტრით. “ადრე “შაჰ დენიზიდან” საქართველოს წელიწადში 800 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს ვაწვდიდით, ახლა შევძლებთ ამ ხაზით მიწოდების მოცულობის 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას. ასევე 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე მოცულობის გაზრდას გაზსადენით, რომელიც ორ ქვეყანას ...

Read More »
გაზპრომთან მოლაპარაკებები რამოდენიმე დღეში დასრულდება

“გაზპრომთან მოლაპარაკებები რამოდენიმე დღეში დასრულდება”

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, გაზპრომთან მოლაპარაკებები რამოდენიმე დღეში დასრულდება. “ – გაზპრომს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც რამოდენიმე დღეში ჩვენ უკვე დავასრულებთ მოლაპარაკებებს და მივიღებთ იმ შედეგს, რაც სჭირდება ჩვენს დარგს და ჩვენს ქვეყანას”,-განაცხადა კახა კალაძემ. აღნიშნული განცხადება კალაძემ ბაქოდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა, სადაც სოკარის პრეზიდენტს შეხვდა. მისი თქმით, აზერბაიჯანიდან დამატებითი ბუნებრივი აირის მიღებასთან დაკავშირებით შეთანხმება თითქმის უკვე მიღწეულია. რაც ...

Read More »