Author Archives: energy

სემეკმა გამანაწილებელ კომპანიებს მრიცხველის ჩვენებების გასწორება დაავალდებულა

სემეკმა გამანაწილებელ კომპანიებს წესების დაცვა დაავალდებულა. როგორც სემეკში აცხადებენ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართა არაერთმა მოქალაქემ იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ისარგებლეს კომუნალური სუბსიდიით, გამანაწილებელი კომპანიების მიერ მრიცხველების ვადაგადაცილებით წაკითხვის გამო. კერძოდ, მათივე ინფორმაციით, კომპანიებმა მრიცხველებზე ანათვალი აიღეს არა 30-ე დღეს, როგორც ითვალისწინებს კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები, არამედ 32-ე და 33-ე დღეებზე. “კომისიამ გამანაწილებელ კომპანიებს განუმარტა აღნიშნული დარღვევის ...

Read More »
Citigroup-მა ნავთობის გაძვირების მიზეზი დაასახელა

ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის  23 დეკემბრის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  51.20  (+  1.12) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  48.12  (+  1.10)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ხონის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა

სვანეთში კრიპტოვალუტის უკანონო საწარმო ელ. ენერგიას იტაცებდა – “ენერგო პრო”

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას კომპანია ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ადგილობრივმა პოლიციამ მესტიის ცენტრში მდებარე სასტუმრო “ბანგურიანის” დახმარე ნაგებობაში გახსნილი კრიპტოვალუტის საწარმო აღმოაჩინა, რომელიც უკანონოდ მოიხმარდა დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. “მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წილწადში, კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. მაგალითად, სასტუმრო ,,ბანგურიანში“ ...

Read More »

აზერბაიჯანი ბელორუსს ნავთობით უკრაინის გავლით მოამარაგებს

2020 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება ბელორუსში უკრაინის გავლით 880 ათასი ტონას შეადგენს. ამის შესახებ „ნაფტოგაზის“ ნავთობის განყოფილების უფროსმა და სს „უკრტრანსნაფტას“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი გავრილენკომ განაცხადეს. ”ზოგადად, 2020 წლის ბოლოსთვის, აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება Yuzhny MNT – დან ბელორუსის მიმართულებით უკრაინის გავლით 880,000 ტონას შეადგენს, მათ შორის ექსპორტის რეჟიმში 80,000 ტონა”, – თქვა მან. “უკრტრანსნაფტას” და შპს “BNK UK” – ს ...

Read More »

მოვითხოვთ, პარლამენტში სასწრაფოდ დაინიშნოს საჯარო მოსმენა – „კავკასიური სახლი” ნამახვანჰესზე

„მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტში სასწრაფოდ დაინიშნოს საჯარო მოსმენა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თავს კი არ მოიწონებს თავისი თანაპარტიელებისა და მის მიერ განებივრებულ-წახალისებული  „ინვესტორების“  წინაშე, არამედ დარგობრივი კომიტეტის წევრების თანდასწრებით  უპასუხებს ადგილობრივი მოსახლეობის, მოუსყიდავი სპეციალისტებისა და გარემოსდამცველების შეკითხვებს”, –  „კავკასიური სახლი” და „კავკასიური სახლის” მეგობართა კლუბი ეხმაურება ნამახვანჰესის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პრემიერ ...

Read More »

თურქმენეთის ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდებს ხსნის

იანვარ-ნოემბერში, თურქმენეთმა ელექტროენერგიის ექსპორტი 2.4-ჯერ გაზარდა, 2019 წლის 11 თვესთან შედარებით. ქვეყნის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, მარაგების ფიზიკური მოცულობა 2.1-ჯერ გაიზარდა ამჟამად თურქმენეთის ელექტროენერგიის ძირითადი მყიდველები არიან ავღანეთი, ირანი და უზბეკეთი. უახლოეს მომავალში იგეგმება მიწოდების გაზრდა მეზობელ ავღანეთში. იანვარ-ოქტომბერში, თურქმენეთის ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა საწარმოებმა ელექტროენერგიის წარმოება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.3% -ით გაზარდეს. 2020 წლის 11 თვის განმავლობაში ...

Read More »

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განაგრძობს დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის გაზიფიცირებას

ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას. სამუშაოები მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტის 11 დასახლებულ პუნქტში. გოგნაურში, მანასეულში, ხარხეთში, სალაჯურში, პავლეურში, ცივწყაროში, დოლასქედში, ჯუღისი-ვაშლობში, ჩირდილელიანთკარში, გრიგოლიანთკარსა და ჩუბინიანთკარში პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 46 491 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 613 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. ამჟამად, დასრულებულია 3 მუნიციპალიტეტის ...

Read More »

ირანი მადლობას უხდის აზერბაიჯანს

ირანი მადლობას უხდის აზერბაიჯანს “OPEC +”-ის ფარგლებში აქტიური მონაწილეობისა და პოზიციისთვის. ამის შესახებ განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჟან ზანგანმა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვთან შეხვედრაზე. ირანელი მინისტრის თქმით, ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა და მომავალში ასე განვითარდება. “OPEC + – ის ფორმატი და გადადგმული ნაბიჯები ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ძალზე ეფექტურია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ნავთობის ფასის შენარჩუნებას ...

Read More »
ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

ენგურის მოსალოდნელი შეჩერება მომავალ წელს ელექტროენერგიის დამატებით დეფიციტს შექმნის

ენგურის მოსალოდნელი შეჩერება მომავალ წელს დამატებით 0.6 ტვტ.სთ.-მდე ელექტროენერგიის დეფიციტს შექმნის. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული. „ენგურის მოსალოდნელი შეჩერება დამატებით 0.6 ტვტ.სთ.-მდე ელ. ენერგიის დეფიციტს შექმნის 2021 წელს. თუმცა, მომდევნო წლებში გენერაცია მოსალოდნელია გაიზარდოს. 2021-2025 წლებში მოხმარება მოსალოდნელია საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდოს, გენერაციის 4.8%-ით ზრდის ფონზე და 2020 წლის დაბალი გენერაციის გათვალისწინებით. ელექტროენერგიის დეფიციტი ...

Read More »

ევროკავშირს სურს სამხრეთ გაზსადენის დერეფნის გაფართოვების შესაძლებლობის შესწავლა

ევროკავშირს სურს შეისწავლოს სამხრეთ გაზსადენის დერეფნის გაფართოების შესაძლებლობა. ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარელიმ განაცხადა გაზსადენი გათვლილია აზერბაიჯანიდან ევროკავშირში, დასავლეთ ბალკანეთში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე. დეკემბრის ბოლომდე, შაჰ დენიზის საბადოდან აზერბაიჯანული გაზი უნდა მიეწოდოს ევროპელ მომხმარებლებს საბერძნეთსა და იტალიაში TAP მილსადენით, რომელიც სამხრეთ გაზსადენის დერეფნის ბოლო სეგმენტია. 2021 წელს აზერბაიჯანის გაზს მიიღებს ბულგარეთი, საბერძნეთი-ბულგარეთის უდამაკავშირებელი სადენის ...

Read More »