ირანი მადლობას უხდის აზერბაიჯანს “OPEC +”-ის ფარგლებში აქტიური მონაწილეობისა და პოზიციისთვის. ამის შესახებ განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჟან ზანგანმა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვთან შეხვედრაზე.
ირანელი მინისტრის თქმით, ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მაღალ დონეზეა და მომავალში ასე განვითარდება.
“OPEC + – ის ფორმატი და გადადგმული ნაბიჯები ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ძალზე ეფექტურია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ნავთობის ფასის შენარჩუნებას მისაღები დონეზე”, – განაცხადა ზანგანემ.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში “OPEC +”-ის ფორმატი ყველაზე შესაფერისი მექანიზმია და იმისათვის, რომ ის კიდევ უფრო ეფექტური იყოს, გაფართოებას საჭიროებს.
შაჰბაზოვმა დაამატა, რომ აპრილში სანავთობო ბაზარზე არსებული პრობლემა “OPEC +”-ის მექანიზმის წყალობით მოგვარდა.