Author Archives: energy

საქართველომ 29.7 ათასი ტონა ნავთობი და 9 მლნ კუბ. მეტრი გაზი მოიპოვა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში 29.7 ათასი ტონა ნავთობი მოიპოვეს, რაც 2019 წელთან შედარებით, 2.3 მლნ ტონით ნაკლებია. მოპოვებული ნავთობიდან ინვესტორების წილი 17.3 ათასი ტონაა, სახელმწიფოს წილმა კი, 12.4 ათასი ტონა შეადგინა. რაც შეეხება გაზის მოპოვებას – ეს მაჩვენებელი 2020 წელს 9 მლნ კუბ. მეტრს შეადგენდა, საიდანაც 3 მლნ სახელმწიფოს წილი იყო. საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ძებნა-ძიების და ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი: მზისა და ქარის ენერგიების შედეგიანად გამოყენებას ესაჭიროება პიკური ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც დააბალანსებენ მათ ცვალებადობას

ბოლო პერიოდში, მზისა და ქარის ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად მზარდი სექტორია. მათ მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, მაგრამ ფაქტია, რომ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის მზისა და ქარის რესურსების ათვისება თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავაც რჩება.  მსოფლიო გამოცდილების მსგავსად, საქართველოშიც თანდათან აქტუალური ხდება ალტერნატიული ენერგიის წყაროების (მზე, ქარი) ქსელში ჩართვის საკითხი. თუმცა, ისევე, როგორც ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც ენერგეტიკის ხსენებული დარგები ...

Read More »

აზერბაიჯანი რეგიონში ბუნებრივი გაზის უმსხვილეს მწარმოებელთა სამეულში მოიაზრება

2050 წლისთვის აზერბაიჯანს შეუძლია წელიწადში საშუალოდ 40 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი გაზი აწარმოოს. ამის შესახებ აღნიშულია გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) ანგარიშში “Global Gas Outlook 2050”. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ამ მაჩვენებლით, აზერბაიჯანი ევრაზიის რეგიონში მესამე ადგილს დაიჭერს რუსეთისა და თურქმენეთის შემდეგ. ანგარიშსი განმარტებულია, რომ აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის უმეტესი ნაწილი მოდის შაჰ დენიზისა და აფშერონის საბადოებზე, რომლებიც კასპიის ზღვის ოფშორულ ზონებშია განლაგებული.  “2019 წელს ევრაზიის რეგიონიდან 920 ...

Read More »

“ენკა რინიუებლზის” გენერალური მენეჯერი განცხადებას ავრცელებს

ნამახვანჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია “ენკა რინიუებლზის” გენერალური მენეჯერი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “მოგესალმებით,მე ვარ ზეკი ქოჯაოღლუ, “ენკა რინიუებლზ”-ის გენერალური მენეჯერი. უკვე 6 წელია, რაც საქართველოში ვცხოვრობ. მქონდა პატივი, ვყოფილიყავი SCPX- სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების- პროექტში, BP-ის გენერალური კონტრაქტორის ENKA-ს ხელმძღვანელი. ეს პროექტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბედნიერი ვარ, რომ მცირე წვლილი შევიტანე საქართველოს სამომავლო განვითარებაში. გარდა ამისა, საქართველოსთან ...

Read More »
ბულგარეთმა ირანული გაზის იმპორტი, შესაძლოა სომხეთისა და საქართველოს გავლით განახორციელოს

გაზის სამხრეთ დერეფნით თურქმენეთისა და ისრაელის გაზიც გადაიზიდება

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ფოკუსირდება სამხრეთ გაზის დერეფნის (UGK) “მეორე ფაზაზე”, მათ შორის, პროექტის მხარდასაჭერად გაზსადენის ახალი წყაროების მოზიდვასა და ევროპაში გასაღების ახალი ბაზრების საძიებლად. ამის შესახებ “სოკარის” ვიცე-პრეზიდენტმა ინვესტიციებისა და მარკეტინგის საკითხებში ელშად ნასიროვმა განაცხადა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებულ ვებინარზე. მისი თქმით, მომავალში ბინებრივი აირი გაზის სახრეთ დერეფანში შეიძლება მოვიდეს თურქმენეთიდანაც და ისრაელიდანაც, ხოლო UGK–ი გაზს მიაწვდის ბალკანეთის ახალ ბაზრებსაც. ”ამ ეტაპზე SOCAR– ის მიზანია დამატებითი ბაზრების ...

Read More »

რატომ ვერ იქცა ელექტრომობილი პოპულარულ ტრანპორტად

მთავრობის მხრიდან გაწეული ელექტრომობილების პოპულარიზაციის მიუხედავად, ინტერესი ამ ტიპის ავტომობილის მიმართ ჯერ ისევ დაბალ დონეზეა. ამის მიზეზად სპეციალისტები ელექტრომობილის შენახვის მაღალ ხარჯს მიიჩნევენ. როგორც ტრანსპორტის სფეროს ექსპერტი, ავტოიმპორტიორი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, დენზე მომუშავე ავტომობილების დასამუხტი სადგურები ფასიანი ხდება, მომსახურება კი წუთობრივად განისაზღვრება, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მისი თქმით, ფასი ამ შემთხვევაში გაცილებით ნაკლებია იმაზე, რაც ჰიბრიდული მანქანებისთვის საჭირო ბენზინის ღირებულებაა. მისი თქმით, დენზე მომუშავე ავტომობილების ...

Read More »

რა ეტაპზეა ბულგარეთი-საბერძნეთის ინტერკონექტორი

ულგარეთის პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის თქმით, საბერძნეთი-ბულგარეთის ენერგოსაკომუნიკაციო ქსელი (IGB – ბულგარეთი-საბერძნეთის დამაკავშირებელი მილსადენი, იგივე ინტერკონექტორი) გეოსტრატეგიული პროექტია, როგორც ბულგარეთის, ასევე მთელი რეგიონისთვის. მისი განმარტებით, პანდემიამ პროექტი გარკვეულწილად შეაჩერა, თუმცა, ბერძნულ მხარესთან მიღწეულია შეთანხმება, რომ გაზსადენი კომერციულ ექსპლუატაციაში  წელს შევა. ქვეყნის  ენერგეტიკის მინისტრის თემენუჟკა პეტკოვას განცხადებით, მილების წარმოებისა და მიწოდების პროექტი დასრულებულია და ამ დროისთვის ორივე ქვეყანამ მიიღო 187 კმ მილები. “მილსადენის მონაკვეთზე, რომლის სიგრძე 170 კმ-ზე მეტია, ბულგარეთის ...

Read More »
დღეიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი აღდგება

2020 წელს შაჰ-დენიზის მილსადენის დატვირთვა რეკორდულ 11 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა

2020 წლის განმავლობაში საქართველოზე გამავალი, შაჰ-დენიზის მილსადენების, ანუ სამხრეთ კავკასიური მილსადენების (SCP) დატვირთვის მოცულობა რეკორდულად გაიზარდა. გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობამ 11.1 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 21%-ით, ანუ 1.9 მილიარდი მეტრ კუბით მეტია. 2020 წელს რეკორდულ მაჩვენებლამდე ზრდა TANAP-ის პროექტის ექსპლოატაციის აქტიურ ფაზაში გადასვლას უკავშირდება. ამ გაზსადენის დატვირთვა 2014-2017 წლებში საშუალოდ 6 მილიარდი კუბური მეტრი იყო, 2018 ...

Read More »

HYUNDAI-მ ბაზარზე ელექტრომობილი CROSOVER IONIQ-5 გამოუშვა

Hyundai-მ ბაზარზე ელექტრო Crosover Ioniq-5 გამოუშვა. სამხრეთ კორეული ავტომწარმოებელი იმედოვნებს, რომ ეს მოდელი 2025 წლისთვის კომპანიას ელექტრომობილების მსოფლიო მწარმოებლებს შორის მესამე ადგილზე გაიყვანს. Hyundai აცხადებს, რომ ეს მოდელი ელექტრომობილებისთვის განკუთვნილ ახალ პლატფორმაზეა დაფუძნებული, რაც ნაკლებ ფასში უფრო სწრაფ წარმოებას უზრუნველყოფს. Ioniq-5-ი გარკვეულ რეგიონებში ხელმისაწვდომი უკვე წლის პირველი ნახევრიდან იქნება. ავტომწარმოებელი ახალი ქროსოვერის ღირებულებას არ ასახელებს, თუმცა კომპანიის პრეზიდენტის თქმით, ახალი ...

Read More »

ენერგეტიკულ ბაზარზე დენის კონსტრუქციული ფასი დადგინდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, სემეკში, ახალი ენერგეტიკული ბაზრის შესახებ იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ელექტროენერგიის ახალი ბაზრის პირობებში, მომხმარებელთა შესაძლებლობებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა თავისუფალი და კონკურენტული ბაზრის აუცილებლობაზე. „ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე მომხმარებლის როლი და ინტერესი კიდევ უფრო მეტად არის გამოკვეთილი. ჩვენი მიზანია, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი ბაზრის სტრუქტურა, სადაც ბაზრის მონაწილეები ისარგებლებენ თანასწორი, არადისკრიმინაციული პირობებით. მნიშვნელოვანია, ბაზარზე გამჭვირვალედ ...

Read More »