Author Archives: energy

თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის განხორციელებას

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, აქტიურად განაგრძობს მთავრობის მიერ, 2019 წელს შემუშავებული, გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის განხორციელებას. სამწლიანი გეგმის ფარგლებში კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 384 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას განახორციელებს, ააშენებს 3 მკვებავ გაზსადენს, ჩაატარებს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს. 2020 წელს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა 10 რეგიონის, 37 მუნიციპალიტეტის, 213 დასახლებულ პუნქტში. აშენდა ერთი მკვებავი და ...

Read More »
პროექტი „ჯვარი-ხორგა“ ელექტროსისტემის ავტონომიურობას გაზრდის

“ჰესების გარეშე 10 წელიწადში გაზის მოხმარება გაორმაგდება, რაც იმპორტულ რესურსზე უმძიმეს დამოკიდებულებას ნიშნავს”

ახლა სულ ახალი, ცინცხალი მოსაზრება გაჩნდა, რასაც სამხრეთ კავკასიური მილსადენით ტრანზიტის სანაცვლოდ უფასოდ ვიღებთ გაზს, აი, მაგ გაზით ვაწარმოოთ ელექტროენერგიაო და არც ნამახვანი გვინდაო, არც სხვა ჰესებიო. ეს მოსაზრება გოგლა ჟვანიას ეკუთვნის. ეს კაცი პარლამენტის წევრი იყო, ყოველ შემთხვევაში, მასზე დადებითი წარმოდგენის ვიყავი და ვარ, თუმცა ასეთ გულუბრყვილობას თუ იტყოდა, არ მეგონა, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ეკონომისტი ანდრია გვიდიანი ყოფილი პარლამენტარისა ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

რუსეთი აზერბაიჯანის გავლით საქართველოში 150 მ³ გაზის ტრანსპორტირებას განახორციელებს

“სოკარმა” და “გაზპრომ ექსპორტმა” ხელი მოაწერეს ერთთვიან ხელშეკრულებას საქართველოში რუსული გაზის ტრანზიტის თაობაზე, განაცხადა “სოკარის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის მოადგილემ, იბრაჰიმ აჰმადოვმა. ”ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში აზერბაიჯანის გავლით 150 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზი გადაიგზავნება”, – განაცხადა მან. “სოკარმა” და “გაზპრომ ექსპორტმა” ასევე ხელი მოაწერეს მოკლევადიან ხელშეკრულებას აზერბაიჯანის გავლით სომხეთში რუსული გაზის მიწოდებაზთან დაკავშირებით, მილსადენზე განსახორციელებელი ტექნიკური სამუშაოების თაობაზე. სარემონტო სამუშაოების დასრულების ...

Read More »

ენერგეტიკის განვითარების ფონდი – „ნამახვანჰესის“ კასკადის ტენდერის პროცედურები იყო სრულად გამჭვირვალე

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC) მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, „ნამახვანჰესის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ შეირჩა გაუმჭვირვალედ. ფონდის დირექტორის გიორგი ჩიქოვანის თქმით, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ, ახლაც სრულად უფლებამოსილია, ჩაატაროს მსგავსი ტენდერი.აღნიშნული ტენდერი 2015 წელს ენერგეტიკის სამინისტროს ინსტრუქციებისა და პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა. „რაც შეეხება ...

Read More »
ირანი ევროპას ნავთობს 7 დოლარად მიაწვდის

ნავთობის ფასი შემცირდა

2021 წლის  5 აპრილის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  62,15 (-  2,71) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  58,65 (- 2,80)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

მერაბ ლომინაძე: „ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 2022 წლისთვის გადაიდო“

ნამახვანჰესის პროექტის აღმასრულებელი დირექტორის მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანიამ სამშენებლო გრაფიკში ცვლილებები შეიტანა, რის მიხედვითაც კაშხლის მშენებლობა 2022 წლისთვის გადავადდა. „ჩვენ ცვლილება შევიტანეთ ჩვენს სამშენებლო გრაფიკში და სხვადასხვა უბნებზე მშენებლობის ვადები გადავანაცვლეთ – მაგალითად, ჯერ ავაშენებთ საგზაო ინფრასტრუქტურას და მხოლოდ კვლევების ვალიდაციის შემდეგ შევიტანთ დოკუმენტაციას კაშხლის მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად. შედეგად, კაშხლის მშენებლობა 2022 წლისთვის გადაინაცვლებს. ვისაც მსგავსი მასშტაბური პროექტები განუხორციელებია, სწორად ...

Read More »

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად სომხეთი რუსულ გაზს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მიიღებს

2021 წლის 16 მარტს რუსულმა „გაზპრომ ექსპორტმა“ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარმა“ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანსპორტირების მოკლევადიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. „გაზპრომ ექსპორტის“ განცხადებით, გაზსადენ „ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასიის“ (რუსეთ-საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი მილსადენი) გეგმური სარემონტო სამუშაოების პერიოდში სომხეთი რუსულ გაზს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მიიღებს. სამუშაოები, სავარაუდოდ, სამი კვირა გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ სომხეთი გაზს კვლავ ძველი მარშრუტით, პირდაპირ საქართველოს ტერიტორიის ...

Read More »

კრიპტოვალუტა – ცუდი ბიზნესი და ეკოლოგიური კატასტროფა

Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ეკონომისტი დამბის დი მაიო ამტკიცებს, რომ ბიზნესლიდერებმა ბიტკოინში ფული უნდა ჩადონ და ამის სასარგებლოდ 3 არგუმენტს ასახელებს – პირველი – ბიტკოინი კომპანიის რისკების შემცირების საშუალებაა, მეორე – კრიპტოვალუტა განვითარებად ქვეყნებში ბიზნესის წარმოებას ამარტივებს, მესამე – ციფრულ ვალუტებს დიდი მომავალი აქვთ. რამდენად მართალია თავის შეფასებებში დი მაიო? განვიხილოთ მისი არგუმენტები პუნქტებად. ჯერ ერთი, გაუგებარია კრიპტოვალუტას ბიზნეს-რისკების შემცირება როგორ ...

Read More »

გერმანიაში მფრინავი ელექტროტაქსის მოდელი შექმნეს

გერმანულმა კომპანია Lilium მფრინავი ტაქსის eVTOL-ის 7-ადგილიანი მოდელი წარადგინა. ამ მოდელის წარმოებაში ჩაშვება 2024 წლიდან იგეგმება. ამის შესახებ techcult წერს. მფრინავი ელექტროტაქსის მოდელზე კომპანიამ მუშაობა 2018 წელს დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი EASA-ს სერტიფიკატი მიიღო. eVTOL-ის სიჩქარე საათში 280 კილომეტრი იქნება. მფრინავი ელექტროტაქსი 3 000 მეტრის სიმაღლეზე გადაადგილდება.

Read More »

ყველაფერი ნამახვანის შესახებ – მითები და რეალობა

ენერგეტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნამახვანი ჰესი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, ვინაიდან ჰესების მშენებლობა, როგორც ადგილობრივი ელექტროსისტემისთვის, ასევე იმპორტის ჩანაცვლების მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქმეში ჩახედული ექსპერტების თქმით, ნამახვანჰესი ჩვენი ენერგეტიკის ერთ-ერთი საკვანძო პროექტია, რომელიც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში დაგვეხმარება. მისი გამომუშავება საქართველოს ელექტროენერგიის წლიური მოხმარების დაახლოებით 12 პროცენტს შეადგენს. ნამახვანი ჰესის დადგმული სიმძლავრე 430 მგვტ იქნება და შეძლებს 1,5 მლრდ კვტსთ ელექტროენერგიას გამომუშავებას. ...

Read More »