Author Archives: energy

ენგურჰესმა ივნისის თვისთვის რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგია გამოიმუშავა

ესკოს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის ივნისის 28 დღის განმავლობაში მწვანე ენერგიის მწარმოებელი საქართველოს 101 ჰიდრო და 1 ქარის სადგურის მიერ სალტეზე გაშვებული (გასაყიდი) ელექტროენერგიის მოცულობამ 1 221 258 125 კვტ.სთ შეადგინა. მასშტაბური სარეაბილატიციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მყობრში ჩამდგარმა ენგურჰესმა ივნისის 28 დღის განმავლობაში 607 639 121 კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც მწვანე ენერგიის მწარმოებელი 102 სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ...

Read More »
თხუთმეტი ევროპული სახელმწიფო რუსულ გაზზე უარს ამბობს

გაზზე მომუშავე მოწყობილობებზე რეგულაციების გადავადება იმპორტიორებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა

აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება 2021 წლის პირველ სექტემბრამდე გადავადდა, ხოლო უკვე იმპორტირებული დანადგარების ამოყიდვაზე შეზღუდვები საერთოდ მოიხსნა. მიუხედავად შემსუბუქებისა, აირზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტიორების თქმით, აღნიშნული რეგულაცია მათ ბიზნესს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ შეესაბამება აღნიშნული რეგულაციის შინაარსს. კერძოდ, რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში წყალგამაცხელებლები და გაზის გამათბობლები, რომელთაც დღეს ბაზრის უდიდესი ნაწილი უჭირავთ, ქვეყანაში ვერ შემოვა ...

Read More »

კომპანია „თელმიკო“ – ენერგეტიკულ ბაზარზე ცვლილება მოსახლეობას არანაირ სირთულეს არ შეუქმნის

პირველი ივლისიდან თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას განახორციელებს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია „თელმიკო“. აღნიშნული კომპანია აბონენტებს „თელასის“ ნაცვლად მოემსახურება. „თელასის“ ყველა მომხმარებელი, ავტომატურად ხდება „თელმიკოს“ აბონენტი. ელექტრომიმწოდებელი კომპანიის ცვლილება განპირობებულია ენერგოსექტორის მასშტაბური რეფორმით, რომლის ფარგლებშიც, საქართველო ენერგეტიკული ბაზრის ევროპულ მოდელზე გადადის. „აღნიშნული ცვლილება მოსახლეობას არანაირ სირთულეს არ შეუქმნის. მოსახლეობამ, მხოლოდ უნდა გაითვალისწინოს, რომ ივლისის თვეში მომხმარებელი მიიღებს ორ ქვითარს: პირველ ივლისამდე დახარჯული ...

Read More »
რა ცვლილებები შეეხება სოციალური გაზის ტარიფს

ევროპაში ბუნებრივი აირის ღირებულება რეკორდულად გაიზარდა

გასულ კვირას, ევროპის ქვეყნებში ბუნებრივ აირზე ფასები რეკორდულად გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 400 აშშ დოლარს გადააჭარბა. ICE Futures-ზე 28 ივნისს TTF ინდექსზე ივლისის ფიუჩერსებით ვაჭრობა 398 აშშ დოლარზე დაიხურა, ხოლო მეორე დღეს ვაჭრობა 401 აშშ დოლარით გაიხსნა. გაზის ფასის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ბოლო 13 წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ გასული კვირის ბოლოს ევროკავშირის ექსპერტებმა გაზის ფასების რეკორდულ ზრდაში “გაზპრომი” დაადანაშაულეს.

Read More »

BTU-ში მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით პანელური დისკუსია ჩატარდა

„ინიციატივა 5.0-ის“ ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პანელური დისკუსია „მწვანე ტექნოლოგიების“/GreenTech-ის მიმართულებით ჩატარდა. კონფერენციაზე, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ჩატარდა, განხორციელდა BTU-ს კვლევის წარდგენა. პანელური შეხვედრის მიმდინარეობისას, დამსწრე საზოგადოებამ მიმოიხილა როგორც აღნიშნულ სფეროში არსებული გამოწვევები და პოტენციალი, ასევე – საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციები. დისკუსიას ესწრებოდნენ პანელისტები – საქართველოს წამყვანი სპეციალისტები მწვანე ტექნოლოგიების დარგში: მაია მელიქიძე – BTU-ს აფილირებული პროფესორი ...

Read More »
2015 წელს რუსეთში ელექტროენერგიის გენერაცია გაიზარდა

ჩინეთი ელექტროენერგიის უკიდურესი დეფიციტის ეპიცენტრშია

ჩინეთი ელექტროენერგიის უკიდურესი დეფიციტის ეპიცენტრშია, რადგან ექსტრემალური ამინდი, ენერგიის მოთხოვნილება და ქვანახშირის მოხმარების მკაცრი შეზღუდვები სამმაგ დარტყმას აყენებს ქვეყნის ელექტრო ქსელს. ეს არის პრობლემა, რომელიც შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს, რაც ართულებს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას და ზეწოლას ახდენს გლობალურ ვაჭრობაზე. ჩინეთის დაახლოებით ათეულობით პროვინციამ განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მათ ენერგომომარაგების შეზღუდვა შეექმნათ, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის რამდენიმე მნიშვნელოვან დაწესებულებას. ...

Read More »

გოლეთიანი: ინფორმაცია რომ „ენკა“ სამუშაოებს განაგრძობს სიმართლეს არ შეესაბამება

განცხადება ამის შესახებ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია „ენკა” სამუშაოებს განაგრძობს და გვირაბი ხვამლის მთამდეა გაჭრილი, ასევე ინფორმაცია, რომ „ენკას”ხეობიდან ქანები თურქეთში გააქვს,სიმართლეს არ შეესაბამება. გოლეთიანის თქმით, ამ დროისთვის ჰესი არ შენდება. „მოვუწოდებთ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

Read More »

ელექტროსადენები 70%–ით გაძვირდა – „საქკაბელმა“ წარმოება გაზარდა

ელექტროსადენების ბაზარმაც, ისევე როგორც სექტორების უმრავლესობამ, პანდემიისა და ლარის კურსის ცვლილების გამო მკვეთრი ცვლილება განიცადა. კერძოდ, 70%–ით გაძვირდა ნედლეული და, შესაბამისად, გაძვირდა მისგან მიღებული პროდუქტიც. „საქკაბელის“ მმართველი პარტნიორი ედიშერ მამალაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ამის მიზეზი ვალუტის ცვლილებასთან ერთად მსოფლიოში სპილენძის გაძვირებაა, თუმცა, პანდემიის დროს, ადგილობრივი წარმოება, იმპორტთან შედარებით, გაიზარდა. „საკაბელო ბაზარი გაძვრებულია რამდენიმე მიზეზის გამო – ჯერ ერთი, სავალუტო კურსის გამო, რომელიც ...

Read More »

გოლეთიანი ნამახვანჰესის ხელშეკრულების შესწავლაზე: ამ პროცესის მიმართ ნდობა ვერ გვექნება

რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ ნამხვანჰესის ხელშეკრულების შესასწავლად დაგეგმილი თანხის გადახდა ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვაა. “არანაირი შედეგზე ორიენტირებული პროცესი არ არის. აბსოლუტურად არ იწვევს ნდობას იმ ადამიანებისას, ვინც ჩართულია ამ პროცესში. როცა ვხედავთ, რომ თვითონ სახელმწიფო ცდილობს არა ტენდერით, არამედ პირდაპირი შესყიდვით მოიყვანოს ვიღაც კომპანია, რომელიც არ ვიცით, ვინ არის, ჩვენ ამ პროცესის მიმართ ვერანაირი ნდობა ...

Read More »

ნათია თურნავა ხუდონჰესზე: ვიზრუნებთ იმაზე, რომ აქტივები და პროექტი სახელმწიფოს დაუბრუნდეს

„ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებაში, სახელმწიფომ მეტი მონაწილეობა უნდა მიიღოს და თუ არა ერთადერთი მფლობელი, პარტნიორი მაინც უნდა გახდეს“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ხუდონჰესის პროექტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. უწყების ხელმძღვანელის თქმით, საერთაშორისო კონსულტანტის დახმარებით, მთავრობა იზრუნებს იმაზე, რომ აქტივები და პროექტი სახელმწიფოს დაუბრუნდეს. „2011 წელს, შეთანხმება დაიდო ინდურ კომპანია ...

Read More »