Author Archives: energy

თურნავა: „რიონის ხეობის მცველებთან“ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას

მე მაინც ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში „რიონის ხეობის მცველებთან“ ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას და შევთანხმდებით, კომპრომისი მოიძებნება, – ნამახვანჰესის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა გულწრფელი, პატრიოტი ადამიანია, რომლებიც აპროტესტებენ ისე, როგორც მიაჩნიათ სახელმწიფოსთვის სწორად. „მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გადმოსახედიდან პატრიოტიზმი სხვა რამესაც გულისხმობს, რომ ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   21 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74.90 (+  1.39) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.66 (+ 2.02)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რთული იქნება გააგებინო მოსახლეობას, რომელიც ამდენი ხანი შეჩვეული იყო “თელასს”

21 ივნისს თელასის აბონენტებმა მიიღეს შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია: გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის მომწოდებელ კომპანიად 1 ივლისიდან განისაზღვრება შპს „თელმიკო“, მომხმარებელს კომპანია „თელასი“ სთხოვს მრიცხველის ჩვენების მიწოდებას. აღნიშნულმა შეტყობინებამ აბონენტებში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია, მოუწევდათ თუ არა მათ მუდმივად ელექტრომომწოდებლისთვის მრიცხველის მონაცემების თავად გაგზავნა. „კომერსანტი“ კომპანია „თელასს“ დაუკავშირდა, სადაც პასუხად მივიღეთ, რომ აღნიშნული შეტყობინება საინფორმაციო კამპანიის ნაწილია და გამომდინარე იქიდან, რომ 1-ლი ...

Read More »
ხვალ რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 22 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, ა მიკრორაიონების, ხიზამბარელის, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, წყალსადენისა და ჭედიას ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედნის, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ვეკუას, ...

Read More »

პანკისიში “ხადორიჰესის” ინვესტორმა მოსახლეობასთან ახალი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

პანკისის ხეობაში, 2 ჰესის, ჯამში $40 მილიონიანი პროექტის შესახებ „ბიზნესპარტნიორისთვის“ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. საუბარია, “ხადორი 3”-ის და “სამყურისწყალი 1”-ის მშენებლობაზე. როგორც კომპანიის დირექტორი ლაშა იორდანიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მდინარე ალაზანზე, 5.4-მეგავატიანი “ხადორი 3”-თან დაკავშირებით, პანკისის ცნობილი მოვლენების შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა 25 მეგავატიან „სამყურისწყალზე“, ამ შემთხვევაში მოსახლეობის მხრიდან წინააღდგეობა არ არის. როგორც იორდანიშვილი აცხადებს, კომპანიამ ხეობაში მოსახლეობასთან ...

Read More »

ვარლამ გოლეთიანის სიტყვებით, „ენკას“ მანქანებს გადაადგილების უფლებას კვლავ არ მისცემენ

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები გეგმავენ, კვლავ არ მისცენ ჰესის მშენებელი კომპანიის მანქანებს ხეობის მიმართულებით გადაადგილების უფლება. „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, დღეს დილითაც სცადა მძიმე ტექნიკამ მოძრაობა სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, თუმცა აქტივისტებმა სატვირთო ავტომანქანებს ამის საშუალება არ მისცეს. იმისათვის, რომ დაიწყოს მედიაციის პროცესი, ჩვენი პირობები უნდა დაკმაყოფილდეს. პირობებს შორის კი ერთ-ერთია, შეჩერდეს მუშა პროცესი ხეობაში. ამიტომ ბუნებრივია, ვერ მივცემთ ...

Read More »

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი იზრდება

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” განცხადებით: 2021 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 428,5 ათასი ტონა, რაც 29,6 ათასი ტონით ანუ 7,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (398,9 ათასი ტონა) შედარებით და 24.3 ათასი ტონით ანუ 6,0%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (404.2 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის,  2021 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ...

Read More »

“ნამახვანჰესზე” ვასაძის სარეფერენდუმო საკითხი ცესკომ არ დაარეგისტრირა

მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ (ერი) დამფუძნებელ ბიზნესმენს ლევან ვასაძის მიერ ცესკოში წარდგენილ სარეფერენდუმო საკითხის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, – გადაწყვეტილება ამის შესახებ ცესკოს 17 ივნისის სხდომაზე მიიღეს. ვასაძისა და მისმა თანამოაზრეების სარეფერენდუმო საკითხი ნამახვანჰესს შეეხებოდა. კერძოდ, მათ მიაჩნდათ, რომ მოქალაქეებს კითხვა ამგვარი ფორმულებირებით უნდა დასმოდათ: „თანახმა ხართ, თუ არა, რომ ნამოხვანის ჰიდრო-ელექტრო სადგური აშენდეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკას” შორის გაფორმებული ...

Read More »
დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   18 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.51 (+  0,43) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.64 (+ 0,60)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

„ბირჟის მონაწილეები აცხადებენ, რომ 1 იანვარს გარიგებებში სრულფასოვანი ჩართვა გაუჭირდებათ“

„მიუხედავად  ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელობის განცხადებებისა, რომ ბირჟა უკვე მუშაობს სატესტო რეჟიმში და მისი მონაწილეებიც აქტიურად არიან ჩართულნი გარიგებებში, მინდა გითხრათ, რომ  რეალურად არათუ ახლა, არამედ ექვსი თვის შემდეგაც გაუჭირდებათ  ბირჟის მონაწილეებს სავაჭრო გარიგებებში სრულფასოვნად ჩართვა“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა. აფბას ხელმძღვანელის თქმით, დღეისათვის ბირჟაზე სატესტო  გარიგებებში მხოლოდ 56 ...

Read More »