Author Archives: energy

“მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის გასხვისება კერძო პირზე, თუნდაც ის ქართველი იყოს”

იწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. მისივე თქმით, მიუღებელია, როდესაც  დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში. „ხაზგასმით მინდა, ვთქვა, ...

Read More »

სოფელ გუმათში რკინის კედლის ერთი ნაწილი აიღეს

სოფელ გუმათში რკინის კედლის ერღი ნაწილი აიღეს. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები და მოძრაობა კვლავ შეზღუდულია. ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით ისევ რჩება რკინის ჯებირები. საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, მათი სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი სწორედ ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანაა. რაც შეეხება კიდევ ორ მოთხოვნას, ეს არის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება და პროტესტის ნამოხვანში გაგრძელება. აქციის ორგანიზატორები ექსპერთა საბჭოს შექმნის ინიციატივასაც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ვიდრე მათ ...

Read More »

“„ნამახვანჰესი“ არ არის საერთაშორისო პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს, ქართულ საზოგადოებას ემსახურება”

„ნამახვანჰესი“ არ არის საერთაშორისო პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს, ქართულ საზოგადოებას ემსახურება, – ამის შესახებ კომპანია „ენკას“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. „ეს პროექტი წლების განმავლობაში დაიცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ლომინაძემ. მისი თქმით, კომპანია „ენკა“ არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანია და ის ქართული კომპანია, რომელიც ქართულ საქმეს ემსახურება. „დიახ, ...

Read More »

მოვუწოდებთ ყველა ორგანიზაციას, მოგვაწოდოს თავისი კანდიდატები „ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შესაქმნელად

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას, მოგვაწოდოს თავისი კანდიდატები „ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შესაქმნელად, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ დღეს „ნამახვანჰესის“ საკითხზე შედგა შეხვედრა. „ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ამ პროექტის ირგვლივ რომ უფრო მეტი ნდობა შეიქმნას და ის სპეკულაციური ინფორმაციები, რომლებიც ტრიალებდა ამ პროექტის ირგვლივ, უბრალოდ მოიხსნას.დღეს დაახლოებით 80-მდე კვლევა გასაჯაროვდა, 80-მდე ფაილი თავისი დანართებით და გარკვეული ...

Read More »
ნამახვანჰესის კასკადის ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს და არსებულ კითხვებს უპასუხეს

2021 წელს სამი ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2021 წელს სამი ჰიდროელექტროსადგური – საშუალა ჰესი 1, სხალთა ჰესი და დვირულა ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 19 მგვტ-მდეა. საშუალა ჰესი 1-ის დადგმული სიმძლავრე 8 მგვტ-ს შეადგენს, რომლის საპროექტო გამომუშავება 34,7 მლნ კვტ.სთ იქნება. 9 მგვტ-ის სიმძლავრის სხალთა ჰესი წარმოადგენს შუახევის ჰესების კასკადის ნაწილს. კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრე 187 მგვტ-ია, საშუალო წლიური გამომუშავებით 450 ...

Read More »

“დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება”

ჩვენი მოთხოვნით, ნამახვანი ჰესის მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ გაასაჯაროვა ყველა კვლევა, რაც დაკავშირებული იყო პროექტის მომზადებასთან – ეს არის გარემოსდაცვითი, გეოლოგიური, საინჟინრო და სხვა სახის კვლევები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს შედგება შეხვედრა, რომელზეც მოწვეულია ყველა ის სპეციალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი, ვინც საჯაროდ გამოხატა ინტერესი ან გამოთქვა გარკვეული ...

Read More »

“რიონის ხეობის მცველების” განმარტება ბიზნესმენ ილია ძოწენიძის პროტესტში მონაწილეობაზე

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ლიდერის, მირზა ნოზაძის თქმით, ბიზნესმენ ილია ძოწენიძეს მათთვის დაფინანსება არ შეუთავაზებია და ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ილია ძოწენიძე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციებს აფინანსებდა, გუშინ გაავრცელეს სოციალურ ქსელებსა და მედიის ნაწილში. ამ ინფორმაციის თანახმად, ძოწენიძე რუსეთში არაერთ ბიზნესს ფლობს, ის თავის დროზე მედვედევს ჰყავს დაჯილდოებული წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის და წარსულში საქართველოში ...

Read More »

სომხეთი ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე მუშაობს

სომხეთი რუს პარტნიორებთან ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენების საკითხზე მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა განაცხადა. „ჩვენ ვგეგმავთ ახალი ატომური ელექტროსადგურის ქონას და უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ამ საკითხზე პარტნიორებთან რუსეთში. ჩვენ ასევე გვაქვს წინადადებები სხვა ქვეყნებიდანაც“, – განაცხადა პაპიკიანმა და დასძინა, რომ მისი ერთ-ერთი მოადგილე და სომხეთის ატომური ელექტროსადგურის დირექტორი ვიზიტით რუსეთში იმყოფებიან. ...

Read More »

“ელგრინი“ მარტში განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფებს ასაჯაროებს

ენერგეტიკულმა კომპანია „ელგრინმა 2021 წლის მარტში განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფები გაასაჯაროვა. როგორც კომპანის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „ელგრინი“ განაგრძობს 2021 წლის იანვრიდან დაწყებულ პრაქტიკას და საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობებსა და ტარიფებს ყოველთვიურად აქვეყნებს. კომპანიის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა  603.7 მილიონი კილოვატ/საათი შეადგინა. აქედან, 329.3 მილიონი კილოვატ/საათი – რუსეთიდან, 191.1 მილიონი კილოვატ/საათი – აზერბაიჯანიდან, ...

Read More »
ნამახვანჰესი დაპატარავდა, შემდეგი ხუდონჰესია

როგორ გადავჭრათ „ნამახვანჰესის“ პრობლემა?

წინამდებარე თვალსაზრისი მთავრობას სთავაზობს „ნამახვანჰესის“ ირგვლივ შექმნილი პრობლემის გადაჭრის გზას იმდაგვარად, რომ ჰესის მშენებლობა გაგრძელდეს და მოსახლეობას დაუკმაყოფილდეს საკუთარი ლეგიტიმური ინტერესიც. თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანია და აუცილებელი მიდგომის საკითხია, თუმცა მისი განხორციელება, ისევე როგორც სხვა ბევრ სფეროში, არ ეფუძნება 2 მთავარ ასპექტს: 1. საერთო ეროვნული პოლიტიკის განმსაზღვრელი ეფექტიანი სტარტეგია და 2. მოსახლეობის ლეგიტიმური ინტერესის დაცვა. ასეთი ბიზნეს მოდელი ...

Read More »