Author Archives: energy

ნიკა ნანუაშვილი: “უ-ჰესოდ საქართველო კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება იმპორტირებულ, ძვირიან ელენერგიაზე”

საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს ეხმიანება. ის წერს, რომ ამ შემთხვევაშ მნიშნელოვანია ადამიანებს, რომლებიც აქციას მართავენ ჰესების მშენებლობის მნიშნელობა აუხსნან. “ყველა ადამიანს აქვს უფლება: 1. იცოდეს სიმართლე2. გააკეთოს არჩევანი სიმართლის არცოდნა აპრიორი გამორაცხავს არჩევანის გაკეთების უფლებას “არა ჰესებს” კამპანია ამის ცოცხალი მაგალითიასიმართლე კი შემდეგია: ა) დიახ, ჰესებს აქვთ გავლენა კლიმატზებ) დიახ, ჰესის მშენებლობა ...

Read More »

ზურაბ ჯაფარიძე: ვინმეს სჯერა რომ მილიარდ დოლარს ჩადებს რომელიმე ჭკუათმყოფელი პროექტში, რომელიც დაინგრევა?

გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, როგორც კი ნამახვანჰესის აქციაზე ბევრი ხალხი დაინახეს, მაშინვე დაიწყო პროტესტზე კაპიტალიზაციისა და სათავეში მოქცევის მცდელობები. ჯაფარიძე აცხადებს, რომ პრობლემა საკუთრების უფლების ფორმალურ გაუმიჯნაობაში, აქტივების ფორმალურად სახელმწიფოს ხელში არსებობასა და რეალურ მესაკუთრეთა უფლებების შელახვაშია. გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერის Facebook პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „როგორც კი ბევრი ხალხი დაინახეს, ეგრევე დაიწყო პროტესტზე კაპიტალიზაციის და ...

Read More »

“ისევ უმუშევრობა, ისევ შიმშილი, ისევ გაზრდილი ფასები, ისევ იმპორტული დენი და ეს ყველაფერი ჩვენივე ქართველების ხელით”

ენერგეტიკოსი გიორგი მარგებაძე “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ ქუთაისში გუშინ გამართულ პროტესტს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება: “30 მეტრიანი ტალღა წალეკავს ქუთაისს. სურათზე, რომელიც ავტვირთე ნაჩვენებია ქუთაისი და მის თავზე კი წითლად მოხაზულია ორი ჰესი (დაახლოებით 55 წლის წინ აშენებული) გუმათი-1 და გუმათი-2 ჰესები, ყვითლად მოხაზული ნამახვანის ტერიტორიაა.შეკითხვა: 1. გაანალიზეთ და ამიხსენით, რომელ სამყაროში და რომელი გრავიტაციული კანონების მიხედვით შეიძლება ნამახვანი იყოს ქუთაისისთვის საშიში, ...

Read More »

ღია საზოგადოების ფონდი რიონის ხეობის მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებს

ღია საზოგადოების ფონდი რიონის ხეობის მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: “28 თებერვალს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა, მშვიდობიანი პროტესტი გამართეს. ადგილობრივ თემს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა შეუერთდა. ბოლო წლების განმავლობაში, სოლიდარობის  ამგვარი თვითორგანიზებული მრავალრიცხოვანი აქცია ხშირად არ გვინახავს. ენერგოდამოუკიდებლობის მოტივით, ჰესის მშენებლობა მდინარე რიონის ხეობაში, სოფელ ტვიშსა და სოფელ ჟონეთს შორის არის დაგეგმილი. ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე ...

Read More »

„ლელო“ ნამახვანჰესზე: ჰესების თანამესაკუთრეები ადგილობრივი მაცხოვრებლებიც უნდა გახდნენ

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სოლიდარობას უცხადებს ნამახვანის ჰესის მშენებლობის სამოქალაქო პროტესტს და აცხადებს, რომ „ლელო“ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერების მხარდამჭერია, რისთვისაც ქვეყნის ჰიდრორესურსები გონივრულად უნდა იქნეს გამოყენებული. „თუმცა ჩვენ ვემხრობით მხოლოდ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს ბუნებასა და ადგილობრივ მოსახლეობას. სამწუხაროდ, ნამახვანის ჰესის კასკადის არსებული პროექტი არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ის არის გამართული და არ წარმოშობს საფრთხეს როგორც ...

Read More »

ირანი ბირთვული პროგრამის შესახებ აშშ-სთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

ირანმა, ბირთვული პროგრამის სამოქმედო გეგმის შესახებ, ევროკავშირსა და აშშ-ს პირდაპირ მოლაპარაკებაზე უარი განუცხადა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს. გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამან, შესაძლოა, დასავლეთის ქვეყნებსა და ირანს შორის დაძაბულობის ზრდა გამოიწვიოს. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა, 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების საკითხზე ირანთან მოლაპარაკებები დაიწყოს, თუ ირანი აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებს. 

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა განხორციელდეს

ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ქვეყანაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა განხორციელდეს, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვისა და ეკონომიკის განვითარებისთვის ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა აუცილებელია. „ჩვენი მოხმარება 2030 წლისთვის დაახლოებით 20 მილიარდი კილოვატ/საათი იქნება. ანუ ჩვენ დამატებით გვჭირდება 8-9 მილიარდი კილოვატ/საათი 10 წელიწადში. იმისთვის, რომ ჩვენი მოხმარება დავაკმაყოფილოთ, აუცილებელია გვქონდეს ჩვენი საკუთარი ...

Read More »

რა მოცულობის გაზის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანმა თურქეთსა და საქართველოში?

აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის იანვარში მთლიანობაში 1,120,220,670 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა. ინფორმაციის თანახმად, გასულ თვეში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის საერთო ღირებულებამ შეადგინა 100,026,390 აშშ დოლარი. აქედან 1,007,604.850 კუბური მეტრი მიეწოდა თურქეთს, ხოლო 112,615,820 კუბური მეტრი – საქართველოს. იანვარში თურქეთში ექსპორტირებული ბუნებრივი გაზის საერთო ღირებულებამ 87 629 870 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოში – 12 396 520 დოლარი. ნინო სამადაშვილი

Read More »

OMV PETROM-ი საქართველოს წყლებში ნავთობისა და გაზის საძიებო ლიცენზიაში $1.6 მლნ-ს გადაიხდის

ავსტრიულ-რუმინული კომპანია OMV Petrom-ი შავ ზღვაზე, საქართველოს წყლებში არსებულ მეორე სალიცენზიო ბლოკზე ლიცენზიისთვის 1.6 მლნ დოლარს გადაიხდის. წილობრივი განაწილების ხელშეკრულება აღმოსავლეთ ევროპულ კომპანიასთან 25 წლის ვადით, 5 წლიანი გაგრძელების უფლებით გაფორმდება. კომპანიამ პირველი ერთი წელი გარემოზე ზემოქმედების შესწავლას და ანგარიშის მომზადებას უნდა დაუთმოს,  კიდევ მაქსიმუმ 6 წელი კი, ნავთობისა და გაზის ძებნის და ბურღვითი სამუშაოების ფაზაა. რა მოცულობის გაზი ან ნავთობი შეიძლება ...

Read More »

ბიტკოინის ფასი სწრაფი ტემპით ეცემა

ინტერნეტ პორტალი CoinDesk-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია. 28 თებერვლის მდგომარეობით კრიპტოვალუტის ღირებულება 44 570 აშშ დოლარამდე შემცირდა.  გასულ დღეს ბიტკოინი 47 656 აშშ დოლარი ღირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მისი ღირებულება 6,14%-ით დაეცა.  მიმდინარე თვის დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს, 58 ათასს გადააჭარბა. ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და ...

Read More »