გიორგი ჩიქოვანი: ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა განხორციელდეს

ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ქვეყანაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა განხორციელდეს, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვისა და ეკონომიკის განვითარებისთვის ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა აუცილებელია.

„ჩვენი მოხმარება 2030 წლისთვის დაახლოებით 20 მილიარდი კილოვატ/საათი იქნება. ანუ ჩვენ დამატებით გვჭირდება 8-9 მილიარდი კილოვატ/საათი 10 წელიწადში. იმისთვის, რომ ჩვენი მოხმარება დავაკმაყოფილოთ, აუცილებელია გვქონდეს ჩვენი საკუთარი საშუალებები და ეს არის რაღაც ახალი იდეა. ყველა ქვეყანა ამის მიმართავს. მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს საკუთარი რესურსით დააკმაყოფილოს ელექტროენერგიაზე მოთხოვა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ქუთაისში ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანია „ენკას“ მიერ მშენებლობის ფარგლებში, იგეგმება რიონის ხეობის დატბორვა, რასაც ისინი არ დაუშვებენ. ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას, ტრადიციულად, სოციალური ქსელით გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს აქციის მონაწილეებს და მიიჩნევს, რომ ჰესი ქვეყანაში არ უნდა აშენდეს. საკუთარი ნათქვამის უფრო მეტი არგუმენტაციისთვის, სააკაშვილი ამბობს, რომ ჰესების მშენებლობაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ბუნების შენარჩუნებაა.

Leave a Reply