Author Archives: energy

კარდანო – მორიგი დიდი კრიპტოვალუტა

ბოლო სამი თვის განმავლობაში კარდანოს მეტეორული ზრდა კრიპტოვალუტებში ყველაზე გამოცდილი ინვესტორების ყურადღებას იპყრობს. კარნადო საბაზრო ღირებულების მიხედვით მესამე უდიდესი კრიპტოვალუტაა ბიტკოინის და ეთერიუმის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ არ გააჩნია მრავალი ისეთი ფუნქცია, რომელიც მის უკვე თავდამკვიდრებულ კონკურენტებს  აქვთ, ამას ხელი არ შეუშალა კარდანოსთვის Reddit- ზე ლოიალური მიმდევრების მოეპოვებინა. თუმცა კარდანომ, ასევე Reddit-ის ფავორიტი GameStop-ისგან განსხვავებით, ამ დრომდე შეძლო ...

Read More »

2021 წლის თებერვალში აზერბაიჯანში ნავთობის ყოველდღიურმა მოპოვებამ 741 ათას ბარელს მიაღწია

2021 წლის თებერვლის თვეში აზერბაიჯანში ნავთობის ყოველდღიური მოპოვებამ  (კონდენსატთან ერთად) 741 ათასი ბარელი შეადგინა.  ამის შესახებ განაცხადეს აზრბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროში. სამინისტროს ცნობით, აქედან 593 ათასი  ბარელი იყო ნედლი ნავთობი, ხოლო 148 ათასი ბარელი  კონდენსატი. აღსანიშნავია, რომ „OPEC +“-ის ქვეყნების მიერ ნავთობის ყოველდღიური მოპოვების  შემცირება აპრილის თვეში 6,9 მილიონი ბარელი იქნება.

Read More »

IAEA-ის ხელმძღვანელის თქმით, აშშ შეიძლება დაუბრუნდეს ირანის ბირთვულ პროგრამაზე გარიგებას

გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ აშშ შეიძლება დაუბრუნდეს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს მიღწეულ გარიგებას, მაგრამ აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა გამოთქვას მოლაპარაკებებში მონაწილეობის სურვილი. გროსიმ ეს განცხადება 16 მარტს გააკეთა ევროპარლამენტის სამი კომიტეტის წინაშე ონლაინ რეჟიმში გამოსვლისას. აშშ-მა შეთანხმება 2018 წელს მიატოვა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს სურს, ...

Read More »

2023 წლიდან მსხვილ საწარმოებს გარემოსდაცვითი რისკების ფინანსური დაზღვევის ვალდებულება უჩნდებათ

2023 წლიდან მსხვილმასშტაბიან საწარმოებს გარემოსდაცვითი რისკების ფინანსური დაზღვევის ვალდებულება უჩნდებათ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, თუკი საწარმო დააბინძურებს გარემოს მას უჩნდება თავადვე გამოასწოროს და გაიღოს შესაბამისი ხარჯები. „თუკი საწარმო დააბინძურებს და დროულად არ შეასრულებს დაბინძურების აღმოსაფხვრელად აუცილებელ ღონისძიებებს, მის მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა იქნება ძალიან მაღალი. აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პირველია, სადაც შეიქმნება გარემოს დაცვითი ფონდი. ეს არის საყოველთაო ...

Read More »

ბილ გეითსი ახალი თაობის ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

ბილ გეითსის ამერიკულმა კომპანია TerraPower-მა, რომელიც GE Hitachi Nuclear Energy-სთან ერთად ბირთვულ რეაქტორს ამუშავებს მოძრავ ტალღაზე, ახალი თაობის ატომური ელექტროსადგურის (NPP) მშენებლობის შესახებ განაცხადა, იუწყება პორტალი Robot-review.com. პროექტს Natrium (ნატრიუმი) დაარქვეს, რომლის ფარგლებშიც, მწარმოებლებს სურთ შექმნან რეაქტორი ნატრიუმით. ახლა უკვე ბევრი კომპანია ეძებს განახლებადი ენერგიის ვარიანტებს, რათა უარი თქვან წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე. სათბურის გაზების ემისიის შემცირება მოითხოვს არა მხოლოდ იაფი ...

Read More »

ნავთობის ფასი ისევ შემცირდა

2021 წლის 17  მარტის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.00 (-  0,39) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  64.60 (- 0,20)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

“ეკონომიკის განვითარებამ ენერგორესურსების განვითარებას სერიოზულად გაუსწრო”

“ჩვენი ეკონომიკის განვითარებამ სერიოზულად გაუსწრო ადგილობრივი ენერგორესურსის განვითარებას, ეს დიდი პრობლემაა“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც მინისტრი ამბობს, ეს სხვაობა სწრაფად უნდა აღმოიფხვრას, ამისთვის კი, ჰესების მშენებლობის პროექტები უნდა განხორციელდეს. “აშკარაა, რომ ჰესების მშენებლობის საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, რადგან ცალკეულ შემთხვევაში, არა მარტო მსხვილი ჰესების, არამედ მცირე ჰესების შემთხვევაშიც ჩვენ გვხდება გარკვეული პრობლემები – გარემოსდაცვითი კუთხით, მოსახლეობასთან ...

Read More »

“ელექტროენერგიის 70% იმპორტირებულია, განახლებადი ენერგორესურსების ათვისება მნიშვნელოვანია”

ქვეყანაში გუშინ ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის საკითხს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში აფასებენ. გაერთიანებაში საკუთარი წარმოების ელექტროენერგიის მნიშვნელობაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რამდენად მოწყვლადი შეიძლება იყოს მეზობლებზე დამოკიდებულება. „ეს არის ზუსტად ის რასაც ვპროგნოზირებდით, რომ 5-10 წელში ჩვენ აღარ გვეყოფა გადამცემი ხაზების სიმძლავრეები იმპორტის განსახორციელებლად. სამწუხაროდ ეს გაცილებით ადრე მოხდა. გაზის მოწოდება შემცირდა მეზობლებისგან, რამაც შეამცირა ჩვენი თბოსადგურების მიერ ელექტროენერგიის ...

Read More »

კრიპტოწარმოება საქართველოს ენერგოდეფიციტის 78%-ს შეადგენს

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. გამონაკლის 2020 წარმოადგენდა. დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც მზარდი ეკონომიკის გარდა ელექტროენერგიაზე დამატებით მოთხოვნას კრიპტომაინინგიც ქმნის. უფასო ან იაფი დენის ხარჯზე მაინინგისთვის მიმზიდეველ ადგილებად ოკუპირებული აფხაზეთი, სვანეთი, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლები და ბიტფური რჩება.  საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ყველაზე დიდი მოცულობის კრიპტომაინინგს ბიტფური ახორციელებს. 2020 წელს ბიტფურის მოხმარებამ 132 მლნ კვტ/სთ შეადგინა, მთლიანი მოხმარების 1.1%, რაც ...

Read More »

კონკურენცია გარანტიაა, რომ ფასები სწრაფად არ გაიზრდება

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საწვავის ფასების ზრდას მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება განაპირობებს. თუმცა, ნათია თურნავა ქართულ ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე საუბრობს, რაც მისი აზრით, საწვავზე ფასების სწრაფად ზრდას გამორიცხავს. “ბენზინის ფასები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტების ფასებზე. ბოლო დროს, სამწუხაროდ, არის ზრდის ტენდენცია. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ასე პირდაპირ არ აისახოს ამ ბაზარზე. პირველ ...

Read More »