Author Archives: energy

ფრიდონ ინჯია: თუ „ენერგეტიკულ ბირჟასთან“ დაკავშირებულ საკითხებს პარლამენტი განიხილავს, მხოლოდ მივესალმები

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ “საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის” ამოქმედება დათქმულ ვადებში ვერ ხერხდება და გაურკვეველი დროით გადაიდება. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ხელისუფლებას მიმართა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, დანიშნოს საპარლამენტო მოსმენა „ენერგეტიკული ბირჟის“ დათქმულ ვადებში რეალურად ვერამოქმედების მიზეზების გარკვევის მიზნით. ამ თემაზე “აიპრესის” კითხვებს პარლამენტარმა ფრიდონ ინჯიამ უპასუხა. – ბატონო ფრიდონ, გავრცელებული ინფორმაციით, “საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა” დათქმულ ...

Read More »

Bitcoin-ის ფასი მასკის განცხადების შემდეგ 3 თვის მინიმუმამდე დაეცა

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ აღარ გაყიდდა Tesla-ს მანქანებს Bitcoin-ში, კრიპტოვალუტის ბაზარი შეირყა. Bitcoin-ის ფასი $42,200-მდე დაეცა, ეს კი 3 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია. კრიპტოვალუტის ბაზარზე ფასების ნახვა შესაძლებელია სავაჭრო პლატფორმა Binance-ზეც. აღსანიშნავია, რომ Bitcoin-ის ფასის ვარდნას, მატებაც მოჰყვა და ამ მომენტისთვის მისი ფასი $45 000-ია. ექსპერტების აზრით, ეს იმის მანიშნებელია, რომ უძვირესი კრიპტოვალუტის მიმოქცევა “ჯანმრთელია” და ეს ...

Read More »
ელექტროენერგიის ფასები საქართველოსა და თურქეთში

გემიური სამუშაოების გამო 19 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გემიური სამუშაოების გამო 19 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ბეთანიის, კოჯორის (ნაწილობრივ), სოფელი დიდების, ქვემო ფონიჭალის (ნაწილობრივ), რუსთავის გზატკეცილის, ბესიკის, ყიფიანის (ნაწილობრივ) და კოტეტიშვილის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »

ბექა ლილუაშვილი: „ენერგეტიკული ბირჟის“ გახსნა არის ერთ-ერთი პრინციპული საკითხი ბაზრის ფორმირებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ დღეს განცხადება გაავრცელა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, დანიშნოს საპარლამენტო მოსმენა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დათქმულ ვადებში რეალურად ვერამოქმედების მიზეზების გარკვევის მიზნით. ამ თემაზე “აიპრესის” კითხვებს პარლამენტარმა ბექა ლილუაშვილმა უპასუხა. – ბატონო ბექა, გავრცელებული ინფორმაციით, “საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა” დათქმულ ვადაში,  მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ვერ ამოქმედდება და მისი მუშაობის დაწყება გაურკვეველი ვადით გადაიდო. არასამთავრობო ...

Read More »

გერმანიამ, საკუთარ საზღვაო წყლებში, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა

გერმანიამ, საკუთარ საზღვაო წყლებში, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ნებართვა საზღვაო ნავიგაციისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა სამსახურმა (BSH) გასცა, რომლის მიხედვით, კონსორციუმს, მაისის თვეში გერმანიის საზღვაო წყლების ორკილომეტრიან მონაკვეთზე შეეძლება მილების მშენებლობა. მშენებლობა გარემოს დაცვითი ორგანიზაციების მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის შედეგად იყო შეჩერებული. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ყველა ინტერესის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ მოხდა. ორკილომეტრიანი ...

Read More »

“„ენერგეტიკული ბირჟის“ ამოქმედების გადადების მიზეზი სერიოზული კორუფციული ინტერესებია”

დღეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ განცხადება გაავრცელა და საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, დანიშნონ საპარლამენტო მოსმენა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დათქმულ ვადებში რეალურად ვერამოქმედების მიზეზების გარკვევის მიზნით. ამ თემაზე “აიპრესის” კითხვებს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ უპასუხა. – ვერ მოაბეს თავი, მაგრამ უნიათოებიაო რომ უძახო, ესიამოვნებათ კიდევაც. აქ სერიოზული კორუფციული ინტერესებია. გაკოტრებული ელექტროსისტემის პრივატიზაცია უნდათ სიმბოლურ ფასად და უკვე “მყიდველებიც” არიან ...

Read More »

G20–ის ქვეყნები განახლებადი ენერგიისთვის სახსრებს გამოყოფენ

COVID-19 პანდემიის დაწყებიდან, 2020 წლის დასაწყისში, G20–ის ქვეყნების მთავრობებმა მინიმუმ 648.60 მილიარდი დოლარი გაიღეს ენერგეტიკის სხვადასხვა დარგების მხარდასაჭერად, ნათქვამია მოხსენებაში, რომელსაცა Energy Policy Tracker აქვეყნებს. G20–ის ქვეყნებმა მინიმუმ 293.1 მილიარდი დოლარი გამოყვეს წიაღისეული საწვავისთვის (63,93 აშშ დოლარი ერთ სულ მოსახლეზე), საიდანაც 213,09 მილიარდი დოლარი მოდის ნავთობსა და გაზზე, ხოლო 43,70 მილიარდი დოლარი – ნახშირზე. 246,06 მილიარდი დოლარი გამოიყო სუფთა განახლებადი ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს

როგორც ცნობილია, საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება ენერგეტიკული სექტორის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის ამოცანაა ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ენერგეტიკის სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა და მომხმარებლებისათვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ახალი ბაზრის მოდელის კონცეფციით ბაზრის გახსნისთვის დაგეგმილი ეტაპების მიხედვით, უნდა გაიზარდოს იმ მომხმარებელთა და, ასევე, გენერაციის მოცულობის წილი, რომლებიც ვაჭრობენ ენერგეტიკულ ბაზრებზე, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ...

Read More »
ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

განახლებადი ენერგიის ზრდა წელს სავარაუდოდ, შენელდება

2020 წელს რეკორდული ტალღის და მთავრობის მხარდაჭერის პროგრამების ამოწურვის შემდეგ, გლობალური განახლებადი ენერგიის სიმძლავრეების ზრდა წელს, სავარაუდოდ, შენელდება. International Energy Association-ის ანალიზის თანახმად, დეველოპერები წელს დაახლოებით 270 გიგავატ ახალ მწვანე ენერგიის სიმძლავრეებს ააშენებენ, რაც დაახლოებით 3%-ით ნაკლებია 2020 წელთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ პრე-პანდემიურ დონეს მაინც აჭარბებს, მწვანე ენერგია ბევრად უფრო სწრაფად უნდა განვითარდეს, რათა მსოფლიოს კლიმატის მიზნებს მიაღწიოს. ”განახლებადი ენერგია ამჟამად სწრაფად ფართოვდება, მაგრამ ის ...

Read More »

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ზეგავლენა ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე

ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ, პორტები და ოფშორული ინფრასტრუქტურა კვლავაც რჩება რისკის ზონად, რადგან ბუნებრივია, ძალიან მაღალია მათი დაზიანების შესაძლებლობა. კონფლიქტის გაჭიანურების შეთხვევაში, ცხადია, რისკი კიდევ უფრო გაიზრდება. ბოლო 12 დღის განმავლობაში ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობა მნიშვნელოვნად გამძაფრდა. ისრაელსა და “ჰამასს”, ასევე, ღაზის სექტორში მოქმედ სხვა პალესტინურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტი ორშაბათს, 10 მაისს დაიწყო, რასაც წინ ...

Read More »