Author Archives: energy

“ორივე მხარისთვის დღეს მნიშვნელოვანია გარკვეულ კომპრომისებზე წავიდნენ”

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში იმყოფებიან. აქციის ორგანიზატორებმა მათთვის შეთავაზებული ადგილები დაათვალიერეს. თუმცა ისინი არცერთ შეთავაზებას არ დათანხმდნენ. იმერეთში სახელმწიფოს რწმუნებულის თქმით, სახელმწიფომ პროტესტის მონაწილეებს სოფელ ნამახვანში პროტესტის გადასატანად 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა. ამ თემაზე ზვიად შალამბერიძემ „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. „მესმის მათი პოზიცია, რომ რეალურად აუცილებლად ამ მიწაზე უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ორივე მხარისთვის დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ გარკვეულ კომპრომისებზე წავიდნენ, იისთვის ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კარვის გასაშლელად შეთავაზებული ტერიტორიები მათთვის მიუღებელია

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლების შეთავაზებული ადგილები დაათვალიერეს. აქციის მონაწილეებისთვის მისაღები არც ერთი ლოკაცია არ აღმოჩნდა. აქტივისტები, რომლებმაც დღეს 13-ვე ადგილი დაათვალიერეს ამბობენ, რომ შეთავაზებულ ლოკაციებზე კარვების გაშლა და ადამიანების უსაფრთხოების დაცვა შეუძლებელია. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მათი სურვილი სოფელ ნამახვანში, ძველ ადგილზე დაბრუნებაა. აქციის მონაწილეები აღნიშნავენ იმასაც, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მათი პირველი კარავი იყო განთავსებული, ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ საკუთრებაა, თუმცა აცხადებენ, ...

Read More »

იმერეთის გუბერნატორი: აქციის მონაწილეებს ჟონეთსა და ნამოხვანში 13 ლოკაცია შევთავაზეთ

იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე სოფელ გუმათში მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერებს შეხვდა. როგორც მან განაცხადა, მთავრობამ აქციის მონაწილეებს 13 ალტერნატიული ადგილი შესთავაზა რიონის ხეობაში პროტესტის გასაგრძელებლად. ზვიად შალამბერიძის განმარტებით, ის ადგილი, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები თავიდან მართავდნენ აქციას, კომპანიის სახელზეა რეგისტრირებული და ამ საკითხზე დავა მიმდინარეობს, ამიტომ, იქ კარვების გაშლა შეუძლებელია. „აქციის მონაწილეებს 13 ლოკაცია შევთავაზეთ სოფელ ჟონეთსა და ნამოხვანში. მათ განაცხადეს, ...

Read More »

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს იმერეთის გუბერნატორი შეხვდა

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ გუმათში იმერეთის გუბერნატორი შეხვდა. ზვიად შალამბერიძის თქმით, ნამოხვანში პროტესტის გადასატანად სახელმწიფომ 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა. მისივე განმარტებით, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი გუშინ ევროკავშირის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე. ე.წ. რიონის ხეობის მცველები ხვალ ადგილების ნახვას გეგმავენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას – შეთავაზებულ რომელიმე ლოკაციაზე დათანხმდებიან თუ არა კარვების გაშლას. მანამდე კი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. ისინი პროტესტის თავდაპირველ კერაზე დაბრუნებას ითხოვდნენ, თუმცა გუბერნატორის განმარტებით, ეს მიწა ...

Read More »
რამდენად სამართლიანია ელექტროენერგიის ტარიფები?

დღეს თბილისის რემოდენიმე ქუჩასა და დასახლებას ელექტრომომარაგება შეუწყდება

21 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე  დადიანის, ზიგზაგის, თორნიკე ერისთავის, ღრმაღელეს, გვაზაურის, ღოღობერიძის, ქსოვრელის, ტოროშელიძის, ლომთათიძის, ილურიძის, თმოგვის, დაისის, კნოლევის, დიდი-ჯიხაისის, იმერეთის, სვირის, ზედაზენის, ჯავის, ნათაძის, ხვინგიას, წიწამურის, ჭყონდიდელის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის და საყვირის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან ...

Read More »
ნავთობის ფასი 3%-ით დაეცა

რუსულ ნავთობს ახალი კონკურენტი გამოუჩნდა

რუსული საექსპორტო ნავთობის Urals-თვის კონკურენციის გაწევა ნორვეგიულ Johan Sverdrup,-ს შეუძლია, რომლის მოპოვებაც ასევე ჩრდილოეთ ზღვაში წარმოებს. ”Johan Sverdrup სულ რაღაც წელიწადნახევარია რაც ფუნქციონირებს, მაგრამ ეს არის ნავთობის ყველაზე დიდი ნაკადი – უფრო დიდი, ვიდრე Brent ან Forties–ა და თუ მას დავამატებთ დათარიღებული Brent-ის კალათში, ეს უკვე ნიშნავს მოცულობების სერიოზულ ზრდას, ”- აღნიშნავენ ანალიტიკოსები. მათი აზრით, ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნები აქტიურად ...

Read More »

კრიპტოვალუტის ფართო მასშტაბით გამოყენება მალე ჩვეულ ნორმად იქცევა

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ციფრული ფულის ფართო მასშტაბით გამოყენება მალე ჩვეულ ნორმად იქცევა. მარშალის კუნძულების რესპუბლიკა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 50,000 ადამიანია, ეროვნულ ციფრულ ვალუტას გამოუშვებს. ოფიციალური პირების აზრით, ეს ნაბიჯი მოქალაქეებს დაეხმარება თავიდან აიცილონ მაღალი ტრანზაქციის საფასური, გაუადვილონ საერთაშორისო პარტნიორებს ვაჭრობა და დაიცვან ქვეყანა ინფლაციისგან. ”ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვამ მრავალი შესაძლებლობა შეუქმნა ჩვენსავით პატარა ქვეყნებს”, – მარშალის კუნძულების პრეზიდენტის თანაშემწემ, დევიდ პოლმა. Ethereum-ის ბლოკჩეინის დამფუძნებლის, ...

Read More »

Heineken მენეჯერების ხელფასებს მათი ეკოლოგიური აქტივობის მიხედვით განსაზღვრავს

ჰოლანდიური ლუდის გიგანტ Heineken-ის მენეჯერების ხელფასები და ბონუსები მალე იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ ვინ რა წვლილს შეიტანს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში. მსოფლიოში სიდიდით მეორე ლუდსახარშ კომპანიას თავის მიზნებში გაწერილი აქვს, რომ 2040 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე წარმოებად უნდა გადაიქცეს. „ამჟამად ვიკვლევთ, თუ როგორ დავუკავშიროთ ეს მიზნები ხელმძღვანელი პირების წახალისებას,“ – განუცხადა Bloomberg-ს კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დოლფ ვან დენ ბრინკმა. მისი ...

Read More »

ნათია თურნავა “ნამახვანზე”: “მაქვს შეგრძნება, რომ კონსესუსამდე მივალთ”

“მე მაქვს შეგრძნება, რომ აუცილებლად მივალთ კონსესუსამდე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ. „ძალიან პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს ევროპელი მედიატორის ჩართულობით. რამდენიმე ხნის წინ იყო შეხვედრა ამ მედიაციის ფარგლებში. დღეს უკვე იგივე კონფიგურაციით, იგივე შემადგენლობით გაგრძელდება ეს შეხვედრა უკვე ონლაინ ფორმატში. შედეგი დადგა ის, რომ პოლიციამ რკინის ჯებირებს დემონტაჟი გაუკეთა. ახლა ველოდებით, რომ საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებისგან კონტრნაბიჯები წამოვა, რომ კანონმდებლობა იყოს დაცული, არ ...

Read More »
რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

Gazprom-ის მილსადენიდან დიდი ოდენობით მეთანმა გაჟონა

ავარიული ვითარების გამო, Gazprom-ის მილსადენიდან დიდი ოდენობით მეთანმა გაჟონა. კომპანია ენერგოსექტორში მძიმე სასათბურე გაზის სერიოზულ გაჟონვაზე პასუხისმგებლობას იღებს. მეთანის უზარმაზარი გაჟონვა თავდაპირველად გეოანალიტიკური კომპანიის, Kayrros-ის სატელიტის მონაცემებმა გამოავლინა. ამის შემდეგ რუსულმა კომპანიამ განაცხადა, რომ 4 ივნისს გაზსადენის შეკეთების დროს, 2.7 მილიონმა კუბურმა მეტრმა (1,830 მეტრი ტონა) მეთანმა გაჟონა. კომპანია ამტკიცებს, რომ “გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით”, არ შეეძლო მობილური კომპრესორის სადგურის გამოყენება ...

Read More »