Author Archives: energy

10-დღიანი სიბნელის შემდეგ ყირიმში შუქი მოვიდა

10-დღიანი სიბნელის შემდეგ ყირიმში შუქი მოვიდა

ყირიმში 10-დღიანი უშუქობის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნახევარკუნძულს დენის მიწოდება აღუდგა. ელექტროენერგიის დაბრუნება გახარებულმა ყირიმელებმა “ტვიტერის” მეშვეობით ჰეშტეგით – СветНАШ აღნიშნეს. რუსეთმა პირველი ელექტროგადამცემი ხაზი ყუბანიდან გაიყვანა და ამით დაიწყო ყირიმის მიერთება რუსეთის ერთიან ელექტროსისტემასთან. დენის მიწოდების აღდგენას გუშინ საღამოს თავად რუსეთის პრეზიდენტი ესწრებოდა, რომელიც სპეციალურად ჩაფრინდა სიმფეროპოლში და მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, ვინც ქსელის “გაჭიმვაში” მიიღო მონაწილეობა. პუტინის ...

Read More »
ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია

ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ სულ მალე საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდება. ამის შესახებ პრემიერმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა და წარმატებული რეგიონული პროექტები დაასახელა. პრემიერის თქმით, წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის დადასტურებაა ბაქო-თბილისი-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ,,სამხრეთ კავკასიური გაზსადენის” პროექტები. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ,,სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოების” პროექტი, რომელიც ,,სამხრეთ გაზის დერეფნის” ...

Read More »
ჰიდრორესურსებთან ერთად გვაქვს ქარის, მზის, ბიომასისა და გეოთერმული წყლების ენერგიის პოტენციალიც

ჰიდრორესურსებთან ერთად გვაქვს ქარის, მზის, ბიომასისა და გეოთერმული წყლების ენერგიის პოტენციალიც

ქვეყნის სუფთა ენერგიით უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “მინდა შევეხო კლიმატის ცვლილებების პრობლემის გადაჭრას – ქვეყნის სუფთა ენერგიით უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისება. საქართველო მდიდარია ჰიდრორესურსებით. ჩვენ გვაქვს ქარის, მზის, ბიომასისა და გეოთერმული წყლების ენერგიის პოტენციალიც, რაც საშუალებას იძლევა, რომ შეიქმნას დამატებითი სიმძლავრეები ადგილობრივი ...

Read More »
კახა კალაძე: არსებული ენერგეტიკული რესურსები დიდ წილად აუთვისებელიაკახა კალაძე: არსებული ენერგეტიკული რესურსები დიდ წილად აუთვისებელია

კახა კალაძე: არსებული ენერგეტიკული რესურსები ჯერ კიდევ დიდ წილად აუთვისებელია

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, არსებული ენერგეტიკული რესურსები ჯერ კიდევ დიდ წილად აუთვისებელია. ამის შესახებ კალაძემ ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის სესიაზე “რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა ენერგიის ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის გზით” განაცხადა. “სავარაუდო პოტენციური გენერაციის ნამატი სამხრეთ კავკასიაში ქმნის ელექტროენერგიით ვაჭრობის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, თუმცა არსებული ენერგეტიკული რესურსები ჯერ კიდევ დიდ წილად აუთვისებელია. ამისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა გენერაციაში და ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ...

Read More »
კახა კალაძე: ყაზტრანსგაზთან მოლაპარაკებები მალე დასრულდება

კახა კალაძე: ყაზტრანსგაზთან მოლაპარაკებები მალე დასრულდება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფიქრობს, რომ ყაზტრანსგაზთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მალე დასრულდება. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. “ყაზახური მხარე იყო ჩამოსული. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დასრულდება”, – განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ყაზახურმა მხარემ, საქართველოს მთავრობას საპრეტენზიო წერილით მიმართა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ყაზტრანსგაზი საარბიტრაჟო საქმიანობის ...

Read More »
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ავტომაგისტრალის პროექტისთვის 140$ მლნ გამოუყო

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ავტომაგისტრალის პროექტისთვის 140$ მლნ გამოუყო

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების მეხუთე პროექტისთვის 140 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება დაამტკიცა. როგორც მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის ამოცანებია მომხმარებელთა ხარჯების შემცირება პროექტით განახლებული გზის მონაკვეთის დერეფნის გასწვრივ. ასევე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდა. პროექტი ხელს შეუწყობს საგზაო ...

Read More »

ყატარი თურქეთს თხევად გაზს მიაწვდის

თურქეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც ყატარიდან თხევადი გაზის (LNG) შესყიდვას გულისხმობს. გათხევადებული გაზის მოცულობა, რომელსაც თურქეთი შეიძენს ჯერ-ჯერობით უცნობია. იქამდე, თურქეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა რომ, თუ რუსეთი გაზის მოწოდებას შეწყვეტს, თურქეთს გააჩნია რუსული გაზის ალტერნატივა. ცნობისთვის, თურქეთის გაზის იმპორტის 50% რუსულ გაზზე მოდის. თურქეთი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს ‎ბაქო-თბილისი-ერზრუმის‬ გაზსადენის მეშვეობით ახორციელებს‪. თურქეთს აქვს კონტრაქტი, ‪შაჰ-დენიზის‬ საბადოდან წლიურად 6,6 მლრდ კუბ.მ აზერბაიჯანული გაზის ...

Read More »
რუსეთის ხელისუფლება, თურქული ნაკადის პროექტს, ძალაში ტოვებს

რუსეთის ხელისუფლება, თურქული ნაკადის პროექტს, ძალაში ტოვებს

  რუსეთ-თურქეთს შორის განვითარებული ბოლო დროინდელ მოვლენების მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება “თურქული ნაკადის” მშენებლობის პირობების შეცვლას არ აპირებს. რუსეთის ფედერაციის, ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “თურქული ნაკადის” მშენებლობის, პირობების შეცვლის შესახებ, ხელისუფლებაში ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიღებულა. “მსხვილი, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შეწყვეტას არ ვგეგმავთ, აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა დაგეგმილი პროექტები, მათ შორის “თურქული ნაკადი”, ჩვეულ რეჟიმში ვითარდება”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ...

Read More »
გიგლა აგულაშვილი: ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო არის ავტომობილები

გიგლა აგულაშვილი: ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო არის ავტომობილები

კვლევებმა აჩვენა, რომ ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი წყარო არის ავტომობილები, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში ჩატარებულმა ჰაერის სინჯების კვლევებმა აჩვენა, რომ ძირითადი დამაბინძურებელი წყარო არის ავტომობილები. ეს არის ძირითადად დამოკიდებული ავტოსატრანსპორტო პარკის სიძველეზე. საწვავის ხარისხთან ერთად პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვში იმ ტოქსიკური აირების შემცველობა, რომელიც არასრული წვის ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

სიმსივნის და სხვა დაავადების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი არის სწორედ გამონაბოლქვი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რამდენიმე კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ “ეკოლოგიის კუთხით ჩვენ გვაქვს კატასტროფა თბილისში”. “შესაძლოა კომპანიას, რომელიც კატალიზატორებს შემოიტანს, მათი განვადებით გაცემა ეთხოვოს, შემდეგ კი დაზღვევა და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება შემოვა. ამას, ...

Read More »