ყატარი თურქეთს თხევად გაზს მიაწვდის

თურქეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც ყატარიდან თხევადი გაზის (LNG) შესყიდვას გულისხმობს.

გათხევადებული გაზის მოცულობა, რომელსაც თურქეთი შეიძენს ჯერ-ჯერობით უცნობია.

იქამდე, თურქეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა რომ, თუ რუსეთი გაზის მოწოდებას შეწყვეტს, თურქეთს გააჩნია რუსული გაზის ალტერნატივა.

ცნობისთვის, თურქეთის გაზის იმპორტის 50% რუსულ გაზზე მოდის.

თურქეთი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს აქო-თბილისი-ერზრუმის‬ გაზსადენის მეშვეობით ახორციელებს. თურქეთს აქვს კონტრაქტი, შაჰ-დენიზის‬ საბადოდან წლიურად 6,6 მლრდ კუბ.მ აზერბაიჯანული გაზის შეძენისა.

ამჟამად, თურქეთი გაზის იმპორტს ირანიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ახორციელებს. გარდა ამისა, ანკარამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება ალჟირთან და ნიგერიასთან წლიურად 4,4 მლრდ და 1,2 მლრდ კუბ.მ თხევადი გაზის (LNG‬) მოწოდებაზე.

წყარო: “ენერგოპლატფორმა”

Leave a Reply