Author Archives: energy

საქართველოში აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი მკვეთრად გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარში საქართველომ აზერბაიჯანიდან 325 მილიონი დოლარის ღირებულების 202,5 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი შემოიტანა. სტატისტიკის თანახმად, მოცულობა წლიურად 27% -ითაა შემცირებული. ქვეყანამ ასევე აზერბაიჯანიდან მიაწოდა 10,8 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელთა ღირებულება 4,7 მილიონი დოლარია, რაც  10.6 ათასი ტონით, ანუ 82-ჯერ მეტია, 2020 წელს აზერბაიჯანიდან შემოტანილი ნავთობისა და ნავთოპროდუქტების იმპორტის მაჩვენებელზე.

Read More »

Bank of America ნავთობის ფასის 100 დოლარს ზევით გაზრდას პროგნოზირებს

უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ნავთობის ფასი შესაძლოა 100 დოლარზე ზევით გაიზარდოს ბარელზე, აღნიშნავენ Bank of America–ის ექსპერტები მათ მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში. ექსპერტთა აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი ზრდა შესაძლებელია მოხდეს ფუნდამენტური მაჩვენებლების გაუმჯობესებისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეკონომიკური სტიმულირების პროგრამების დანერგვების გამო. Bank of America–ის  ექსპერტებმა ასევე გაზარდეს Brent–ის ტიპის ნავთობის ფასის თავიანთი პროგნოზი მიმდინარე წლისთვის. ახალი პროგნოზის თანახმად, Brent ტიპის ნავთობის საშუალო ფასი 2021 ...

Read More »

სოსო ნიბლაძე: დენის გაძვირება თიზ-ების კონკურენტუნარიანობას შეამცირებს

ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე საწარმოო დანიშნულების ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფებზე და აქედან გამომდინარე მოსალოდნელ ნეგატიურ ეფექტზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე ფასები მნიშვნელოვნად გაზრდილია, საუბარია 70-80%-ით მომატებაზე, რაც საკმაოდ მძიმე საკითხია. კონკრეტულად რა ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევს ელექტროენერგიის  ტარიფის ზრდა თიზ-ის საქმიანობაზე, ნიბლაძე განმარტავს, რომ არსებობენ ინდუსტრიები, რომლებიც ელექტროენერგიაზე უფრო მეტად არიან დამოკდებულნი და მათი ძირითადი ხარჯი ...

Read More »

„ქართლი ენერჯის“ ვალდებულებები გადაუვადდება – რა სანქცია დაეკისრება კომპანიას შეუსრულებლობისთვის

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ „ქართლი ენერჯის“ მიერ თბილისში 60 ელექტრომობილის დამტენის დამონტაჟების შეუსრულებელ ვალდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები პანდემიის გამო ვერ შეასრულა და ქალაქში მხოლოდ 30 დამტენი დაამონტაჟა. მერმა ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს ახალი პროექტის შედგენა რაც შეიძლება სწრაფად დაავალა, რათა ელექტრომობილების შეძენის წასახალისებლად თბილისში არსებული დამტენების რაოდენობა გაიზარდოს. BM.GE დაინტერესდა რა ბედი ელის კომპანიას, რომლემაც ვალდებულებები ...

Read More »

ბიტკოინი გუშინდელი გაუფასურების შემდეგ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვლუტა ბიტკოინი გუშინდელი გაუფასურების შემდეგ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. დღეის მდგომარეობით ვირტუალური ვალუტის ღირებულებამ 50,000 აშშ დოლარს კვლავ გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, ბიტკოინის ფასის ზრდა ჯეკ დორსის კომპანია Square-ის მიერ 170 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინის შეძინას უკავშირდება. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანიის ქმედება Twitter-ისა და Square-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობითაა განპირობებული. ...

Read More »

Zurich Insurance Group-ის შემდეგ „Nord Stream 2“-თან თანამშრომლობა Munich Re-მაც შეაჩერა

სადაზღვევო კომპანიამ Munich Re Syndicate Ltd. პროექტთან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ თანამშრომლობა შეწყვიტა. როგორც კომპანიაში Munchener Ruckversicherungs-Gesellschaft აცხადებენ, მათმა შვილობილმა კომპანიამ Munich Re Syndicate Ltd. ოფიციალურად განაცხადა, რომ წყვეტს მუშაობას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პროექტთან“. „თუმცა, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ჩვენ როგორც წესი არ ვაკეთებთ კომენტარებს ცალკეულ კონტრაქტებზე“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. იანვარში ცნობილი გახდა, რომ სადაზღვეო კომპანიამ Zurich Insurance Group AG შეწყვიტა მომსახურების ...

Read More »

თურნავა: საქართველო უნდა იყოს ელექტროენერგიის ძლიერი ექსპორტიორი რეგიონში

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა განმტკიცდეს, ახალი ობიექტები აშენდეს, და საქართველო ამ მხრივ იყოს დამოუკიდებელი, ელექტროენერგიის ძლიერი ექსპორტიორი რეგიონში”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ახალი ობიექტები უნდა აშენდეს, და საქართველო ამ მხრივ უნდა იყოს დამოუკიდებელი “საქართველოში ზოგადად ენერგეტიკის სფერო ძალიან ცხარე კამათის საგანია, განსაკუთრებით, ...

Read More »

ამერიკელმა მეცნიერებმა წარმატებით გამოსცადეს პანელი, რომელიც კოსმოსში მზის ენერგიას შეაგროვებს და დედამიწაზე გაგზავნის

ამერიკელმა მეცნიერებმა წარმატებით გამოსცადეს პიცის კოლოფის ზომის მზის პანელი, რომელიც კოსმოსიდან დედამიწაზე ენერგიის გაგზავნის სისტემის პროტოტიპს წარმოადგენს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ტელეარხის ცნობით, პანელი დედამიწის ორბიტაზე 2020 წლის მაისში გავიდა. ის მზის სინათლეს აგროვებს, რომელიც დედამიწის ატმოსფეროს ვერ ცდება და კოსმოსში რჩება. შემდეგ ენერგია მიკროტალღების სახით დედამიწაზე მოხვდება, სადაც მას ელექტროენერგიად გარდაქმნიან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთ პანელს დაახლოებით 10 ვატის ოდენობის ელექტროენერგიის გადმოცემა შეუძლია, რაც ...

Read More »

ენერგობაზარზე კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობაზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით გაიხსნა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“. მონაწილეები განიხილავენ ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის, ლიბერალიზაციის პროცესისა და კონკურენციის მნიშვნელობა საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითებზე. კონფერენცია გახსნეს სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში კონკურენციისა და ბაზრის მონიტორინგის აუცილებლობაზე ...

Read More »

ირანის სულიერი ლიდერი საჭიროების შემთხვევაში ურანის 60 პროცენტით გამდიდრებას არ გამორიცხავს

ირანის სულიერი ლიდერი საჭიროების შემთხვევაში ურანის 60 პროცენტით გამდიდრებას არ გამორიცხავს. აითოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანი არასდროს დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას მის ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებით. „ბირთვული გამდიდრება არც 20 პროცენტით შემოიფარგლება. ის გაამდიდრებს ურანს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი ზომით, რაც საჭიროა ქვეყნისთვის. ირანში ურანის გამდიდრების დონემ შეიძლება 60 პროცენტს მიაღწიოს ქვეყნის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა. აიათოლა ალი ხამენეიმ ასევე აღნიშნა, ...

Read More »