Author Archives: energy

დავით მირცხულავა: ისეთ დეფიციტურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ენერგეტიკულ ბირჟას ახლავს გარკვეული რისკები

ენერგეტიკის ბაზარზე დაგეგმილი  რეფორმის თანახმად, მიმდინარე წლიდან ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს გამანაწილებელი ქსელის ფლობის და ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესი. მოსალოდნელ რისკებსა და გამოწვევების შესახებ “ენერგონიუსი” ენერგეტიკოს დავით მირცხულავას ესაუბრა. ხსენებული რეფორმის თანახმად, მოხდება გამოყოფა ენერგეტიკის კონკურენტული ნაწილის და ეს კონკურენტული ნაწილი იქნება მწარმოებელი ენერგეტიკულ ბირჟაზე. დავით მირცხულავას აზრით, საკმაოდ რთულ ეტაპზე ხდება გადასვლა, სადაც უმნიშვნელოვანესია რიკსები იყო სწორად შეფასებული და აწონ-დაწონილი. თავად ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

აზერბაიჯანმა ბუნებრივი გაზის ექსპორტი გაზარდა

2020 წელს აზერბაიჯანის გაზის გაყიდვებმა საზღვარგარეთ შეადგინა 13,5 მილიარდი კუბური მეტრი, რაც 1,8 მილიარდი დოლარით ან 15,6% -ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი. ამის შესახებ აღნიშნულია აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშში. წლის განმავლობაში, გაზის ექსპორტი თურქეთში 21% -ით გაიზარდა და 11.1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაუტოლდა.. საქართველოში ექსპორტირებული გაზის მოცულობამ შეადგინა 1,1 მილიარდი კუბური მეტრი, რაც 2,8%-იან კლებაზე მეტყველებს. ...

Read More »

EBRD-ის პრეზიდენტი: საქართველოს განახლებადი ენერგიის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს

“საქართველოს განახლებადი ენერგიის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს,”- BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ. მისი თქმით, ბანკი როგორც განახლებადი ენერგიის გენერაციის ობიექტების ასევე გადაცემის ქსელების მშენებლობას უწყობს ხელს. ოდილ რენო-ბასო აღნიშნავს, რომ ეს მხარდაჭერა მიმართულია იქითკენ, რომ EBRD-ის წევრმა ქვეყნებმა პარიზის კლიმატის შეთანხმებით გათვალისწინებულ სამიზნე მაჩვენებლებს მიაღწიონ.  “საქართველოს განახლებადი ენერგიის მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. 2025 წლისთვის ...

Read More »

უქმნის თუ არა “ნამახვანჰესი” საფრთხეს “ტვიშის” ღვინოს

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია “ნამახვანჰესის” მშენებლობის შედეგად ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ტვიში“-სთვის შექმნილ შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი „მარანი ხეცურიანის“ დამფუძნებელი შალვა ხეცურიანი ხედავს საფრთხეს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობით კლიმატის შესაძლო ცვლილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს “ტვიშის” მოსავლიანობას და მის ექსკლუზიურობას.  სომელიეთა ასოციაცია მოითხოვს გასაჯაროვდეს ტვიშთან დაკავშირებული კვლევა და მასში მოყვანილი დასკვნების საფუძველზე მოხდეს ქართული საზოგადოების, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლების, სრულყოფილი ინფორმირება შესაძლო ...

Read More »

Ford-ი ელექტრო და უპილოტო ავტომობილების წარმოებაში $29 მილიარდს ჩადებს

ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Ford-ი ელექტრო და უპილოტო ავტომობილების წარმოებისთვის $29 მილიარდს გამოყოფს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯიმ ფარლიმ განაცხადა. მისივე თქმით, $7 მილიარდი ავტონომიური მართვის ტექნოლოგიის შემუშავებას მოხმარდება, $22 მილიარდი კი ელექტრომობილების წარმოების განვითარებაზე დაიხარჯება. კომპანია აქტიურ მუშაობას განაგრძობს ავტომობილების კომპიუტერული სისტემის დასახვეწად. 2023 წლისთვის Ford-ის ავტომობილების საბორტო სისტემები Android-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან იქნება ინტეგრირებული.

Read More »

თურნავა: გარკვეული პირები „ნამახვანჰესის“ პროექტს გარემოსდაცვითი ლოზუნგებით ებრძვიან, მაგრამ გამოდის, რომ ელექტროენერგიის იმპორტს ლობირებენ

„ნამახვანჰესს“ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში დიდი წვლილი შეაქვს, ეს არის შესაძლებლობა, ჩვენი საკუთარი რესურსის გამოყენებით ვაწარმოოთ საკუთარი ელექტროენერგია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ენერგორესურსების მიმართულებით რაც მეტად დამოუკიდებელი იქნება ქვეყანა, მით უფრო ძლიერად იტყვის საკუთარ სიტყვას რეგიონში. მინისტრის თქმით, „ნამახვანი“ ჰესი არის 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია. „ნამახვანი“ ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული ...

Read More »

Tesla ბიტკოინში $1.5 მილიარდის ივესტიციას დებს

Tesla ბიტკოინში $1.5 მილიარდის ივესტიციას დებს. კომპანიამ ასევე დაანონსა, რომ კრიპტოვალუტით გადახდის მიიღებას აპირებს, რამაც ბიტკოინის ღირებულება რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა. კალიფორნიაში დაფუძნებული ავტომწარმოებელი ბიტკოინზე ფსონს მას შემდეგ დებს, რაც  საინვესტიციო პოილიტიკა განაახლა და ახლა კომპანიას საშუალება აქვს ივესტიცია ჩადოს როგორც ციფრულ აქტივებში, ასევე ოქროს ბუილონში და ოქროს გაცვლით სავაჭრო ფონდებში. ”ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში დავიწყოთ ბიტკოინის, როგორც გადახდის ფორმის მიღება, ...

Read More »

კომპანია „ენკაში“ აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემა მიმდინარეობს და თითქმის დასრულებულია

საპროექტო კომპანია „ენკას“ მიწები გადმოეცა, რათა ამ ტერიტორიაზე აშენდეს და განთავსდეს „ნამახვანჰესის“ ინფრასტრუქტურაში შემავალი ნაგებობები, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ირინა პეტრიაშვილი. ​„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ოჯახებმა, რომლებიც ცხოვრობენ საპროექტო არეალში, ასევე მიიღეს მიწის კომპენსაცია, რაც, დღევანდელი მდგომარეობით, არის დაახლოებით 30 მილიონი ლარი. საკომპენსაციო პროცესი მიმდინარეობს ახლაც და თითქმის დასრულებულია. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე ასევე პროექტით არის გათვალისწინებული ...

Read More »

საქართველოში აზერბაიჯანიდან იმპორტირდა 216 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები

გასულ წელს, საქართველოში აზერბაიჯანიდან იმპორტირდა 216 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელთა ღირებულება  67.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. საქსტატის მიხდვით, წლიურ წრილში ნავთობისა და ნავთობრიდუქტების აზერბაიჯანული იმპორტის  45 ათასი ტონით, იგივე, 26.3% -ით აღემატება 2019 წლის მონაცემებს. 2020 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში დაექპორტდა 3,060.38 ათასი დოლარის ღირებულების 1,033.96 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები. წლიურ ჭრილში მონაცემი რაოდენობრივად გაზრდილია, ხოლო ფულად გამოსახულებაში შემცირებული. ესაა რეექსპორტი, რადგან საქართველო ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი: „შეიქმნება ფონდი, სადაც გარემოზე ზიანისთვის გადახდილი თანხები აკუმულირდება“

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტით საქართველოში მოქმედი 85-მდე საწარმო ვალდებული ხდება, დაბინძურების წყაროებიდან მავნე ნივთიერებები აღრიცხოს და თვითმონიტორინგის სისტემები დანერგოს. ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები.  საკითხთან დაკავშირებით გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება ფონდის შექმნა, სადაც გარემოზე ზიანისთვის გადახდილი თანხა შეგროვდება.  “ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სანქციები მაღალია, ვთქვათ, ...

Read More »