Author Archives: energy

“გრანდ დიქსენსის” კაშხალი – შვეიცარიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული სანახაობა

შვეიცარიაში მდებარე “გრანდ დიქსენსი”, რომლის სიმაღლე 285 მ აღწევს, ყველაზე მაღალია მსოფლიოში არსებულ ბეტონის გრავიტაციულ კაშხლებს შორის. ეს ნაგებობა ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია “კლეზონ–დიქსენსის” ჰიდროენერგეტიკული კომპლექსისა, რომელიც სამ ელექტროსადგურსა და წყლის ოთხ სატუმბს მოიცავს. კომპლექსი შვეიცარიაში ელექტროენერგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. მისი დადგმული სიმძლავრე – 2000 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავებაა 2 მილიარდი კვტ.სთ–ია. გამომუშავებული ელექტროენერგია საკმარისია 500 000 სახლის უზრუნველსაყოფად. ...

Read More »

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო: ირანმა ურანის მარაგები გააოთხმაგა

მაისის მონაცემებთან შედარებით, თეირანის 60%-ით გამდიდრებული ურანის მარაგები გაოთხმაგებულია. ექსპერტთა შეფასებით, ირანი ამჟამად 2 441 კილოგრამ ურანს ფლობს, რაც ე.წ. ირანის ბირთვული შეთანხმების აშკარა დარღვევაა. ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა, 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების საკითხზე ირანთან მოლაპარაკებები დაიწყოს, თუ ირანი აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებს. ხოლო ირანმა, ბირთვული პროგრამის სამოქმედო გეგმის შესახებ, ევროკავშირსა ...

Read More »

ქვეყნები, სადაც კრიპტოვალუტა იკრძალება

მაშინ, როდესაც ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება კრიპტოვალუტას ანგარიშსწორების ოფიციალურ სახედ აღიარებს, ზოგიერთ ქვეყანაში ბლოკჩეინის მოპოვებაც კი არალეგალურია. სალვადორის რესპუბლიკაში ბიტკოინი გადახდის ოფიციალური საშუალება გახდა. ხოლო, ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა. გარდა ამისა, ინდონეზიის ცენტრალურმა ბანკმა ბიტკოინითა და სხვა კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება აკრძალა. ქვეყნების სია, სადაც კრიპტოვალუტის გამოყენება არალეგალურია: 1. ალჟირი 2. ბოლივია 3. ჩინეთი 4. კოლუმბია 5. ეგვიპტე 6. ინდონეზია 7. ირანი 8. ნეპალი 9. ...

Read More »

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით ენერგეტიკა მეორე ადგილზეა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის II კვარტალში 234.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.6 პროცენტით ნაკლებია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალის შემცირება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვა. 2021 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ...

Read More »

ერაყი და ფრანგული Total Energies $27 მილიარდიან ენერგეტიკულ პროექტს განახორციელებენ

5 სექტემბერს ბაღდადში ფრანგულ გაზისა და ნავთობის კომპანია Total–სა და ერაყის მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, Total–ი სამხრეთ ერაყში ოთხ გიგანტურ ენერგეტიკულ პროექტში $27 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტი საწყის ეტაპზე $10 მილიარდის ინვესტიციას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ საინჟინრო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამის შესახებ Total–ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ პიუიანმა ხელმოწერის ცერემონიალზე განაცხადა. ერაყის ნავთობის მინისტრ იჰსან აბდულ ჯაბარის განცხადებით, პირველი ...

Read More »

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 ათას აბონენტს გაზი შეუწყდება

“თბილისი ენერჯი” გაცნობებთ, რომ ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზაზე, ახალ გაზსადენზე გადართვითი სამუშაოების გამო 8 სექტემბერს, საღამოს 18:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 5000 მდე აბონენტს. სამუშაოები კოპმანია „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ დაკვეთით მიმდინარეობს. გაზის მიწოდება შეუწყდება – საბურთალოს რ-ში – იური გაგარინის ქ. 18-ში, ი. გაგარინის ქ. 29-ში მდებარე შპს ,,ირს თაუერი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, მიმდებარედ ვაზისუბნის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ვეძისის დასახლებაში ...

Read More »

რაკეშ ნაიკი: ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად

კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას” თამაშრომელთა დიდი ნაწილი უკვე ვაქცინირებულია. პანდემიიის დაწყების დღიდან, კომპანიას შემუშავებული აქვს მკაცრი რეგულაციები საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის შესაბამისად, რათა შენარჩუნებული იქნას უსაფრთხო სამუშაო გარემო შუახევი ჰესის თანამშრომლებისთვის. “ვაქცინაცია ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღალი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ, გავიკეთოთ აცრა, და ერთად დავამარცხოთ ეს ვირუსი, რომელიც უმარავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს ყოველდღიურად. ვაქცინაცია, კოვიდ რეგულაციების დაცვა და სოციალური ...

Read More »

ირანის პრეზიდენტი: ირანი მზად არის განაახლოს ბირთვული მოლაპარაკება, მაგრამ არა დასავლეთის „ზეწოლის“ ქვეშ

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ, განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება მთავრობის დღის წესრიგშია, მაგრამ ის არ უნდა გაიმართოს დასავლეთის ქვეყნების მხრიდან „ზეწოლის“ ქვეშ. 4 სექტემბერს რაისიმ სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ მისი მთავრობა „მართავს შედეგზე ორიენტირებულ მოლაპარაკებას“. საფრანგეთმა და გერმანიამ – ევროპის კავშირის წევრებმა, რომლებიც ბირთვული შეთანხმების მონაწილეები არიან, ირანს მოუწოდეს, ჩაერთოს მოლაპარაკებაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რომელიც მოჰყვა ირანში არჩევნებს ივნისში, ...

Read More »

სემეკში ევროკავშირის დაფინანსებით „თვინინგის“ მე-4 პროექტი დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ევროკავშირის მიერ 1, 500 000 ევროთი დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მე-4 პროექტი – „განახლებადი ენერგიის რეგულირება საქართველოში“ დაიწყო. სემეკის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის გახსნის ცერემონია დისტანციურად გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სემეკის, საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიებაზე მთავარი მოხსენებით ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

მთავრობა ავტომობილზე, რომლის გამონაბოლქვში დამაბინძურებელი ნივთიერება დადგენილ ნორმას აღემატება პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს

მთავრობა, ისეთ ავტომობილზე, რომლის გამონაბოლქვში დამაბინძურებელი ნივთიერებები დადგენილ ნორმატივებს აღემატება, პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს. ამის შესახებ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია საუბარი, რომელიც პარლამენტს 2021 წლის საშემოდგომო სესიისთვის გადაეგზავნა. დოკუმენტის თანახმად, ცვლილების შეტანა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ იგეგმება და მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის გამკაცრებას ისეთი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისთვის, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა დადგენილegamon ნორმატივებს აღემატება. წყარო: bpn.ge

Read More »