Author Archives: energy

როგორ უმკლავდება პუტინი ნავთობის კრიზისს

როგორ უმკლავდება პუტინი ნავთობის კრიზისს

ვლადიმერ პუტინის შესაძლებლობების შეფასებისას, თუ როგორ ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებასა და დასავლეთთან  კონკურენციას, ისმის მთავარი კითხვა: ნავთობზე ფასების მკვეთრი კლების ფონზე რამდენი ხნის განმავლობაში გაძლებს რუსული ეკონომიკა? Deutsche Bank-ის ეკონომისტების ანალიზით, ამას პუტინი იმაზე დიდი ხნის განმავლობაში მოახერხებს, ვიდრე წინასწარ იყო შეფასებული. რუსეთის ბიუჯეტის დაახლოებით ნახევარს ნავთობისა და ბუნებრივი აირის შემოსავლები უზრუნველყოფს. შესაბამისად, ფასების ცვლილება ქვეყანაზე მკვეთრად მოქმედებს. უფრო მეტიც, მას ...

Read More »
საქართველო 100-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას გეგმავს

საქართველო 100-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას გეგმავს

დღეისათვის, საქართველო ლიდერობს, განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი 119 გენერაციის ობიექტით. ამის შესახებ ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა. წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული პროექტების საინვესტიციო ღირებულება 7,678 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მოცემული 119 ენერგოპროექტიდან, უმეტესობა არის ჰიდროელექტროსადგურების პროექტები. ამჟამად, ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზეა 27 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, ჯამური დადგმული სიმძლავრით 1869 მგვტ, ხოლო წლიური გამომუშავებით 6,236 მლრდ კვტ.სთ. ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზე არსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო ...

Read More »

“ფრონტერას” სპეკულაციების შემდეგ ბირჟებზე მისი აქციების ფასი ეცემა

კახეთში შესაძლო გაზის მარაგებთან დაკავშირებით, მედიასაშუალებებში მითქმა-მოთქმა არ წყდება. კომპანიის განცხადების შემდეგ, რომელიც კახეთში დიდი ბუნებრივი აირის მარაგების (5.3 ტრილიონი) აღმოჩენას უკავშირდებოდა, აქტიურად დაიწყო განხილვა, თუ რამდენად ადეკვატური შეიძლებოდა ყოფილიყო გაზის ამხელა მოცულობები. ექსპერტების ნაწილი, აღნიშნულ განცხადებას საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდა და ამ რაოდენობის მოცულობაზე საუბარი არასერიოზულად მიიჩნიეს. ასევე, წარმოუდგენლად მიიჩნია ამხელა მარაგების არსებობა ენერგეტიკის მინისტრმაც, რომელმაც თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ...

Read More »
ნავთობის გაიაფების რვა მიზეზი

ნავთობის გაიაფების რვა მიზეზი

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ნავთობი თითქმის ორი მესამედით გაიაფდა. Deutsche Welle ნავთობის მსოფლიო ბაზრის ტრანსფორმაციის მთავარ მიზეზებს მიმოიხილავს. ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვალში, ერთი ბარელი ნედლი ნავთობი ბირჟებზე დაახლოებით 110 დოლარი ღირდა. დღეს ბრენტ-ის მარკის ნავთობი, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში მოიპოვება და საერთაშორისო ბირჟებზე ეტალონად მიიჩნევა, 30 დოლარი ღირს. ძალიან ძვირი ნავთობის ეპოქა, რომელიც 2011 წელს დაიწყო, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება. ...

Read More »
კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია CSR-ის ფარგლებში 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს აფინანსებს

კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია CSR-ის ფარგლებში 70-ზე მეტ სოციალურ პროექტს აფინანსებს

დღეს ენერგოკომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას (AGL) აღმასრულებელმა დირექტორმა რონი სოლბერგმა, მედიის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს Radisson Blu Iveria-ში, კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე გამართულ კონფერენციაზე სიტყვით მიმართა. კომპანიის ხელმძღვანელმა  განხორციელებულ პროექტებზე  და სოციალური პასუხისმგებლობის როლზე ისაუბრა ქვეყნის და საზოგადოების განვითარების პროცესში. ,,სოციალური პასუხისმგებლობა თანამედროვე ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, კომპანია მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად როცა თვისი წვლილი შეაქვს საზოგადოების განვითარების პროცესში. ყველა სოციალური ...

Read More »
ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

2015 წელს მსოფლიო კლიმატმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. გამოყოფილი ნახშირბადის რაოდენობის შესამცირებლად და გლობალური დათბობის შესაჩერბლად დეკემბერში ხელეშეკრულებასაც მოეწერა ხელი. გასულ წელს ცვილებები ენერგოსექტორმაც განიცადა. პირველად ისტორიაში შემუშავდა გლობალური განვითარების გეგმა, რომელიც მხოლოდ ენერგიისთვის იყო განკუთვლნილი. ამ გეგმის განხორციელების შედეგად საიმედო, მდგრადი და თანამედროვე ენერგიის წყაროებზე წვდომაა შესაძლებელი. მიზნის რეალობად ქცევისთვის აუცილებელია უფრო დიდი რაოდენობის მზის, ქარის და გეოთერმული ენერგიის უფრო ...

Read More »

თბილისის გოგირდის აბანოების ხელმძღვანელები GWP-ს არაკანონიერ ქმედებაში ადანაშაულებენ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ხელმძღვანელობა მოქმედებს თაღლითური გზით, თვითნებურად და კანონის სრული უგულველყოფით აწესებს გადასახადებს, ამის შესახებ “ნარიყალას” ხელმძღვანელი, ნოდარ ტოტოღაშვილი გაზეთ “ვერსიასთან” საუბრობს. აბანოს ხელმძღვანელები წყლის კომპანიას არაკანონიერ ქმედებაში ადანაშაულებენ.  მათი განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ სიმართლის დასადგენად. სემეკი-ს 2010 წლის 17 აგვისტოს, წყალმომარაგების ტარიფის შესახებ დადგენილებით  წყალარიდების ზღვრული ტარიფი – 0,716 ლარი/მ3 –ით განისაზღვრა. ეს იმას ნიშნავს, რომ საკანალიზაციო მომსახურებისთვის,კომპანიას ...

Read More »
კახეთის რეგიონში ავტოტრანსფორმატორის სარემონტო სამუშაოები დასრულდა

კახეთის რეგიონში ავტოტრანსფორმატორის სარემონტო სამუშაოები დასრულდა

კახეთის რეგიონში, ქვესადგურში ,,გურჯაანი-220“ ავტოტრანსფორმატორის კაპიტალური რემონტი წარმატებით დასრულდა. ატ-1-ზე ჩატარდა კაპიტალური შეკეთების პროგრამით განსაზღვრული სამუშაოების სრული მოცულობა: ავტოტრანსფორმატორი შეიღება ახლად შეძენილი ორკომპონენტიანი საღებავით, ზეთის გადამამუშავებელი ახალი აგრეგატის “MICAFLUID” საშუალებით აღდგა ავტოტრანსფორმატორის ზეთის პარამეტრები. დამონტაჟდა 20 ერთეული თანამედროვე, დუ-125 ტიპის დისკური საკეტი, რის შედეგადაც ავტოტრანსფორმატორზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარება, ისეთების, როგორებიცაა: ზეთის ტურბოს აღდგენა, შეცვლა, რადიატორების შეკეთება და სილიკაგელის შეცვლა – ...

Read More »
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ "გაზპრომის" აქციონერი აღარ არის

სააკაშვილი: ივანიშვილმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ გაზპრომის აქციონერი აღარ არის

ასეთი მოკლე მეხსიერება როგორ გვაქვს, “სილქნეტი” ხომ არ ვართ?! აზერბაიჯანმა მოსახლეობის ნახევარი გათიშა და ჩვენ გაგვათბო.  – ასე ეხმაურება “გაზპრომთან” დაკავშირებულ საკითხებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, “გაზპრომის” სახით საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში დამაქცევარი შემოიყვანა. “აზერბაიჯანის გადაკიდება შეიძლებოდა დღეს?! ასეთი მოკლე მახსოვრობა როგორ გვაქვს, “სილქნეტი” ხომ არ ვართ?! 2005 წელს გაითიშა მთელი საქართველო, “გაზპრომმა” წაგვიჭირა ყელში ხელი და აზერბაიჯანმა ...

Read More »
კახა კალაძე "სოკარის" ხელმძღვანელობას შეხვდება

კახა კალაძე “სოკარის” ხელმძღვანელობას შეხვდება

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე 29 თებერვალს აზერბაიჯანს ეწვევა. როგორც კალაძემ განაცხადა, მას ექნება შეხვედრები კომპანია “სოკარის” წარმომადგენლებთან და ასევე კონსორციუმის ხელმძღვანელობასთან. “აქტიურად ვმუშაობ იმასთან დაკავშირებით, რომ მოვახერხოთ და შესაძლებელი იყოს შაჰდენიზის მილსადენიდან დამატებითი მოცულობების წამოღება. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ვფიქრობთ, ალბათ გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ და ამის შემდეგ გვექნება სურათი, თუ როგორ დავასრულებთ მოლაპარაკებებს “გაზპრომთანაც”,” – განაცხადა კახა კალაძემ. ...

Read More »