Author Archives: energy

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესწავლა იწყება

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „მზის ენერგიის კომპანიას“ შორის დადებული მემორანდუმი ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გარდაბნისა და სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე მზის პოტნეციალის შესწავლას. კონკრტულად, ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლას – შემდგომში მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით. მემორანდუმის თანახმად კომპანია 12 თვის განმავლობაში გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატრებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და საჯარო განხილვებს, მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და ელექტროსადგურის მშენებლობის ...

Read More »
„გაზპრომთან“ გასაფორმებელი ხელშეკრულება ამ ეტაპზე შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს გადის

„გაზპრომთან“ გასაფორმებელი ხელშეკრულება ამ ეტაპზე შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს გადის

კომპანია „გაზპრომთან“ გასაფორმებელი ხელშეკრულება ამ ეტაპზე შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს გადის, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ კომპანია „გაზპრომთან“ დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ხმალაძემ განმარტა, საქართველოში ბუნებრივი აირის ტრანზიტი ძველი პირობებით განხორციელდება. „ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გაკეთდა გუშინ მინისრტის მიერ. მოლაპარაკებები დასრულებულია. საქართველოში ბუნებრივი აირის ტრანზიტი განხორციელდება იმავე პირობებით. ხელშეკრულება ამ ეტაპზე შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს გადის, როგორც კი ...

Read More »
ანაკლიის პორტის მშენებლობის არეალში 400 ობიექტი და 1000-მდე მიწის ნაკვეთი ექცევა

ანაკლიის პორტის მშენებლობის არეალში 400 ობიექტი და 1000-მდე მიწის ნაკვეთი ექცევა

ანაკლიის პორტის სამშენებლო არეალში ათასამდე მიწის ნაკვეთი და 400-მდე შენობა ექცევა. აქედან 110-მდე საცხოვრებელი ობიექტია. მიწის ნაკვეთები და შენობა ნაგებობები ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM-ის ქვეკონტრაქტორმა  „გეოგრაფიკმა“ აღწერა. კომპანიამ ხუთშაბათს, შედეგები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას და ადგილობრივ მთავრობას გააცნო. გუბერნატორის განცხადებით, არცერთი მესაკუთრე შესაბამისი კომპენსაციის გარეშე არ დარჩება. შეგახსენებთ, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენების ვალდებულება ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM-მა აიღო, კონსორციუმი “თიბისი ჯგუფისა” და ამერიკული “კონტი ...

Read More »
ნაძალადევის ნაწილს წყალმომარაგება ხვალ 24 საათით შეუწყდება

ნაძალადევის ნაწილს წყალმომარაგება ხვალ 24 საათით შეუწყდება

ხვალ 8 აპრილს, დილის 10:00 საათიდან 9 აპრილის დილის 10:00 საათამდე, ნაძალადევის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება,-ამის შესახებ GWP-დან იუწყებიან. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა”, სააკაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რის შედეგადაც ნაძალადევის რაიონის წყალმომარაგება მკვეთრად გაუმჯობესდება. ახლით შეიცვალა ამორტიზებული მაგისტრალური ქსელის 100 მეტრი სიგრძის მონაკვეთი, 700 მმ-იანი ევროსტანდარტის შესაბამისი წყალსადენით. ტექნიკური სამუშაოების წარმოების მიზნით, ხვალ 8 აპრილს, დილის 10:00 საათიდან 9 ...

Read More »
" შაჰ-დენიზის გაზსადენზე შეფერხებაა"

” შაჰ-დენიზის გაზსადენზე შეფერხებაა”

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, შაჰ-დენიზის გაზსადენზე შეფერხებაა, რის გამოც საქართველო ამ დროისთვის ბუნებრივ აირის რუსეთიდან იღებს. მისი თქმით, მსგავსი შემთხვევა შარშანაც იყო, როდესაც აფეთქების გამო სამხრეთ კავკასიურ მილსადენზე იყო გარკვეული პრობლემები. „ ასე იყო შარშან ზაფხულში, როდესაც აფეთქების გამო სამხრეთ კავკასიურ მილსადენზე იყო გარკვეული პრობლემები. შაჰ-დენიზი რთული გეოლოგიური პირობების მქონე საბადოა, არის ხოლმე შეფარხებები. შეფერხების შესახებ შეტყობინება ...

Read More »
22-ე საუკუნეში ზღვის დონის საგანგაშო მატებაა მოსალოდნელი

22-ე საუკუნეში ზღვის დონის საგანგაშო მატებაა მოსალოდნელი

მომდევნო საუკუნეში ზღვის დონის მატება ერთ მეტრზე მეტს შეადგენს. ეს ორჯერ აღემატება მეცნიერების პროგნოზებს. ამის შესახებ ერთ-ერთ ბოლო კვლევაშია ნათქვამი. ზღვის დონის მატებით გამოწვეული საფრთხე იმაზე მეტია, ვიდრე ამას მეცნიერები ვარაუდობდნენ, რადგან მათ ამ დრომდე სათანადოდ ვერ შეაფასეს გლობალური დათბობის ეფექტი ანტარქტიდის ყინულოვან საფარზე. ისინი უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ კლიმატის ცვლილების როლს, ვიდრე ჰაერის ტემპერატურის მატებას. სინამდვილეში ტემპერატურის მატება უფრო ...

Read More »
თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაციაზე 12,121 მლნ ლარი დაიხარჯება

თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაციაზე 12,121 მლნ ლარი დაიხარჯება

თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაციაზე 12,121 მლნ ლარი დაიხარჯება, ამჟამად გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გამარჯვებასა და გარდაბანზე გადის და უდიდესი  მნიშვნელობა აქვს როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარის დაგება, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნების, ავტოპავილიონების, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, გვერდულების, კიუვეტების, გაბიონების და საგზაო ნიშნების მოწყობა ...

Read More »
მე-9 და მე-10 ენერგობლოკები რუსებისგან ბეჟუაშვილებმა იყიდეს

მე-9 და მე-10 ენერგობლოკები რუსებისგან ბეჟუაშვილებმა იყიდეს

რუსული კომპანია “ინტერ რაო” საქართველოში აქტივების ნაწილს ყიდის. ამის შესახებ როგორც ქართული, ასევე რუსული წყაროები საუბრობენ. საქმე ეხება “მტკვარი ენერგეტიკას”, ანუ თბოელექტროსადგურის მე-9 და მე-10 ენერგობლოკს. რუსულ კომპანიაში ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ამგვარი გარიგება არ მომხდარა. თუმცა, “ინტერ რაოსა” და ქართულ მხარეს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის ფაქტი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში დაადასტურეს. “ჩვენ ვადასტურებთ, რომ ნამდვილად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ...

Read More »
“აჭარისწყალი ჯორჯიამ“ აჭარის მაღალმთიანეთში 21 საოჯახო საწარმო დააფინანსა

“აჭარისწყალი ჯორჯიამ“ აჭარის მაღალმთიანეთში 21 საოჯახო საწარმო დააფინანსა

ენერგომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი დღეს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, კომპანიის მიერ დაფინანსებული მცირე საოჯახო საწარმოების გახსნას და პროექტის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო. ,,ჩვენ ვცდილობთ აჭარის მაღლმთიანეთის გრძელვადიან განვითარებას შევუწყოთ ხელი,  პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ყველა პროექტის მიზანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება‘’, – განაცხადა სოლბერგმა. “აჭარისწყალი ჯორჯიას” მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 21 საწარმო. ...

Read More »
როგორ შევამციროთ საწვავის მოხმარება

როგორ შევამციროთ საწვავის მოხმარება

თუ თქვენ უარს ვერ ამბობთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებაზე, ან გასავლელი მანძილის შემცირებაზე, დროა საწვავის მოხმარების ეკონომიურად მოხმარებაზე დაფიქრდეთ. ჩვენს მიერ შემოთავაზებულ სტატიაში, მსოფლიოში არსებული კვლევებისა და დაკრვივებების შედეგს გაეცნობით და გაიგებთ, თუ როგორ გამართოთ ავტომობილის ავზი რაც შეიძლება ნაკლები სიხშირით. პირველ რიგში, აუცილებელია ჩავატაროთ მფლობელობაში არსებული ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება, შევამოწმოთ საბურავები და მოვაგვაროთ ძრავთან დაკავშირებული ნებისმიერი გაუმართაობა. თუ ამ ყველაფრის ...

Read More »