თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაციაზე 12,121 მლნ ლარი დაიხარჯება

თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაციაზე 12,121 მლნ ლარი დაიხარჯება

თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაციაზე 12,121 მლნ ლარი დაიხარჯება, ამჟამად გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გამარჯვებასა და გარდაბანზე გადის და უდიდესი  მნიშვნელობა აქვს როგორც საერთაშორისო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარის დაგება, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნების, ავტოპავილიონების, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, გვერდულების, კიუვეტების, გაბიონების და საგზაო ნიშნების მოწყობა და ასევე, გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

ამჟამად, გზის გვერდულების და სარეაბილიტაციო მონაკვეთზე არსებული ხიდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2016 წლის ზაფხულში დასრულდება.

Leave a Reply