Author Archives: energy

გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე ჰესების მშენებლობა არ იწყება

ირაკლი ღარიბაშვილი „ნამახვანჰესზე“ – ასეთი პირობებით ჩვენ პროექტს არ გავაგრძელებთ, ინვესტორს ველაპარაკებით და იმედი მაქვს, რომ დავითანხმებთ კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ პირობებით, რა პირობებიც დღეს არის „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, პროექტი არ გაგრძელდება. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორთან და იმედოვნებს, რომ უკეთესი პირობებით აშენდება აღნიშნული პროექტი, რომელიც ხალხის საუკეთესო ინტერესებზე იქნება გათვლილი. „რაც შეეხება „ნამახვანის“ პროექტს, მოგეხსენებათ, მემკვიდრეობით დამხვდა ეს პრობლემა. მინდა გითხრათ, რომ ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც ახლა არის ეს პროექტი და რომელიც ჩვენ ...

Read More »

აშშ-მ ქვეყნის უდიდესი მილსადენზე თავდამსხმელი ჰაკერებისთვის გამოსასყიდის სახით გადახდილი $2.3 მილიონის ბიტკოინი უკან დაიბრუნა

აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურმა ჰაკერული ჯგუფისთვის გამოსასყიდის სახით გადახდილი 2.3 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი უკან დაიბრუნა.  გამოსასყიდი კოლონიური მილსადენის ადმინისტრაციამ ჰაკერულ ჯგუფ DarkSide-ს მას შემდეგ გადაუხადა, რაც ჰაკერებმა კომპიუტერული ვირუსით ქვეყნის უდიდესი მილსადენის პარალიზება და საწვავის მიწოდების შეფერხება გამოიწვიეს.  $5-მილიონიანი გამოსასყიდი ჰაკერებმა კრიპტოვალუტაში, კერძოდ, ბიტკოინში მოითხოვეს, რადგან ბიტკოინის ტრანზაქციის შეჩერება და, შესაბამისად, მისი ამოღება, წართმევა ან უკან დაბრუნება შეუძლებელია.  კრიპტოვალუტა ჰაკერებისა და კრიმინალების ...

Read More »

ხატია წილოსანი: მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჰესის მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ყველა მხარის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს ევროკავშირის წარმომადგენლებთან საუბარი. დირკ ბუშლე – ევროგაერთიანების უმაღლესი თანამდებობის პირი ენერგო გაერთიანების მიმართულებით, საკითხში არის ჩართული და მისი უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს საკითხის მართვა და ყველა მხარესთან არის აქტიური კომუნიკაცია. მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებიც ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო პოზიციებს აფიქსირებდა. მიღწეული არის გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჰესის მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს, – ...

Read More »
თებერვალში ირანმა ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა

ირანის შემდეგი პრეზიდენტი ქვეყნის ბირთვულ კურსს არ შეცვლის

ირანის მთავრობის სპიკერს განცხადებით, ირანის შემდეგი პრეზიდენტი ბირთვულ მოლაპარაკებებში ქვეყნის კურსს არ შეცვლის. ირანის პოლიტიკა ბირთვული შეთანხმების მიმართ და მოლაპარაკებები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განახლდეს დიპლომატიური პროცესი, გაგრძელდება პრეზიდენტ ჰასან რუჰანის თანამდებობის დატოვების შემდეგ, იმისდა მიუხედავად, ვინ გახდება მთავრობის ახალი მეთაური. “2015 წლის შეთანხმების სხვა მონაწილეებთან, მათ შორის აშშ-სთან ურთიერთობის პოლიტიკა შეიქმნა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მიერ და მას ...

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

რა გავლენა მოახდინა ლარის გამყარებამ საწვავის ბაზარზე – უნდა ველოდოთ თუ არა ფასის შემცირებას

„იმ რეალური მოცემულობით, რა ფასიც იყო პლატცის და ლარის გაცვლითი კურსის მიხედვით, იყო მოლოდინი, რომ საწვავზე ფასი 5-10 თეთრით კიდევ უნდა გაზრდილიყო, ეს საკითხი თავისთავად დაიხურა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასის შემცირება დაახლებით, 5 თეთრის ფარგლებშია მოსალოდნელი. რაც შეეხება ბრენდულს, როგორც ვანო ...

Read More »
ბლინკენი

ენტონი ბლინკენი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება მომხდარი ფაქტია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება მომხდარი ფაქტია. „გერმანია მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდა და ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გერმანიასთან. პრაქტიკული თვალსაზრისით, გაზსადენის მშენებლობის დასრულება მომხდარი ფაქტია. გაზსადენის ოპერატორისა და მისი დირექტორის წინააღმდეგ სანქციების მიუხედავად, მშენებლობის დასრულების თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა რეაგირებას მოახდენს რუსეთის ნებისმიერ საქმიანობაზე, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ...

Read More »

მცირედით შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   8 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.22 (+  0,73) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70.05 (+ 0,82)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

“მწვანე ენერგიის” წილი უკრაინის ენერგეტიკაში გასული წლის განმავლობაში გაორმაგდა

2020 წელს უკრაინაში ენერგიის წარმოებაში მზისა და ქარის ელექტროსადგურების წილი გაორმაგდა და 6.8% შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3.3% იყო. აღნიშნულის შესახებ “უკრენერგოს” პრესსამსახური იუწყება. გასულ წელს ქარისა და მზის სადგურების მიერ გამომუშავებული სიმძლავრე 41%–ით ანუ 1,9 გიგავატით გაიზარდა და 6,4 გიგავატს მიაღწია. საერთო ჯამში, მზისა და ქარის ელექტროსადგურებმა 2020 წლის განმავლობაში 148.9 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს. ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” 2021 წლის   7 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.49 (-  0,40) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.23 (- 0,39)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

,,ენერგეტიკული ბირჟა ვერც 6 თვეში ამოქმედდება – რეფორმა კიდევ ერთხელ ჩავარდება“

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  დეპუტატებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილისგან ელექტროენერგეტიკის სექტორში, ბაზრის მიმდინარე რეფორმის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. მოსმენის გამართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ცნობილი გახდა, რომ 1ივლისს დაგეგმილი ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი სტარტი 6 თვით, 2022 წლის 1 იანვრამდე გადაიდო. ამის თაობაზე მთავრობის დადგენილება უკვე ძალაშია შესული. ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებული ...

Read More »