Author Archives: energy

Der Spiegel: რომელი გაზია უფრო მავნე ბუნებისთვის – რუსული თუ ამერიკული

„ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გერმანული გამოცემა Der Spiegel სტატიას უძღვნის: ცივი საგაზო ომის ფრონტის ხაზი გერმანიაზე გადის, ბალტიის ზღვით ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი რუსული გაზი უნდა მიიღოს, ხოლო ჩრდილოეთ ზღვის სანაპიროებთან სულ მალე ამერიკული თხევადი გაზით გავსებული ტანკერები გამოჩნდება. ორივე ქვეყანას – რუსეთსაც და აშშ-საც, ევროპაშიგაზის ექსპორტის გაზრდა სურთ. რუსული მილსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, თუმცა, ვაშინგტონი ...

Read More »

მირცხულავა: საქართველო უნდა გახდეს ელექტროენერგეტიკული ჰაბი

ენერგეტიკის ექსპერტი დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ საქართველოს გააჩნია რესურსი, რომ გახდეს ელექტროენერგეტიკული ჰაბი – “ეკონომიკის გავითარებისთვის აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად უნდა დავრჩეთ სატრანზიტო ქვეყენად.” -განაცხადა მან “ენერგონიუსთან” საუბარში. დავით მირცხულავამ ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობას და დაამატა, რომ ჩვენი ქვეყნის ქსელების განვითარებაც იძლევა ხსენებულის შესაძლებლობას. თუმცა, ასევე ისაუბრა ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების მნიშვნელობაზე, რაც მისი აზრით მხოლოდ ახალი ...

Read More »

ვენესუელური ნავთობის მიწოდება ჩინეთში აქტიურად ხორციელდება აშშ-ის აკრძალვის მიუხედავად

ვაშინგტონის შეზღუდვების მიუხედავად მილიონობით ბარელი ვენესუელის ნავთობის მიწოდება ხდება  მალულად ჩინეთში. ეს განცხადება მოყვანილია Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში. სააგენტოს ჟურნალისტები გაეცნენ დოკუმენტებს, რომლებიც, სავარაუდოდ ადასტურებენ იმას, რომ მოცემული გარიგებების განხორციელებისას გამოიყენება “ცრუ” კომპანიების ქსელი, ტვირთის გადაზიდვა ხდება ერთი გემიდან მეორეზე. სააგენტოს ცნობით, ასევე გამოიყენება მეთოდი, როდესაც ვენესუელური ნავთობის შემადგენლობა იცვლება ქიმიური დანამატების გამოყენებით, რათა მოხდეს მისი გაყიდვა სხვა საქონლის სახად. მასალაში მოცემული ...

Read More »

ჭკვიან მრიცხველებზე გადასვლის პროცესი იწყება

საქართველო ჭკვიანი მრიცხველების დასანერგად ემზადება. ენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და ჭკვიანი მრიცხველების დანერგვის სფეროებში მიღებული გამოცდილების იმპლემენტაცია ქვეყანაში წელს დაიწყება. პირველი ელექტროენერგეტიკა იქნება და ჭკვიან მრიცხველებზე გადასვლის პროცესი რამდენიმე წელს გასტანს. სემეკის ინფორმაციით, შერჩეულია საშუალოვადიანი გეგმა, რომელიც ინტენსიური იქნება და ამასთან, ხარჯები ტარიფის ზრდას არ გამოიწვევს. რეფორმის დაწყებას წინ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი – „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი ...

Read More »

ილონ მასკი $100 მილიონ დოლარს სთავაზობს მას, ვინც ნახშირბადის საუკეთესო გადამამუშავებელ და შემნახველ ტექნოლოგიას წარუდგენს

Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი $100 მილიონ დოლარს სთავაზობს მას ვინც, ნახშირორჟანგისგან გამასუფთავებელ საუკეთესო ტექნოლოგიას შესთავაზებს. მსოფლიოში უმდიდრესმა ადამიანმა ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა. ნახშირბადის მიღება და მისი შენახვა წარმოადგენს მცდელობას მოხდეს ნახშიორჟანგის ნარჩენების გამოყოფა და ჰაერის გაწმენდა, რაც დაეხმარება გავლენის მოხდენაში კლიმატის ცვლილების პროცესებზე. გადამამუშავებელ ქარხნებში გამოყოფილი ნახშირბადი მოიპოვება მისი გამომუშავებელი წყაროდან, რომელსაც შემდგომ ინახავენ და იყენებენ მავნე ბიოპროდუქტების გასაწმენდად მას შემდეგ, ...

Read More »

ნინო ვიბლიანი: ადამიანები, ვის საკუთრებაზეც გაივლის ელექტროგადამცემი, მაღალი საბაზრო ფასით კომპენსაციას მიიღებენ

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“/ შპს „ენერგოტრანსი“ ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ფარგლებში, ჯვარის (500/220 კვ) და ხორგას (220/110 კვ) ქვესადგურების დამაკავშირებელი 500 და 220 კვ-იანი 56 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას ახორციელებს. პროექტის შესახებ და მის მნიშვნელობაზე ჯვარის ქვესადგურში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა ისაუბრა. ,,მნიშვნელოვანია, რომ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობისას დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ჯვარი-ხორგას პროექტის ღირებულება დაახლოებით 16 ...

Read More »

რატომ იზრდება ნავთობის ფასები?

ნავთობის ფასების მატებაზე გარკვეულ გავლენას უახლოეს მომავალში ბაიდენის ახალი ადმინისტრაციისგან ფართომასშტაბიანი ფინანსური ინექციების მოლოდინი ახდენს. ამავდროულად, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ (IEA) შეამცირა ნავთობის მოთხოვნის პროგნოზი, თუმცა, ბაზრის მონაწილეებმა აღნიშნული უგულებელყვეს. თბილისის დროით 9:00 საათისთვის, Brent– ის ფიუჩერსები 0,66% –ით გაიზარდა და 56,27 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო WTI– ის ფიუჩერსები 0,76% –ით და შეადგინა 53,38 დოლარი. გუშინ ინვესტორებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-ს ფინანსთა ...

Read More »

საწვავის იმპორტი საქართველოში 259 მლნ დოლარით შემცირდა

2020 წელს იმპორტი 15.9%-ით $9.5 მლრდ-დან $8 მლრდ-მდე შემცირდა, რაც უფრო ნაკლებია ვიდრე 2017 წელს. ყველაზე დიდი ვარდნა მსუბუქი ავტომობილებისა და ნავთობპროდუქტების მიმართულებით აღინიშნა. მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.4%-ით $1.108 მლრდ-დან $759 მლნ-მდე შემცირდა. ვარდნის მიზეზი რეექსპორტზე მოთხოვნის კლება იყო, რაც ასევე $329 მლნ-ით $404 მლნ-მდე შემცირდა. 10.2%-ით $328 მლნ-დან $295 მლნ-მდე შემცირდა ბუნებრივი გაზის იმპორტიც. ამ უკანასკნელის ზუსტი ღირებულება კომერციული ...

Read More »

რას კარგავს აფხაზეთი ენგურჰესის გაჩერებით?

ენგურჰესი თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და ფუნქციით უნიკალურ როლს ასრულებს რთულ ქართულ-აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებში: ერთი მხრივ, განაპირობებს სოხუმისა და თბილისის მშვიდობიან თანამშრომლობას მრავალი წლის განმავლობაში, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ენერგოდამოუკიდებლობას რუსეთის ფედერაციისგან, რომლის სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური სახის ზეწოლა წლიდან წლამდე სულ უფრო ძლიერდება სოხუმზე. ენგურჰესის გეგმიური გაჩერება, გარდა იმისა, რომ ეკონომიკურად არის საზიანო თბილისისა და სოხუმისთვის, სულ ცოტა, ...

Read More »

2020 წელს საცხებ-საპოხი მასალების, საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 19,08 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,26 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (20,34 ათასი ტონა) შედარებით. მათივე ინფორმაციით, 2020 წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 5,59 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 3,26 ათასი ტონა (17,1%); გერმანია ...

Read More »