ვენესუელური ნავთობის მიწოდება ჩინეთში აქტიურად ხორციელდება აშშ-ის აკრძალვის მიუხედავად

ვაშინგტონის შეზღუდვების მიუხედავად მილიონობით ბარელი ვენესუელის ნავთობის მიწოდება ხდება  მალულად ჩინეთში. ეს განცხადება მოყვანილია Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

სააგენტოს ჟურნალისტები გაეცნენ დოკუმენტებს, რომლებიც, სავარაუდოდ ადასტურებენ იმას, რომ მოცემული გარიგებების განხორციელებისას გამოიყენება “ცრუ” კომპანიების ქსელი, ტვირთის გადაზიდვა ხდება ერთი გემიდან მეორეზე.

სააგენტოს ცნობით, ასევე გამოიყენება მეთოდი, როდესაც ვენესუელური ნავთობის შემადგენლობა იცვლება ქიმიური დანამატების გამოყენებით, რათა მოხდეს მისი გაყიდვა სხვა საქონლის სახად.

მასალაში მოცემული შეფასების თანახმად, კომპანიები “მალავენ ნავთობის წარმომავლობას და ხდება მისი მიწოდება აზიაში”. ამ მხრივ, ჩინეთის გადამამუშავებელი ქარხნები “სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი” გახდა ვენესუელის ნავთობმომპოვებელი ინდუსტრიისთვის, ნათქვამია მასალაში.

Leave a Reply