Author Archives: energy

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს გერმანიის ახალი მთავრობაც დაუჭერს მხარს

რაც არ უნდა თქვას ამერიკამ, გერმანია არც ერთ შემთხვევაში არ გააჩერებს რუსულ გაზსადენს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსკოვი უკრაინულ ტრანზიტს შეწყვეტს – იტყობინებიან ინფორმირებული მაღალჩინოსნები ბერლინიდან. ამის ნაცვლად, გერმანია აქცენტს ევროკავშირის ფორმატში სხვა, უფრო ფართო სანქციებზე გააკეთებს, იმის მიუხედავად, რომ ეს უფრო რთული გზაა და თანაც კრემლი, როგორც წესი, ეკონომიკურ სანქციებზე არ რეაგირებს. ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს ბაიდენმა სცადა მისი ...

Read More »

საქართველოში ელექტრომობილების დატენვა მალე მზის ენერგიით იქნება შესაძლებელი

საქართველოში ელექტრომობილების დატენვა მალე მზის ენერგიით იქნება შესაძლებელი. პროექტის ტექნიკური მხარე უკვე მზადაა და როგორც „ბიზნეს ფორმულას“ E-Space-ის საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით იოსავამ განუცხადა, მიმდინარეობს ლოკაციის შერჩევა. „აღნიშნული პროექტის ტექნიკური მხარე პარტნიორ „ჰელიოს ენერჯისთან“ ერთად უკვე მოვამზადეთ, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კომპანიასთან, სადაც პირველი პროტოტიპი უნდა დადგეს“,- განმარტავს იოსავა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გაიზრდება დამტენების ასორტიმენტიც და მომხმარებელი შვედურ-შვეიცარული კომპანია ABB-ს მეორე დონის ...

Read More »

სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს აფრთხილებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკონსულტაციო კომპანიის მიერ ბაზრის არსებული და მომავალი მონაწილეებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და მათი შეცდომაში შეყვანის ფაქტებს. როგორც სემეკ-ში აცხადებენ, ბოლო პერიოდში გახშირდა საკონსულატიო კომპანიების მხრიდან სხვადასხვა შეთავაზებები ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებისათვის, კერძოდ ელექტროენერგიის მწარმოებლებისა და მსხვილი მომხმარელებისათვის, რაც გარკვეულ შემთხვევებში არ ასახავს ბაზარზე დაგეგმილ ცვლილებებს და ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72,41  (- 0,48) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70,56  (- 0,70)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეიზღუდება

4 აგვისტოს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. დიდუბის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტალის, გელოვანის გამზირის და ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტალის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის ...

Read More »

შაჰ დენიზის საბადოდან 98 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გავიდა ექსპორტზე

აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში არსებული საბადოების ამოქმედების შემდეგ, მიმდინარე წლის 1 ივლისის მონაცემებით, წარმოებულია 183 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში ნავთობისა და გაზის წარმოების ოპერატიული მონაცემების საფუძველზე. ანგარიშის თანახმად, შაჰ დენიზის ბუნებრივი აირის კონდენსატის საბადოს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 145 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი იქნა წარმოებული. ამ პერიოდის განმავლობაში, ...

Read More »

ირანმა სპარსეთის ყურის სიახლოვეს მსხვილი ენერგეტიკული პორტი გახსნა

ირანის ისლამური რესპუბლიკის ნავთობის სამინისტრომ სპარსეთის ყურის სანაპიროებთან მსხვილი პორტი გახსნა, რათა სამხრეთ ფარსის პროვინციის ენერგეტიკული ცენტრიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი დააჩქაროს. პორტი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია ბუშერში მდებარეობს, აქვს ორი სპეციალური სივრცე, რომლებიც თხევადი გაზისა და გოგირდის ექსპორტისთვის იქნება განკუთვნილი. ნავთობპროდუქტები კი ახლომდებარე გადამამუშავებელი ქარხნებიდან მიიღება. ამ პორტის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და მასზე 350 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.

Read More »

არჩილ კაიკაციშვილი: თეა გოდოლაძის ქცევას სამსახურეობრივი გულგრილობა ან დიდი არაკომპეტენტურობა ჰქვია

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორ თეა გოდოლაძისგან ამ დრომდე გამოხმაურება არ მიგვიღია იმ აქტუალურ გამოწვევაზე, რასაც სეისმური მონაცემების ღიაობის თემა ჰქვია. ჩვენი ორგანიზაცია სეისმური მონაცემების საკითხის შესწავლაში ნ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მოთხოვნით ჩაერთო. პრობლემა გამომდინარეობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვიდან და როგორც იურისტები, ამ საკითხს ბოლომდე მივყვებით, თუმცა პირველადი სახით, რაც შემიძლია ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

ევროპაში გაზის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები რეკორდულად იზრდება. ჰოლანდიურ TTF- ში გაზის ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 514 აშშ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება, სექტემბრის ფიუჩერსების ფასს,  2 აგვისტოს 1000 კუბურ მეტრზე 520 აშშ დოლარს  გადააჭარბა. EEX მონაცემების თანახმად, ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 485 აშშ დოლარია. რაც შეეხება 2021 წელს, იანვრიდან TTF-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საშუალო ფასმა ათას კუბურ მეტრზე 265 აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, რუსეთის გაზის ექსპორტიორი “გაზპრომის” 2021 წლის ...

Read More »

Tesla-ს გიგანტური ბატარეა მეოთხე დღეა იწვის

ავსტრალიაში ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს Tesla-ს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბატარეაზე ხანძარი გააკონტროლოს. ცეცხლი ჯერ კიდევ არ არის კონტროლის ქვეშ. ხანძარი პარასკევს დილით, პირველადი ტესტირების დროს გაჩნდა. ”თავიდან ერთ ბატარეას გაუჩნდა ცეცხლი, შემდეგ გავრცელდა მეორე პაკეტზე, რომელიც ძალიან ახლოს იყო მასთან”,- განაცხადა CFA-ს სახანძრო სამსახურის უფროსმა თანაშემწემ იან ბესვიკემ. CFA-ს თანახმად, მიზეზი დაუდგენელია და შემთხვევა გამოძიებული იქნება მას შემდეგ, რაც ამის გაკეთება ...

Read More »